საქართველოსთვის ორივე მატჩის რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება აუცილებელია - თურქეთი წაგებას გადაურჩა და პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის С1 ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია ლუქსემბურგთან (3:3) და ვადამდე მოიპოვა B დივიზიონისა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში ყაზახეთი, თურქეთი და საბერძნეთი გავიდნენ, მეოთხე მონაწილე კი, იმედია, საქართველო იქნება, რომელიც დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად 1 ქულაც ჰყოფნის, მაგრამ დარჩენილ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება, რათა ნახევარფინალის სახლში ჩატარების უფლება მიიღოს.

ამჟამად გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ:

თურქეთი - 5 ტურის შემდეგ 13
ქულა
(ბურთების შეფარდება 17:3).
ყაზახეთი - 5 ტურის შემდეგ 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 4 ტურის შემდეგ 12 ქულა (7:0)
საქართველო - 4 ტურის შემდეგ 10 ქულა (12:2).

სტამბოლი. „ბაშაკშეჰირი“
თურქეთი - ლუქსემბურგი 3:3
გოლები: 0:1 მარტინსი (8), 1:1 უნდერი (16, პენ), 1:2 სინანი (37), 2:2 შანო (39, საკ. კარში), 2:3 როდრიგეში (69), 3:3 იუკსეჩი (87)

მკითხველის კომენტარები / 17 /
სტუმრადაც საკმაოდ კარგად თამაშობს ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები,თურქეთი კი დიდზე დიდი ალბათობით საკვალიფიკაციოდანაც გავა,მოსალოდნელია საბერძნეთიც.დიდ მნიშვნელობა არ მგონია ქონდეს როგორ გავალთ პირველ ადგილზე.
master
23 სექტემბერი 2022 07:20
14
უმაგრესი ამბავი მოხდა გაუმარჯოს ლუქსემბურგს ! ეხლა მთავარია ორივე თამაში მოვიგოთ და მნიშვნელობა აღარ აქვს თურქეთმა და ყაზახეთმა ფარერებს და აზერბაიჯანს სტუმრად 10-0 ც რომ მოუგონ ვერ გვეწევიან და ორი სახლში ჩასატარებელი ნახევარფინალიდან ერთი ჩვენია ! მეორე კი 100% საბერძნეთი იქნება იმიტომ რომ სტუმრად კვიპროსს ხვდებიან და კვიპროსელები 100% მისცემენ თამაშს თავიანთ უფროს ძმებს და ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ჩრდილო ირლანდიას ხვდებიან და ალბათ იმათაც მოუგებენ ! თუმცა მაინც უნდა ვეცადოთ რომ ორივე თამაშში 5-6 ბურთით გავაუმჯობესოთ სხვაობა და თუ ირლანდიელებმა გაიბრძოლეს და ფრეს გამოკრან ხელი მაშინ საბერძნეთსაც ვაჯობებთ (ძალიან საეჭვოა ბერძნებმა 10-0 მოუგონ კვიპროსს) და ნახევარფინალი სახლში გვექნება ყაზახეთთან და ამის გარდა ტურნირის პირველი ადგილით მოგებაც ხომ სახელია ! ბერძნები კი ამ შემთხვევაში თურქებს დაეჯახებიან და აქაც საეჭვოა რომ ის თამაში საბერძნეთში ჩატარდეს იმიტომ რომ ყველამ იცის ბერძნების და თურქების ურთიერთობა და ამ ბოლო დღეებში უფრო გამწვავდა ის ურთიერთიბა ასე რომ აქ უეფა ალბათ ნეიტრალურ მოედანზე გამართავს თამაშს ! ისე უეფასაც არ აწყობს ზედმეტი თავის ტკივილი და შეიძლება ისე მოაწყოს რომ ბერძნები ყაზახეთს შეახვედროს და ჩვენ კი თურქებს @
zura222
23 სექტემბერი 2022 04:51
20
ალბათ დაგავიწყდა რომ კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა! თანაც, კვიპროსსაც წყალივით ჭირდება ქულები (ქულა მაინც) რათა ბოლო ადგილზე არ გავიდეს ჯგუფში და ქვედა დივიზიონში არ დაქვეითდეს. ასე რომ, რაიმე მიცემაზე საუბარი უადგილოა და მჯერა, კვიპროსელები ბოლომდე იომებენ თუნდაც თავიანთ მოძმე ბერძნებთან. რეალურად რა გამოვა, ეს მერე გამოჩნდება
patrioti
23 სექტემბერი 2022 10:44
1
და რატომ ვერ გვეწევიან? ბურთებს არ აქვს მნიშვნელობა? თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთების უკეთესი შეფარდებით არ ხდება განსაზღვრა საუკეთესო 4 პირველი ადგილის?
Joko
23 სექტემბერი 2022 09:59
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული