საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
მდაა, ლატვიელი მწვრთნელის უკადრებელმა საქციელმა გადაფარა ჩვენი გუნდის უკადრებელი თამაში...
მასტერს
01 ივლისი 2022 22:25
0
ეს გუნდი არ იყო , მაგრამ მჯერა შევლენ ფორმაში და იქ პირიქით იყო მე მგონია , ბოლო წამებზე აღებული წუთ შესვენების გამო ზუროსი გაღიზიანდა და ზუროსი არ წავიდა მისკენ ხელის ჩამოსართმელად მაგრამ ბაგატსკისის ჟესტი არ იყო ლამაზი.
zizu
01 ივლისი 2022 22:25
2
უკრაინელრბს რას ერჩიყ აგურიბით სროულობდნენ ბუტთს ჩბენებს აგინებთ.
რრრ
01 ივლისი 2022 22:24
13
რა უნდა ბაგაცკისს??? ჯერ იყო ბიჭების თამაშმა მომიშალა ნერვები, მერე კი ამის საქციელმა მთლად ამრია!!!
არ გვინდა ეხლა ამ კაცის გამო უკრაინის და ბალტიელების ლანძღვა, არაა სწორი. ამ ბაგაცკისს კი სიამოვნებით ვიხილავდი თბილისში, "სასიამოვნო" დახვედრას მოვუწყობდი
ზურა
01 ივლისი 2022 22:24
5
პასუხი რატომ არავინ გასცა ან მაგათ ,ლე მწვრთნელს ან მოთამაშეებს, სულ დაკარგეთ კაცობა თქვე ..........
gori
01 ივლისი 2022 22:22
6
ეს არის ჩვენი სანაქებო ნაკრები სირცხვილია რათამაში აჩვენეს რაიყო ეს
გოგა
01 ივლისი 2022 22:21
1
celicadshi erti matchis chavardna rogorme apatie axla. mzadebis procesia xan caageb xan moigeb.
კუ კობსონი
01 ივლისი 2022 22:37
9
ე.წ. მოძმე ერს მივეცით თამაში ???????
???????????????
01 ივლისი 2022 22:17
6
როდის ტოვებდნენ ბალტიისპირელები კაცების შთაბეჭდილებას?
Giusha3232
01 ივლისი 2022 22:16
12
უკრაინა რომ მეგობარი ქვეყანაა, ეს ვინ გადაწყვიტა და რატომ ????
??
01 ივლისი 2022 22:15
16
რავი რაც უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა ომი არ ყოფილა, რომ ჩვენს გვერდით არ ებრძოლათ, რავი მეტი არგუმენტი გინდა??? აბა მითხარი მაშინ ჩვენი მოძმე ერი რომელია?
ზურა
01 ივლისი 2022 22:35
30
ჰეე, ახლა დაიწყეთ ქვეყანა ომშია და მაგის დრო არ არისო. არანაირი სხვა ხალხი ეგენი არ არიან, ჩვეულებრივი რუსები არიან, გაიგეთ ბოლო-ბოლო. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რაც პარკეტზე აკეთა საქართველომ. რა? არ ვართ დასაცინები? ვინ მისცა ამათ ქვეყნის მასხარად აგდების უფლება, ვიტირე ლამის. ამ სპორტს რა ერქვა? მე მართლა არ ვიცი, ხო და გვაჩვენა კიდეც იმათმა მწვრთნელმა. რუსმა პატივისცემა არ იცის, არაა! შენ არ უნდა გააბედინო, თორემ რასაც გიზავს, კი იცით.
ვიციით რო?
ქომაგი
01 ივლისი 2022 22:15
17
ვერ გავიგე, ბაგაცკისი რუსია?!
aburjga
01 ივლისი 2022 22:33
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული