ერთა ლიგის უახლოესი თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. 23 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)
15 სექტემბერს, 15 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენციას გამართავს.