"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე, თურქეთს შეხვდება.

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან - 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთ-ერთი, თელავის 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე, ახალგაზრდულ
ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო, თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა, ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი, ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო, თბილისი), დავით სამსონია (შუქურა, ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო, მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო, თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

მოახლოებული მატჩების, სასელექციო პროცესის და ახალგაზრდული ნაკრების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვრცლად ისაუბრა.

რამაზ სვანაძე (21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი, რაც ჩვენს ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა, ამავე დროს, საინტერესო თამაში გველოდება. პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტი და კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან ასეთ მატჩებში ჩანს ის, თუ რეალურად სად ვიმყოფებით, ჩანს ჩვენი ძალა და ის მინუსები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. ასევე რთულ თამაშს ველოდებით თურქეთში, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ აქცენტი უნდა გვქონდეს პორტუგალიასთან მატჩზე.

რაც შეეხება მზადების პროცესს, ის, რაც აქამდე დავგეგმეთ, ნორმალურად შესრულდა ყველაფერი და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ წარსულში არ ვიყურებით და მუდამ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. დღეს გუნდში გვყავს ახალწვეული - გიორგი კვერნაძის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებიდან ვადევნებთ თვალს. მას აქვს პროგრესი და ნამდვილად დაიმსახურა ის შანსი, რომელსაც მიიღებს. დანარჩენი უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.

სელექციის კუთხით გვაქვს პრობლემები რამდენიმე პოზიციაზე. ვისურვებდი მეტ კონკურენციას და ვისურვებდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ზოგადად სელექციის კუთხით ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს არ არის მზადება მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, ჩვენ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში.

ასევე, მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არა მარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი, რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებით, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არა მარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს. ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია. ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის, რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება, არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის".

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 32 /
და იქნებ საქართველოს21-წლამდე ნაკრებსაც უკეთესი მწვრთნელი უნდა ყავდეს, ვიდრე შენ ხარ სვანაძე.
.................
18 სექტემბერი 2022 15:23
4
საინტერესოა, სხვა რომელი მწვრთნელი გეგულებათ უკეთესი? საძმაკაცოში გყავთ ვინმე და ის გინდათ? შედეგებს გადახედეთ, წარმატებით გამოდის ახალგაზრდული ნაკრები და იმედია ასე გაგრძელდება!
გაერკვიეთ ფეხბურთში
18 სექტემბერი 2022 18:13
3
იღბლიანს. ათასი პროცენტით ვეთანხმები,მწვრთნელი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ახლა კი რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები მინდა ჩამოვთვალო,კვარაცხელია იგივე,დავითაშვილი,მეკარე ლორია,ამისულაშვილი,ოქრიაშვილი, ახლო წარსულში ასათიანი,ჯამარაული,დემეტრაძე,შელია,ცხადაძე,აშვეთია,კობიაშვილი,ყაველაშვილი, ჯანაშია,დავით მუჯირი. ვიზე ნაკლები ფეხბურთელები და ვიზე ნაკლები პატრიოტები არიან ეს ბიჭები ვინმემ თქვას.მწვრთნელმა თავის საქმეს უნდა მიხედოს და ერთერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, 19-წლის ბიჭი არ უნდა აბულინგოს.
qomagi
17 სექტემბერი 2022 15:00
9
ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მწვრთნელს შეეშალა ასეთი საჯარო განცხადება რომ გააკეთა თავის ფეხბურთელზე!!! მესმის რომ ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ ეს მთლიანად შიდა სამზარეულოა და ასე საჯაროდ არ უნდა აკეთებდე ასეთ განცხადებას!!! 19 წლის ასაკში სულ სხვანაირად ფიქრობს ადამიანი და 30 წლის სულ სხვანაირად. ამ განცხადების შემდეგ რამდენი ვაიპატრიოტი დაუწყებს ლანძღვას რომელსაც სპორტული ცხოვრების შესახებ არც კი სმენია, ხომ წარმოგიდგენიათ?! პირიქით ჯობია ყველა ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და გავამხნევოთ ერთმანეთი! სვანაძისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავდ, ამ განცხადებით როგორც ყოფილი ფეხბურთელი, მეც შეურაწყოფილად ვიგრძენი თავი!
იღბლიანი
17 სექტემბერი 2022 13:51
4
ტარასი
17 სექტემბერი 2022 08:15
2
იმის გამო რომ რუსეთს უკრაინასთან ომი აქვს ჩვენ პერსპექტიულ ფეხბურთელებზე რომელიც რუსეთში თამაშობენ უარი უნდა ვთქვათ? თუ ამ პოლიტიკის გატარება გვინდოდა მაშინ უნდა გაგვეტარებინა როცა რუსეთმა წერიტორიები წაგვართო. უკრაინის გამო არავის არ უნდა დავუპირისპირდეთ. და კიდევ: პოლონეთში და კვიპროსში თამაშს რუსეთის სანქცირებულ ჩემპიონატში სჯობია თამაში კლასის დასახვეწად. ნეტა ჩაკვეტაძეც ბელგიის ნაცვლად რომელიმე რუსულ კლუბში გადასულიყო 2-3 წლით და დარწმუნებული ვარ დღეს ტოპ ლიგაში იქნებოდა მაჩანჩალა სლოვანის ნაცვლად
იაგო
16 სექტემბერი 2022 21:09
22
არავინ არ გეკითება შენ ვინ სად ითამაშებს. ლუკა გაგნიძე ამორალურს არაფერს აკეთებს. ასეთ დამადლებულ გამოძახებას რა ვუთხარი. გაგნიძის ადგილას არ გამოვცხადდებოდი მაგარი შესამკობია ეს სვანიძე გაგნიძის მხრიდან
შვედუნა
16 სექტემბერი 2022 19:46
28
ნეტავ აქამდეც ეგრე გვეფიქრა მობურთალს თუ მოჭიდავეს (რუსეთის დროშით რომ პოზიორობდნენ).
ანდრი
16 სექტემბერი 2022 17:48
8
რატომ არ უნდა თამაშობდეს? იქნებ გაგვანათლო.
- ეს სპორტული გაზეთი კი არა სორსის უწყებანია, შიგადაშიგ ბორდერის ამბებითაც ხშირად უხარებენ გულს მკითხველს!
shoda
16 სექტემბერი 2022 17:08
19
გერმანიაში მოთამაშე შ. ოგბაიძე რატომ არ გამოიძახეთ???
tngh
16 სექტემბერი 2022 16:15
4
გეთანხმები არუნდა თამაშობდეს,მაგრამ უკრაინის ომამდე რატო არამბობდი იგივეს პრესკონფერენციაზე? აფხაზეთში რო საჯიშე ბიჭები დაგვიხოცეს,2008 ში რო აგვიწიეს ქვეყანა ჰაერში და საერთოდ ბოლო 200 წელია დანას გვირტყამენ ეგ არიყო საკმარისი? მაინდამაინც უკრაინაში უნდა ეომათ ეს როგეთქვათ? ჯერ თქვენი დაასაფეთ და გაითავისეთ უკეთესიიქნება
ქართველი
16 სექტემბერი 2022 16:01
6
100 %-ით მართალი ხარ! იცით რა არის კიდევ საოცარი? მამუკა ჯუღელი და სხვები ადრე ცდილობდნენ ვინმე თუ ოდნავ გაფხაკურდებოდა ეგრევე რუსეთის გზას გაუყენებდნენ, იგივე ასათიანი და სხვ. ნიჭიერი ფეხბურთელი, ახლა ომი დაიწყო და სხვა გზა აღარ აქვთ... კი მაგრამ, ქინქლაძე, კობიაშვილი, არველაძე ვინც წაიყვანა, იგივე იაშვილი, ხიზანიშვილი, მათ შემდეგ დავიჯერო კონტაქტები გაწყვიტეს და მხოლოდ რუსული პრემიერლიგა იყო იდეაფიქსი? ჩემპიონატი კარგი, დაბალი დონის გვქონდა ყოველთვის, მაგრამ აგენტები რატომ მხოლოდ რუსეთისკენ იყურებოდნენ? დავიჯერო ტალანტები არ მოდიოდნენ, მაგრამ რუსეთი და მხოლოდ რუსეთი, სადაც ფეხბურთელი სასურველ დონეს რათქმაუნდა ვერასდროს ვერ მიაღწევს და ტექნიკური ფეხბურთელისთვის არც ინგლისის პრემიერლიგა მგონია საუკეთესო არჩევანი.
ქართველს
16 სექტემბერი 2022 17:22
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული