საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
იმათი მწვრთნელის გამზრდელს მოიკითხავს დღეს სრულიად საქართველო! ისე ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ - ასეთი ჩაჯმული საქართველოს ნაკრები ბოლო 10-12 წლის განმავლობაში არ მახსოვს... საინტერესოს როგორ ახსნის ზუროსი ამ "ჩავარდნას".
უნივერსალი
01 ივლისი 2022 22:15
0
მე მახსოვს, სერბებთან მოგება გვჭირდებოდა სახლში და 40 ქულით წავაგეთ...
დდდ
01 ივლისი 2022 22:30
1
esec nakebi bagackisi bevrs rom guli misdioda misi siyvarulit. magram rac davinaxe midioda zurosisken da zurosma roca anishna ar moxvideo mere gabrunda bagackisi. torem ukadrebeli ikadra magram imas ver daabraleb rom ar midioda,utiprad midioda da zurosma kargia rom gaapshxuila
კუ კობსონი
01 ივლისი 2022 22:14
7
ბაგაცკისი .ლე!!!
დათო
01 ივლისი 2022 22:13
1
ასეთი თამაშის გამო ღირსები ვართ იმ ჟესტის.. უნდა გადაეხიათ ბურთი თავზე,ბაკატსკისი მაგ საქციელის გამო უნდა გაუშვას უკრაინამ
Mose
01 ივლისი 2022 22:12
0
არაკაცი!
მერაბი
01 ივლისი 2022 22:12
1
,მე ასე დავინახე ზუროსმა არ ჩამოართვა.
რრრ
01 ივლისი 2022 22:11
35
ai roca ar ginaxavt da tan uaryoft. ashkarad midioda bagackisi zurosisken da zurosma absoluturad samartlianad anishna ar moxvideo
suares
01 ივლისი 2022 22:36
1
ქართველები ზამენაში ვინც ზიან, იმათმა მაინც რატომ არ ჩააფარეს ბაგასკისს ????????????????????? სულ გადაგვარდით, მეტი რაღა უნდა ექნა, უნდა ეხმარეთ პირდაპირ ეთერში უვარგისებო ?????
????????
01 ივლისი 2022 22:11
5
ცხელ გულზე ვიკავებ თავს… - ვულოცავ უკრაინას გამარჯვებას. მათი მწვრთნელი უბრალოდ ნაძირალაა …
ირაკლი
01 ივლისი 2022 22:10
8
Internetma gamicheda. Tamashis mere ra gacevgamoceva iko?
Gela
01 ივლისი 2022 22:10
0
ბაგაცკის სქან მარდუალ დიდა ფხ***დ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
01 ივლისი 2022 22:07
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული