საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
როცა შენ თავს დაიმცირებ, ჯერ სლავა უკრაინის დააგუგუნებ და მერე დიდება საქართველოს წაიკნავლებ, უკრაინის დროშას შენი დროშის დანამატად გახდი, როცა შენს სისხლსა და ხორცს ლანძღავ და სხვას ადიდებ, სხვას ზედ გადაჰყვები და გაჭირვებლი შენიანისთვის ლუკმას ვერ გაიმეტებ, სხვისი ქვეყნისთვის მოკვდები და შენს ქვეყანას და წინაპრებს დააკნინებ, სიამაყეს დაკარგავ, სხვა ყოველთვის დაგამცირებს, გადაგივლის ,ამიტომ ნურაფერი გაგვიკვირდება, დავიმსახურეთ, ღირსები ვართ რადგან ღირსება დავკარგეთ
123
02 ივლისი 2022 01:07
10
კარგი რა მართლა. ომში მყოფ ქვეყანას, რომელსაც ის დაესხა თავს რომელიც ორასი წელია გამწარებს, გკლავს და შენს სისხლს სვავს მხარში რომ დაუდგე ეგაა უთავმოყვარეობა? ისიც ხომ არ გავიწყდება, მაგათ რომ მოუგოს შეიძლება ჩვენ მოგვიბრუნდეს? ხოდა სლავა უკრაინე! რაც შეეხება ბაგატსკისს საკადრისი პასუხია გასაცემი. ესვასე არ უნდა დავტოვოთ . ნაკრების თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. და სხვათა შორის პირველი შემთხვევაც არაა. ესპანეთთან ბოლო თამაში გაიხსენეთ- კი თოკო და გოგა გვაკლდნენ, მაგრამ ესპანეთს ნახევარი გუნდი აკლდა და ასეთ განახევრებულ გუნდთან წაგებაც არის და წაგებაც - გავნადგურდით!
რა შუაშია
02 ივლისი 2022 11:31
4
რა არის თავის დამცირება?მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერაა,საერთო მტრის წინააღმდეგ? რუსმა რომ გვაკადრა ამდენი ვის უკადრებია,შენ კი მწვრთნელის გამოხტომის გამო უკრაინაზე ბრაზდები
irakli81
02 ივლისი 2022 11:26
6
ყველა გამოხმაურება
როდის ტოვებდნენ ბალტიისპირელები კაცების შთაბეჭდილებას?
Giusha3232
01 ივლისი 2022 22:16
12
ე.წ. მოძმე ერს მივეცით თამაში ???????
???????????????
01 ივლისი 2022 22:17
6
ვინ დაარქვა ან რაში გამოიხატება უკრაინელების მოძმე ერობა, ზრდილობა მაგათ არა აქვთ და თავის დროზე ყველა ქართველი ნაგავი თავისთან მთავრობაში მიიყვანა ???????????????????????????????????????????????????????????????????????/
???????????????
01 ივლისი 2022 22:04
18
ეროვნებას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ბაგაცკისი არის ლატვიელი და არა უკრაინელი
muro
01 ივლისი 2022 22:23
3
ჰეე, ახლა დაიწყეთ ქვეყანა ომშია და მაგის დრო არ არისო. არანაირი სხვა ხალხი ეგენი არ არიან, ჩვეულებრივი რუსები არიან, გაიგეთ ბოლო-ბოლო. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რაც პარკეტზე აკეთა საქართველომ. რა? არ ვართ დასაცინები? ვინ მისცა ამათ ქვეყნის მასხარად აგდების უფლება, ვიტირე ლამის. ამ სპორტს რა ერქვა? მე მართლა არ ვიცი, ხო და გვაჩვენა კიდეც იმათმა მწვრთნელმა. რუსმა პატივისცემა არ იცის, არაა! შენ არ უნდა გააბედინო, თორემ რასაც გიზავს, კი იცით.
ვიციით რო?
ქომაგი
01 ივლისი 2022 22:15
17
ვერ გავიგე, ბაგაცკისი რუსია?!
aburjga
01 ივლისი 2022 22:33
7
სამწუხაროდ ნახირის შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა გუნდმა
1
01 ივლისი 2022 22:03
1
მოძმე ერი არა მზე.
შოთა
01 ივლისი 2022 22:50
14
უკრაინა რომ მეგობარი ქვეყანაა, ეს ვინ გადაწყვიტა და რატომ ????
??
01 ივლისი 2022 22:15
16
რავი რაც უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა ომი არ ყოფილა, რომ ჩვენს გვერდით არ ებრძოლათ, რავი მეტი არგუმენტი გინდა??? აბა მითხარი მაშინ ჩვენი მოძმე ერი რომელია?
ზურა
01 ივლისი 2022 22:35
30
იმათი მწვრთნელის გამზრდელს მოიკითხავს დღეს სრულიად საქართველო! ისე ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ - ასეთი ჩაჯმული საქართველოს ნაკრები ბოლო 10-12 წლის განმავლობაში არ მახსოვს... საინტერესოს როგორ ახსნის ზუროსი ამ "ჩავარდნას".
უნივერსალი
01 ივლისი 2022 22:15
0
მე მახსოვს, სერბებთან მოგება გვჭირდებოდა სახლში და 40 ქულით წავაგეთ...
დდდ
01 ივლისი 2022 22:30
1
ბაგაცკის გაყევი რუსულ გემს
ირაკლი
01 ივლისი 2022 22:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული