საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
რამდენჯერ გავუხარებივართ ამ გუნდს და ერთი წაგების გამო ნუ კადრულობთ ზოგიერთები, ნაკრებისგან სულ მოგებას რომ ითხოვთ გულშემატკივრობა აქვს ბევრს სასწავლი!
sormona
01 ივლისი 2022 23:08
6
რა ხალხი აკომენტარებს აქ რა იყო აულებში გაიყვანეს ინტერნეტი? მწვრთნელი რატომ არ დაიცავითო ვიღაცამ... დაცვაში რას გულისხმობთ ბაბაჩკა უნდა დაერტყათ? ვისაც რუსები გევასებათ ხო იცით რომ რუსები მესამე ხარისხოვან ადამიანებად გთვლიან..გრუზინი ლუძი ვასტოჩნიე .ნოსატიე,უსატიე. რატო უძვრებით რუსებს?
Kkk
01 ივლისი 2022 23:07
26
ახლა ვნახე ბოლო წამები თავიდან. ჯერ ბაგაწკისის დედას შ******ი და მერე იმათი ვინც მის საქციელს ამართლებს. ჯერ ერთი ის ფაქტი რომ სასტვენის მერე ზუროსი არ მიუახლოვდა არაფერზე არ მიანიშნებს. რა არ გინახავთ ერთი მწვრთნელი მეორე გუნდის სათადარიგოთა სკამზე რო მიდის და იქ ემშვიდობებუან ერთმანეთ ეს ერთი და მეორე კაცმა წააგო თამაში და გატეხილშია დაგრუზულია რა მოხდებოდა ბაგაცკისი ბოლომდე მისულიყო და იქ ჩამოერთვა ხელი და მესამე ის რო საერთოდ ზუროსის ბრალი ყოფილიყო ის რაც იმ არაკაცმა გააკეთა ყოველგვარ ზღვარს ცდება. იმაზე არაფერს არ ვამბობ ამ ფარჩაკებმა მოგებულ თამაშში 9 წამით ადრე ტაიმაუტი რო აიღეს
ქართველი
01 ივლისი 2022 23:07
3
თამაშის წინ გურასპაულმა რომ თქვა, ორივე უნდა მოვიგოთო, უკვე ნათელი იყო, რომ ორივეს წავაგებდით და ორივეს უშანსოდ...
ობიექტურად
01 ივლისი 2022 22:58
13
იმდენი იბრიქა გურასპაულმა მეც ვიცოდი რომ მასე დამთავრდებოდა,ასე გვაქვს წინასწარ თავში ავარდნა დაცდილი
სოსო
01 ივლისი 2022 23:07
4
მეტის ღირსები ვართ.
ეჰჰ
01 ივლისი 2022 22:56
4
სად დაინახეთ რომ ზურგი ვაქციეთ ?უზრდელი ნაბიჭვარია
მ...ა
01 ივლისი 2022 22:54
2
რრრ-ს, რაც საკუთარი თვალით არ დაგინახია ნუ ილაპარაკებ და ნუ დაიბრალებ. ვერავინ ვერ დავინახეთ რა მოხდა სინამდვილეში, ანუ ზუროსის ქცევას ვგულისხმობ, მაგრამ იმ არაკაცის საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს!
ლევან88
01 ივლისი 2022 23:48
1
დანახვა რად უნდა აზრი ხომ გაქ კაცი მიდის ხელ გაწვდილი უცებ ჩერდება და აკეთებს იმ უხამს ჟესტს რასაც გამართლება არ ააქ რა თქმა უნდა, მარა ფაქტია, რომ ზუროსმა ზურგი აქცია.
რრრ
01 ივლისი 2022 23:14
14
მოძმე ერი არა მზე.
შოთა
01 ივლისი 2022 22:50
14
კარგად შეხედეთ ბაგატსკისი მიდის ხდლის ჩამოსართმევად ზუროსი აქვრვს ზურგს და მერეა ეგ უხეში ჟესტი.
რრრ
01 ივლისი 2022 22:45
36
სად დაინახე ზურგი რო აქცია
მ...ა
01 ივლისი 2022 22:55
3
სამი კაცია ჩვენთან სანაკრებო, დანარჩენი როგორც ყოველთვის ბალასტია, დაჟე მწვრთნელის დაცვაც კი არ შეუძლიათ. აშკარად უბედურება გვჭირს ყოველმხრივ
kaxa
01 ივლისი 2022 22:43
3
თამაშის მიცემის გამო უარესის ღირსები ხართ!!!
დიქსი
01 ივლისი 2022 22:39
7
Sirobas ro ambob ara ushavs?
Gela
01 ივლისი 2022 22:45
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული