"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მეტოქე გუნდი კი თბილისში საცობების გამო "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტუმართა ნაკრების დანიშნულების ადგილზე დროულად და უხიფათოდ მიყვანა ვერ ხერხდება. 11 ივნისს ჩამოსული ბულგარეთის ეროვნული გუნდი ავტოავარიაში მოყვა, მათი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სერიოზულად დაშავდა და ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, საცობების გამო ევრობასკეტისას "თბილისი არენაზე" დაგვიანებით მისვლაზე ჩიოდა თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებიც.

ამასთან დაკავშირებით ჩრდილომაკედონიურმა sportmedia.mk-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კოლაფსი"

"ეს
მასპინძელთა მხრიდან პროვოკაციაა თუ უბრალოდ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მილიონიან ქალაქში გზებზე უზარმაზარი საცობებია და გუნდის სტადიონზე მისვლა პრობლემა გახდა. ეს ჩვენთვის გამოცანაა.

ჩვენს ავტობუსს თან არ ახლდა პოლიციის კორტეჟი, რომელიც გზას გაუთავისუფლებდა, რაც სოფლის კოოპერატივს მოგვაგონებს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
დიდი რამე 40 წუთი საცობმა დაგაგვიანა 4 საათი ხომ არ არის. მათაც ცოტა ახლოს აცხოვრათ სასტუმროში
foodboll
23 სექტემბერი 2022 10:46
20
რა ჯანდაბა გჭირთ ჯერ იყოდა ბულგარელებს ტავები დაუტეხეთ ახლა ამათ აწვალებთ. ორი ცხვარი არ ჩაიბარება თქვენზე
mamuka
23 სექტემბერი 2022 10:25
9
მეგობრებო, როგორ დავიჯერო, რომ ვერ ხვდებით– ეს სირცხვილია და იმაზე აპელირება, რომ მაკედონიელი ერი ჩამორჩენილია ეს სრული სიგიჯეა, მაკედონია კი არა ტაჯიკეთი იყოს თუ გინდა ნებისმიერ სტუმარს უნდა დახვდე პატივისცემით, ჩვენ ნაკრებს რო იგივე გაუკეთოს ვინმემ მოგვეწონება?
დავით2101
23 სექტემბერი 2022 09:57
7
ეგრევე დაგვისვეს დიაგნოზი :( ორგანიზაციული საკითხები რომ ჩვენი ძლიერი მხარე არ არის, საიდუმლოა?
odala
23 სექტემბერი 2022 09:45
7
ნუ დავემსგავსებით ხიხო გაგრიებს. რაც სიმართლეა, უნდა აღნიშნო რომ სიმართლეა. რა მნიშვნელობა აქვს, მაკედონელი გეტყვის ამას, თუ გერმანელი?!
ციციკორე
23 სექტემბერი 2022 09:29
7
ეგენი არიან [მაკიდონიელები] ინტრიგანი ფროვაკატორი ერი,ჩემფიონტა ლიგის ტამაში იხო მოსკოვში და ისეტი ფროფკები იხო ფეხბურტელები მეტროტ მოვიდნენ სტადიონზე,ამატმა ნახევარი სატი დაგვიანეს და ატეხეს ერტი ამბავი,დხეს დაახიეტ ბურტი ტავზე რომ სალაფარაკო ცხარო მოაკრტინოტ ამ ინტრიგანებს
Москов
23 სექტემბერი 2022 09:24
12
ვთხოვ ნაკრების ხელმძღვანელობას, თუ ეს შესაძლებელია ამ არშემდგარებთან თამაში 10 კაცით დავიწყოთ, 9 კაცითაც შეიძლება! ესენი ვინ ყოფილან კაცო, დიდ ქალაქში "პრობკები" არც უნახავთ, არც გაუგონიათ?!
aburjga
23 სექტემბერი 2022 09:03
12
ვაშა დსთ-წევრი მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატობას, ვაშა შენებას, ტაში ამხანაგებო ლგთბ ქიუ არ უფლებებზე გადამკვდარი ევროპიდან ტაში ორმაგ სტანდარტებს ვაშაააა!!! ერთი პარამეტრი მაინც გეთქვათ ამხანაგო ევროპელებო რითია მოლდივა საქართველოზე წინ და ბაქოში რომ დაიწყეთ ეხლა სირბილი გაზის გამო, ალიევი დიქტატორი აღარ არის ევროპელი გახდა?! ვაი თქვენ პატრონს!!!!
!!!
23 სექტემბერი 2022 08:55
10
ბაქოს თავი დავანებოთ საუდის არაბეთში ოდნავი კრიტიკის გამო სახალხოდ თავებს აჭრიან ხალხს და ეხლა აპირებენ 16 წლის ბიჭის ასე დასჯას და მესის სთხოვეს შველა იმისმა მსობლებმა ! და ასეთ ქვეყანაზე ამერიკა ამბობს დემოკრატიულიაო !!! (მაგათი ცნობილი გამოთქმაა --კი ძაღლიშვილია მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიაო) მიზეზი ერთია--ვისაც ნავთობი და გაზი აქვს ყველა დემოკრატიულია DDD
zura222
23 სექტემბერი 2022 12:00
4
მაგ ევროპაში საკვები ბრჭყვიალა ქაღალდებში რომ გაახვიეს და მას შემდეგ სინდისი დაკარგეს ამას აღარ სჭირდება დიდი განსჯა, ყველაფერი ცხადია!
ეხხხ!
23 სექტემბერი 2022 11:36
1
დღეს პროვოკაციულად დაგადებთ სოფლის კოოპერატივი და მერე ნახეთ თქვენ კოლაფსი!!! წაგების მიზეზებთ ეძებთ უკვე? ისე კი მართლა მიხედეთ ამ ორგანიზაციულ მხარეს ვისავ გეხებათ ხომ არ შეიძლება ყველაფერში გამოვავლინით ქართული მოუწესრიგებლობა და არაპუნქტუალურობა!!!
!!!
23 სექტემბერი 2022 08:25
2
შეფასება გადამატებულია მარა მართლა სამწუხაროდ ჩაფლავდნენ უკვე მერამდენეჯერ. რა გახდა პოლიციის ესკორტი საერთაშორისო დონეზე რო არ ალაპარაკონ? არასასიამოვნოა ნამდვილად ყველა წუთი რო გაწერილი გაქვს და მეორე დღეს სათამაშო და 45 წუთი ავტობუსში ამყოფებ ზედმეტად. არც ჩვენ მოგვეწონებოდა სხვა ქვეყანაში ჩვენ ნაკრებს ეგრე რო უქნან!
სამწუხარო სიმართლე
23 სექტემბერი 2022 08:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული