საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
დათმობილი მატჩი იყო და სრულიად გასაგებია... თავხედობა მართლაც ძალიან უშნოდ გამოჩნდა... "დათმობილიაო" რომ არ გვეფიქრა ამიტომ?
nika
02 ივლისი 2022 12:57
0
ბავᲨვი მყავს 16 წლის 206სმ სიმაᲦლის უფულობის გამო ხელი არავინ მოკიდა და არც მეგობარი მყავს....რატო იმიტომ რომ ბიზნესად აქციეს და გაიზარდნენ მამიკოს ბავᲨვები...პერსპექტიული ბავᲨვები კი დაიᲩაგრნენ...ახლა იმიტომ დამყავს კიდო რო ქუᲩაᲨი არ მინდა მოხვდეს ..
Თორემ 1 წუᲗიᲗაც არ გავაᲩერებდი კალაᲗბურᲗᲨი...კიᲗხეᲗ ფედრეაცია ეს სამარᲗლიანი მოქცევაა
მოქალაქე
02 ივლისი 2022 12:46
0
მოგესალმებით, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი გუნდის ფეისბუქ გვერდზე, Tbilisi Basket 2020.
დათო
02 ივლისი 2022 18:28
0
წაიყვანეთ თქვენი შვილი საზღვარგარეთ.ამ თაღლით და კორუმპირებულ ქვეყანაში არ გაჩერდეთ.ევროპაში წადით.
მიდი
02 ივლისი 2022 16:05
5
ყველა გამოხმაურება
სირცხვილია სირცხვილი....ასე გაგრᲫელდება Თუ Თვალები არ გაახილეს
მოქალაქე
02 ივლისი 2022 12:42
0
შენგელიას მეტი კალათბურთელი ვერ ვნახე მაგ თამაშში.
Რაგბის ფანი
02 ივლისი 2022 12:15
0
წაგების მიზეზი ჩვენი გუნდის არა სათანადო ფორმაში ყოფნაა. ერთი-ორი ამხანაგური თამაში არ გვაწყენდა ოფიციალურ მატჩამდე. უკრაინას ჰქონდა ამხანაგური თამაშები და წაადგათ კიდეც.
irakli81
02 ივლისი 2022 11:53
4
ერთი კარგი სილაქის ღირსი იყო ის ბაცანა, მთელგუნდს შეურაწყოფა მიაყენა იმ წასაკუზმა
ალეკსანდრე
02 ივლისი 2022 11:38
1
ესეთი სასტავით როგორ უნდა წაეგოთ რა ყყყყუდა იყო
gela
02 ივლისი 2022 11:20
0
კი ბატონო, ბაგაცკისი უღირსად მოიქცა და რამდენიც გინდათ აგინეთ, მაგრამ მეც მაინტერესებს,როგორც ერთ ქართველ გულშემატკივარს, რას გადაირივნენ ჩვენი მოთამაშეები და მწრთნელები, როდესაც თამაშის დამთავრებამდე 10 წამით ადრე წუთ შესვენება აიღო, ეკრანზე გარკვევით ჩანდა მათი ჯესტები და არა მგონია იმ კაცს მშობლებს, ჯიშ-ჯილაგსა და ოჯახის წევრებს არ უკითხავდნენ ქართულ ჯიგრულ პონტში,თანაც საქართველოში უმუშავია და ქართულად, მითუმეტეს გინების გაგება არ გაუჭირდებოდა.
კარგით რაააააა!
02 ივლისი 2022 11:11
8
ბაგაცკისი გულისხმობდა,რომ რაც გიჩვენეთ იმაზე უარესი გეკუთვნით ასეთი უსისხლო თამაშისთვისო,რა არის ამაში გაუგებარი და ბაგაცკისის და მისი მოდგმისთვის დედის მოსანახულებელი.
zurab gotua
02 ივლისი 2022 10:02
3
ისე ჩანს რომ მიდიოდა იქითკენ და უცბად უკან გამობრუნდა და უხამსი ჟესტიც გააკეთა. ვინმემ რამე ხომ არ მიაძახა მაგ დროს. თან მოიგეს და ეგრე რატომ მოიქცა
gio
02 ივლისი 2022 09:51
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული