საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
Ობიექტურად ყველაფერში გვაჯობეს, წაგებაც უნდა ვიცოდეთ ღირსეული!
Დარწმუმებული ვარ ესპანეთზე ვიყრით ჯავრს! Გაუმარჯოს საქართველოს!
Irakli
01 ივლისი 2022 22:39
10
ვიტყვი რა მოხდა რეალურად, ჩვენი ნაკრები და სამწვრთნელო შტაბი გაღიზიანდა იმით რომ თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე უკრაინამ აიღო წუთ შესვენება მიუხედავად იმოსა რომ თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ხშირად გუნდი ასეთ დროს აღარ უტევს ხოლმე, ეს წუთ შესვენება მნიშვნელობას იმით ატარებდა რომ უკრაინას და ყველა გუნდს შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეული ქულა მიყვება და ერთი ქულაც ხშირად დიდი მნიშვნელობის ყოფილა ძალიან ბევრჯერ მომხდარა ასეთი რამ შესარჩევზე. ამ ფაქტმა განსაკუთრებით გააღიზიანა ზუროსი (ყველამ ვიცით მისი ხასიათი) თამაშის დასრულების შემდეგ ბაგატსკისი წავიდა ზუროსისკენ ხელის ჩამოსართმევად და ამ დროს ზუროსი ადგილიდან არ დაიძრა და ხელით ანიშნა არ მოხვიდეო, გაღიზიანდა ბაგათსკისი და ბოლოს ის უწმაწური ჟესტიც მიაყოლა რომელოც მხოლოდ ზუროსის მისამართით იყო. ვიღაცას რომ ხელს უწვდი და ის შეგნებულად ხელს არ გართმევს ბუნებრივია ღიზიანდები. კალათბურთელები ამ ფაქტამდრ ცდილიბდნენ აეხსნათ ჩვენებისთვის ამ წუთ შესვენების მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა რომ მწარე იყო მარცხი როცა კალათბურთელი ხარ და როცა მწვრთნელი ხარ უნდა აცნობიერებდე იცნობდე წესებსაც. არ შეიძლება მთელი ერის ლანძღვა ამის გამო რაც აქ კომენტარებში ხდება შემოსევაა პრორუსი სეპარატისტების ფაქტიურად
გოგა
01 ივლისი 2022 22:38
48
მადლობა გოგას ესე განმარტებისთვის. გეთანხმები, თუმცა ბაგაცკისს მაინც ცუდად გამოუვიდა
ზურა
01 ივლისი 2022 23:22
1
შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ ლატვიელი არც დამწყები კალათბუეთელია და არც დამწყები მწვრთნელი, რომ არ ესმოდეს ამ ჟესტის უხამსობა და უადგილობა ამ სიტუაციაში...
მასტერს
01 ივლისი 2022 22:53
0
ყველა გამოხმაურება
ნაკრები არ გვყოლია.....
aburjga
01 ივლისი 2022 22:36
7
რატომ მიეცით თამაში უკრაინას!?!? უარესის ღირსები ხართ!!
ჯუმანჯი
01 ივლისი 2022 22:35
1
მე მგონი ვიღაცის დავალებით სპეციალურად წავაგეზთ, რომ უკრაონაზე დაბოღმილიყო ქართვრლობა.
გფფ
01 ივლისი 2022 22:33
25
მაცივარში გედო თავი ?
კახა
01 ივლისი 2022 23:36
0
და ბაგაცკისის საქციელი საქციელი იყო?
ბოკინიო
01 ივლისი 2022 22:42
1
ძაან გთხოვთ ვინმემ დამიწერეთ ხელის არ ჩამორთმევის მიზეზი რა იყო. მადლობა
ქართველი
01 ივლისი 2022 22:28
5
9 წამით ადრე აღებული წუთ შესვენება.
გოგა
01 ივლისი 2022 22:49
2
რავი თამაშამდე ისე იჭიმებოდნენ მეგონა დაანგრევდნენ და უშანსოდ წააგეს!! მაკფადენი შენგელიას და შერმადინის გარეშე დანარჩენი კალათბურთელები აშკარად დაბალი კლასის არიან.
zaza
01 ივლისი 2022 22:28
2
არ არის სიმართლე , ზუროსმა არ ჩამოართვა და მერე გააკეთა ეგ ჟესტი
ჯილდა
01 ივლისი 2022 22:26
23
თამაშზე იყავი???
ახწ
01 ივლისი 2022 22:52
2
თამაშის უნიჭო იმიტაცია იყო ჩვენგან.იმათი მწვრთნელი კი უზრდელი უმადური.
ლუკა
01 ივლისი 2022 22:26
0
მდაა, ლატვიელი მწვრთნელის უკადრებელმა საქციელმა გადაფარა ჩვენი გუნდის უკადრებელი თამაში...
მასტერს
01 ივლისი 2022 22:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული