С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. მერე ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტიმი 1:0 მოვიგეთ.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე
ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი, სპიროვსკი, ბარდი, ელმასი, რისტოვსკი, მიოვსკი