"მაკედონია პრობლემებზე მაღლა დგას, უპირობო გამარჯვება საქართველოსთან" - ჩრდილომაკედონიური პრესა დღევანდელ მატჩს ეხმაურება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, დღეს, ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს.

ჩრდილომაკედონიური გამოცემა ekipa.mk მატჩის შესახებ სტატიას აქვეყნებს და დანაკლისის მიუხედავად, დღეს 3 ქულის მოპოვებას ელიან.

"ჩვენს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად დღეს მთავარი შეხვედრა ელის, თუმცა ნათელია, რომ 3-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მარტივი არ იქნება, რადგან მილევსკის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

მიუხედავად მნიშნვნელოვანი დანაკლისისა, არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეუძლია იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე პრობლემები, ამიტომ ფეხბურთელები მოედანზე საბრძოლველად მზად არიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებენ" -
წერს მაკედონიური გამოცემა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფს საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას 7 ქულით ჩრდ. მაკედონია იკავებს, მესამე ადგილზე 3 ქულით ბულგარეთის ნაკრებია, ხოლო მე-4 ადგილზე 1 ქულით გიბრალტარი იმყოფება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

alt"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ტექნიკური ფეხბურთი და ვერაფერს გახდებიან! მათმა ტრაბახმა უფრო მოტივირებულები უნდა გაგვხადოს. ყველა მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, თუგინდ ფარერები იყოს. ახლა სწორედ რომ ხარისხიანი თამაშის დროა, რომ კიდევ უფრო დავაინტერესოთ სკაუტები. ახლა თვითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს!
ლაშა
13:54 23-09-2022
0
კარგია გამარჯვების თუ სჯერათ და თანაც ძალიან უნდათ. წესით უნდა შეგვიტიონ, რაც მათვის ცუდად დამთავრდება. ბულგარეთივით არ ჩაჯდებიან ცხადია.
G.LA
13:37 23-09-2022
0

სიახლეები პოპულარული