ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოს უეფაში უჩივლოს - ადგილობრივი პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ მაკედონიის ნაკრები "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ საცობის გამო 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამასთან დაკავშირებით მაკედონიური გამოცემა ekipa.mk სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ უეფაში მათ წინააღმდეგ საჩივარი იქნეს შეტანილი.

"მართალია, ნაკრებმა დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ამ ყველაფერს წინ უსამართლო ფაქტი უძღოდა. უეფას წესდებით, ფეხბურთელების ტრანსპორტირება ქართული მხარის პასუხისმგებლობაა, თუმცა მათ ავტობუსი განზრახ შეაფერხეს, რის გამოც ვარჯიშის დრო შემცირდა.

"ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. არასწორია, რომ ჩვენს მგზავრობას სასტუმროდან სტადიონამდე 45 წუთი სჭირდება. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი"
- ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ.

ამ ფაქტმა ნაკრების წევრების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთი მაკედონია უეფას ოფიციალურად მიმართავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიის დაპირისპირება დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

altალიოსკი: წარმატების მიღწევა ხვალინდელ შეხვედრაში გვსურს



მკითხველის კომენტარები / 46 /
რა ყველა კვერცხის ბულიონი ჩვენთან უნდა ბლატაობდეს და გვიჩიოდეს.საქართველო და ქართველი რაა ყველაზე დაბალი ღობეააა?
ჯელა
23 სექტემბერი 2022 19:19
5
და ყველა როგვიჩივის,იქნებ მართლა არ გვაქვს მთლად საქმე კარგად,ხომ არ დავფიქრებულიყავით
დავითი
23 სექტემბერი 2022 22:26
1
ჩვენ ნაკრებს მივმართავ, სიფრთხილეა საჭირო, მათგან პროვოცირებას ნუ გამორიცხავთ
muro
23 სექტემბერი 2022 19:01
3
კაი რაა. რა ყველა ჩივილზეა აქ? აზრი მითხარით რაზე ჩივიან და რას მიაღწევენ ამ ჩივილით? ვარჯიშზე დააგვიანდათ და მოგებას მიართმევენ 3 ქულით?
G.LA
23 სექტემბერი 2022 18:49
2
მოკლედ,ჯერ თურქეთის /კალათბურთის/ ნაკრების მწვრთნელმა გამოჭედა ყურები სხვადასხვა სახის უაზრო პრეტენზიებით და ახლა ამათ დაიწყეს პროვოკაციები და ინტრიგები.
nodiko
23 სექტემბერი 2022 18:42
4
ეს რა უნამუსო ხალხი ყოფილა, წაგებაც არ შეუძლიათ ვაჟკაცურად ამ საცოდავ ვითომ მაკედონელებს ამათ.
ელგუჯა
23 სექტემბერი 2022 18:31
2
1 კაცი დავასვენოთ იმ 45 წუთი დაგვიანების გასაქვითად. თუ 11 კაცი 10-ით ნულს მოვუგებდით, 10 კაცით 4 ნულს მაინც მოვუგებთ! ძალიან მეშინია ერთი რაღაცის, ძალიან მეშინია! ესენი ისეთი ტიპები ჩანან, რომელბმაც შეიძლება მოედანზე ისეთი რმე იკისრონ, რომ მაგათთვის ომის გამოცხადება მოგვიწიოს!
aburjga
23 სექტემბერი 2022 18:31
2
უხ ! ეგ პროვოკატორები , ეგენი . უნდა დავსაჯოთ სასტიკად ! 5-0 ით მოგება ალალია მაგათზე
ბესო
23 სექტემბერი 2022 18:50
0
ნუ ტირიხართ ბიჭო ცოტა კაცებს დაემსგავსეთ!!! ეს იმას უფრო გავს გარდაუვალი მარცხის წინ უკვე მიზეზებს რომ ეძებთ. თურმე წინა დღით 45წუთით დაგვიანებას გამოეწვიოს თქვენი წაგება!! თუ მოიგებთ იმედია ღირსეულად მოიგებთ და არა ასე "შაკლურად"!!!
ვალერი
23 სექტემბერი 2022 18:30
2
ერთი მაგათი წკუაც ვატირე. ნულოვანო ტოლერანტობა მაკედონიას)
რეზო
23 სექტემბერი 2022 18:14
2
აქ პრობლემა ქალაქის ცენტრში არსებული სტადიონია. სტადიონების 90% ევროპაში გარეუბანშია
kane
23 სექტემბერი 2022 17:56
3
როცა ,,დინამოს,, სტადონი ასენდა სტადიონი ქალაქის ცენტრი არ იყო.სადაც წერეტლის გამზირი აწყება იქოდან ბარაკების ქალაქი იყო იპოდრომის ცატვლიტ.
gioegi janikasvili
24 სექტემბერი 2022 12:05
0
დინამოს იქეთ, წერეთელზე, სად იყო ქალაქი, სულ ბარაკები იდგა. შემდეგ დიდუბის პანთეონამდე, რამდენიმე კორპუსი აშენდა. "სუკონკაზე", ბიჭები, ტრამვაით, რომ მივდიოდით, ფეხბურთის სათამაშოდ, სახლები არ იდგა, ბარაკები და ბაღები იყო. ეხლა სად ხედავთ ქალაქს, ძველი თბილისის გარდა, ისიც დაამახინჯეს. ეს ოხრები, ყველა საზღვარგარეთ დაეთრევა და წესიერი ქააქმშენებლობაში, პირადი კეთილდღეობის გარდა, ვერაფერი გააკეთეს. ქალაქის მერი კიდევ რაღაცას "ფორთხავს" თორემ, სულ დაქცეული იქნებოდა თბილისი.
სიმართლე.
24 სექტემბერი 2022 08:02
0
ყველა გამოხმაურება
ცოტა ადრე გამოსულიყვნენ სასტუმროდან და აღარ დააგვიანდებოდათ,მთავარი მაინც ის არის რო სტადიონზე თამაშისთვის არ დააგვიანდეთ, რადგან ქართველ გულშემატკივარს მათ კარში გატანილი გოლების ხილვა სურს.
qomagi
23 სექტემბერი 2022 17:47
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული