ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოს უეფაში უჩივლოს - ადგილობრივი პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ მაკედონიის ნაკრები "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ საცობის გამო 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამასთან დაკავშირებით მაკედონიური გამოცემა ekipa.mk სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ უეფაში მათ წინააღმდეგ საჩივარი იქნეს შეტანილი.

"მართალია, ნაკრებმა დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ამ ყველაფერს წინ უსამართლო ფაქტი უძღოდა. უეფას წესდებით, ფეხბურთელების ტრანსპორტირება ქართული მხარის პასუხისმგებლობაა, თუმცა მათ ავტობუსი განზრახ შეაფერხეს, რის გამოც ვარჯიშის დრო შემცირდა.

"ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. არასწორია, რომ ჩვენს მგზავრობას სასტუმროდან სტადიონამდე 45 წუთი სჭირდება. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი"
- ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ.

ამ ფაქტმა ნაკრების წევრების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთი მაკედონია უეფას ოფიციალურად მიმართავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიის დაპირისპირება დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

altჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის "იტალიის კოშმარი" გამოაკლდა

altმატჩის დღე! გადაჭედილი "დინამო არენა", ხვიჩას ფაქტორი და მამარდაშვილის საშინაო დებიუტი

altალიოსკი: წარმატების მიღწევა ხვალინდელ შეხვედრაში გვსურს



მკითხველის კომენტარები / 46 /
მოკლედ,ჯერ თურქეთის /კალათბურთის/ ნაკრების მწვრთნელმა გამოჭედა ყურები სხვადასხვა სახის უაზრო პრეტენზიებით და ახლა ამათ დაიწყეს პროვოკაციები და ინტრიგები.
nodiko
23 სექტემბერი 2022 18:42
4
ეს რა უნამუსო ხალხი ყოფილა, წაგებაც არ შეუძლიათ ვაჟკაცურად ამ საცოდავ ვითომ მაკედონელებს ამათ.
ელგუჯა
23 სექტემბერი 2022 18:31
2
თბილისურ საცობებს,ვერც პოლიციის ესკორტი უშველიდა რაიმეს და ეს,ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა სცოდნოდა.თუ მაკედონიელებს საქმის კურსში ჩააყენებდნენ,ისინიც შესაბამისად მოიქცეოდნენ და უფრო ადრე გავიდოდნენ,სასტუმროდან.ამაში არ ტყუიან,თუმცა ყველაფრის ამაზე გადაბრალება,წინასწარ თავის დაზღვევას უფრო ჰგავს.მეორე მხრივ,თუ ჩვენ სრული მობილიზაციით არ შევხვდით თამაშს,შესაძლოა,თურქეთს რომ დაემართა,ის დაგვემართოს და ისედაც ძნელი მოსალოდნელია,თურქებს ბურთებით როგორმე გადავასწროთ,ბერძნები კი,ჯერჯერობით ქულებითაც გვასწრებენ და თუ ერთი ფრე მაინც არ დაამთავრეს,მათი გასწრების შანსი არ გვექნება
სოსო
23 სექტემბერი 2022 15:09
1
:)))))))))))-ს.შენს პირს შაქარი და საქართველოს გამარჯვება!აბა მაშ რა აყვირებთ,ამ თრულაილებს?მთელი ევროპა,ჩვენს დამცირებას და გადავლას ცდილობს!
სოსო
23 სექტემბერი 2022 16:09
1
ეგეთი რამეები ჩვენთვის განწყობის გაფუჭებას ემსახურება. როგორც წავიკითხე რამდენიმე მოთამაშე აკლიათ და ალბათ სტადიონის გავსებაც აშინებთ. მორალურად დათრგუნულები არიან და ასეთ იაფფასიან ინტრიგებს აწყობენ. აგერ 3 საათში დაიწყება თამაში და ვნახავთ
: )))))))
23 სექტემბერი 2022 17:02
1
ყველა გამოხმაურება
მეც გამიკვირდა რატო წააგესთქო
Mmm
23 სექტემბერი 2022 22:30
0
2:0
დაჯექით და იჩივლეთ ეხლა რამდნეიც გინდათ და სადაც გინდათ :P :D
:D :D
23 სექტემბერი 2022 22:09
0
კაი რაა. რა ყველა ჩივილზეა აქ? აზრი მითხარით რაზე ჩივიან და რას მიაღწევენ ამ ჩივილით? ვარჯიშზე დააგვიანდათ და მოგებას მიართმევენ 3 ქულით?
G.LA
23 სექტემბერი 2022 18:49
2
ცოტა ადრე გამოსულიყვნენ სასტუმროდან და აღარ დააგვიანდებოდათ,მთავარი მაინც ის არის რო სტადიონზე თამაშისთვის არ დააგვიანდეთ, რადგან ქართველ გულშემატკივარს მათ კარში გატანილი გოლების ხილვა სურს.
qomagi
23 სექტემბერი 2022 17:47
4
დიდი იდიოტები და მამაძაღლები არიან. საცობი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს.
თუ იტყვიან რატომ არ გაითვალისწინესო, როგორ უნდა გაეთვალისწინებინათ, ადრე რომ წამოეყვანათ, იტყოდნენ გრაფიკი დაარღვიესო, დასვენების საშუალება არ მოგვცესო და ა.შ.

ზაქრო
23 სექტემბერი 2022 17:45
2
უბრალოდ სირცხვილია, პოლიციის ეკიპაჟის გარეშე, მითუმეტეს ბულგარეთის ფაქტის მერე.
ვავა
23 სექტემბერი 2022 17:41
1
ლარსის საგუშაგოდან სოფელ ჩმამდე 15 კილომეტრიანი საცობია.
ქ. გ.
23 სექტემბერი 2022 16:32
1
სასწრაფოდ დახურეთ საზღვარი!!!
ქ. გ.
23 სექტემბერი 2022 16:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული