საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
ბუდუ კლასია. ძალიან კარგი იყო მთელი თამაშის მანძილზე. დიდი იმედი მაქვს, ტოპ ჩემპიონატში გადავა. მართალია მთლად ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გაგვეხარდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში ასეთი თამაშების მოგებაც უნდა ვისწავლოთ. ძალიან გვჭირდება პლეიმეიკერი ნახევარდაცვის ცენტრში. გვყავს კიდეც. იმედია ჩაკვე და კოტე ფორმას აღიდგენენ და ეს პრობლემა მოგვეხსნება.
არტ
23 სექტემბერი 2022 22:31
2
საყრდენი ნახევარდაცვა ძალიან სუსტი იყო.
გია
23 სექტემბერი 2022 22:30
0
თავდასხმამ მოიგო. ფაქტიურად ნახევარდაცვა გუნდს არა ჰყავს. ესე ვერ გავფრინდებით. მამარდა , ხვიჩა , ბუდუ - საღოლ. ეს ის შემთხვევაა მოგებული გუნდის თამაში რომ არ იყო მოსაწონი. შუა ხაზი ნულია შეფასებით. ასე არაფერი გამოგვივა
gori
23 სექტემბერი 2022 22:28
2
არ ვითამაშეთ კარგად და სანახაობრივად მაგრამ კვარა არის ჩვენი წარმატების მიზეზი და ჩვენი თილისმა. მის გარეშე ამ და ბევრ სხვა თამაშს წავაგებდით. ვფიქრობდი, გიბრალტართან დაესვენა მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ამ ხარისხით და ამ ფეხბურთელებით კარგ შედეგს დავდებთ. დააკვირდით როგორ თამაშობდნენ სხვები, ხვიჩამ გააკეთა თამაში, წარმოიდგინეთ ერთხელაც იქნება, არ წაუვა თამაში და ვერ გააკეთებს ამდენს, მერე რა უნდა ვქნათ, როდემდე უნდა ვიყოთ ამ ბიჭზე დამოკიდებული, როდემდე უნდა გვქონდეს მისი ინდივიდუალიზმის იმედი. ან ტრავმა მიიღოს ან სიცხემ აუწიოს, მერე რას ვშვებით? სავარაუდოდ ვლანძღავთ და ვაბრალებ, რომ მოიგონა ამ რაიმე მსგავსი, რაც უკვე არაერთხელ გვიქნია :)))

პ.ს ყველას გილოცავთ გისაც გულით გაგიხარდათ ეს მოგება და ვულოცავ ჩემს თავსაც!
!!
23 სექტემბერი 2022 22:28
4
პირველი გოლი არაფრისგან შექმნა და მაკედონია მაგის მერე გატყდა, ბოლოს კიდე გოლიც გაიტანა და რა გააკეთაო:))
რავი აბა...
მოგვაგებინა ცუდი თამაშის ფონზე, მეტი რა უნდა გაეკეთებინა:))
!!
24 სექტემბერი 2022 00:28
0
და რა გააკეთა?
იკა
23 სექტემბერი 2022 23:19
13
ეს რა კოშმარი იყო ????
დონ ვიტო
23 სექტემბერი 2022 22:28
18
მაკედონია უტევდა ოღონდ ფრთა შეკვეცილი .. რატომ ?
dato
23 სექტემბერი 2022 22:28
0
იმიტომ რომ მოედანზე იყო კვარა .
ტარიელი
23 სექტემბერი 2022 22:34
0
მიუხედავად ცუდი თამაშისა მთავარი “ მოგებაა” მეგობრებო, დავტკბეთ გამარჯვებით!!! შოუ გრძელდება!!!
დდ
23 სექტემბერი 2022 22:27
1
ვერ ვითამაშეთ სამწოხარორ. შუა ხაზმა ჩაისვარა. მანდ რაღაცაა გასაკეთებელი. დაცვამ და უფრო თავდასხმამ მოიგო. ნახევარდაცვას ეძინა. მომავლისთვის მაგაზეა სამუშაო
kaxa
23 სექტემბერი 2022 22:25
0
Centrshi burtis damcheri da zusti pasis mimcemi aklia dges chven nakrebs da imitom wvalobdnen,madloba gmerts kvelaferi kargad damtavrda...
Givi
23 სექტემბერი 2022 22:24
0
გადავაბარეთ მაკედონიას ,,კარგად ვითამაშეთ ,მაგრამ წავაგეთ,, მამარდაშვილი მხეცია,ეს გამარჯვება მისია.
Tazo
23 სექტემბერი 2022 22:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული