საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
მეტის ღირსები ვათ! ბურთი უნდა დაგვეხია თავზე! ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ ეს თამაში ძალით არ ჩააგდეს.
მოქალაქე
01 ივლისი 2022 23:28
4
სანიკიძეს უნდა მოეთხოვა.კაცი დეპუტატია,
დიმა
01 ივლისი 2022 23:26
1
ბაგატსკისი, რომ საცემია ამაზე ორი აზრი არაა, მარა ფაქტია ზუროსმა რომ ზურგი აქცია მერე იყო ეგ ჟესტი არ მკითხოთ ახლა სად დაინახეო, რად უნდა მაგას დანახვა ლოგიკა ხომ გაქვთ ბაგატსკის მიდის ხელ გაწვდილი და უცებ ჩერდება და აკეთებს უხამს ჟესტს რასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ გამართლება არ ააქ.
ეეე
01 ივლისი 2022 23:23
17
გაწვდილი ხელით კი არა თითის ქნევით მიდის თუ დააკვირდები.
margal
02 ივლისი 2022 00:29
0
დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენი ნაკრების თამაშმა,არცთუ დიდი ხნის უკანდელი ფეხბურთის ნაკრების უჯიგრო,ქაოტური თამაში გაახსენა.ინცინდენტს რაც შეეხება მე დავინახე ბაგატსკისი მიდიოდა ჩვენებისკენ,მერე მობრუნდა და ის ჟესტი გააკეთა.შერმოც მთელი თამაში ნერვებს იყო აყოლილი,არც სროლები წაუვიდათ მოკლედ,სარკის ყურება ჯობდა,არადა იქეთ წყალბურთში იაპონელებთან წავაგეთ...თარსი დღე იყო
gurulo
01 ივლისი 2022 23:21
6
არც ზუროსი მოიქცა ღირსეულად,წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოთ,პატარძლისა და მაყრის ამბავია
ირაკლი
01 ივლისი 2022 23:18
15
კარგია! დროულად ჩამოგვსვეს ღრუბლებიდან, 2 კაცით მოვინდომეთ მედლების აღება,ჩვენი ამბავი რომ ვიცი ვერცხლი და ბრინჯაო ნაკლებად პოპულარულია ჩვენში...
კახა
01 ივლისი 2022 23:18
3
მასობრივი ფსიქოზი, ამ საგიჟეთში ნამდვილად გამოჩნდა ვინ რას წარმოადგენს. ვაი თქვენს პატრონს უკრაინელებო, მასე მოიქეცით და ნახავთ რამდენი მეგობარი დაგრჩებათ ბოლოს.
tttt
01 ივლისი 2022 23:17
14
'მთელი პროგრესული მსოფლიო " ყოველ ჯერზე გიჩვენებს იმას ,რაც ბაგატსკისმა გიჩვემა.
ხვალ მიტინგზე წასვლა არ დაგავიწყდეს ,ბოდიშები აქეთ უხადეთ უკრაინას.
-
02 ივლისი 2022 12:49
1
მთელი პროგრესული მსოფლიო!
აკა
01 ივლისი 2022 23:40
7
ეს თუა ჩვენი ნაკრები მსოფლიოზე არაფერი გვესაქმება ასეთი თამაშით.... ყოველთვის ასეა რატომღაც, გადამწყვეტი თამაშები უნდა ჩააგდონ ჩვენებმა,ყველა სახეობაში თითქმის,ერთი ორი გამონაკლისის გარდა...და კიდე მოძმე ერი არა მზე... წარმატებები ქართულ სპორტს და
მთლიანად საქართველოს...
დავითი...
01 ივლისი 2022 23:12
3
უსაზიზღრესი თამაში ძალით თუ მეტოქის სიძლიერით... და ამ თამაშით მსოფლიოს შესარჩევიც ზედმეტია ჩვენთვის
ბექა
02 ივლისი 2022 00:11
0
ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ხეპრე ლატვიელის საქციელი უკრაინელების დაკვეთა არ ყოფილა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თავად უკრაინელებს უნდა მოეთხოვათ მისთვის პასუხი...
ვოოტ
01 ივლისი 2022 23:10
5
ჰოდა ჩვენს დასანახავად რა უნდა ქნან, ის ნაძირალა ცემონ, აგინონ თუ იგივე ჟესტი უჩვენონ? ყველაფერს მიეხედება.
რატი
02 ივლისი 2022 01:10
1
ეს ნაკრებების თამაში იყო, შესაბამისად შეურაცხყოფაც ქვეყანას მიაყენეს და თუ მოთხოვნაა, პასუხიც ჩვენს დასანახად უნდა მოსთხოვონ, თორემ ერთმანეთში რას იტყვიან, ვის აინტერესებს?
რატის
01 ივლისი 2022 23:41
1
ყველა გამოხმაურება
წავაგეთ და ეხლა ბაგატკისზე ვიყაროთ ჯავრი, კარგი ქართული ანდაზა ვიცი "ცხენს ვერ მოერიენ და უნაგირი დაამტვრიესო"...
საბა
01 ივლისი 2022 23:09
32
შენ რომ დაგანახებენ ეგეთ ჟესტს , საინტერესოა რას იზამ!
კახა
01 ივლისი 2022 23:32
2
წაგვიგია აქამდე მარა მეტოქე გუნდის მწვრთნელებზე არ გავიგინებია. ან ბოლო წამებს უყურე და გაიგე რა ხდება და თუ უკვე ნანახი გაქ და მერე დაწერე ეს კომენტარი წადი დაიძინე
ქართველი
01 ივლისი 2022 23:32
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული