ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის ტრაიკოვსკი გამოაკლდა

AutoSharing Option
gol.mk იუწყება, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩში, დიდი ალბათობით, 30 წლის ფორვარდი ალექსანდრ ტრაიკოვსკი ვერ დაეხმარება.

მას რამდენიმე დღეა მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, რის გამოც სრული ინტენსივობით ვერ ვარჯიშობს, აუცილებლად სათადარიგოთა შორის დარჩება და მისი მოედანზე გამოჩენის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

ინფორმაციისთვის, ტრაიკოვსკი "იტალიის კოშმარია". სწორედ მან გაუტანა "სკუადრა აძურას" 92-ე წუთზე ლამაზი გოლი და რობერტო მანჩინის გუნდი მუნდიალს მიღმა დატოვა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული