საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
მიაქციეთ ყურადღება იმას,რომ კრემონეზეში ლოჩოს მისთვის მოუხერხებელ და მიუჩვეველ პოზიციაზე, მარცხნივ ათამაშებენ მაგრამ მე ყველა თამაში ვნახე და სხვებზე ცუდად არ უთამაშია,ამიტომ სანიოლმა კვირკველია მარჯვენა მცველად უნდა დააყენოს ცენტრში კი კაშია,ხოჭოლავა და ლოჩოშვილი მარცხნივ კი ყველას ტაბიძე ჯობია საყრდენად კიტეიშვილი და ლობჟანიძე იდეალური ვარიანტია ხოლო შეტევაში ბუდუ.აბრეზა და კვარა, შემცვლელებად წიტაიშვილი ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე.კვარას გარდა ყველამ თითო ტაიმი სრულად უნდა ითამაშონ და თავი არ დაიზოგონ.მომავალში საყრდენებად საზონოვი და მარადიშვილი გაგლიჯავენ ღმერთმა ქნას რომ ასე მოხდეს.კარში კი მამარდა შეუცვლელია,არც გუგეშაშვილი არ არის შოვნაძეზე ნაკლები არაფრით.მოსაწვევია ირანიდან გველესიანი,ის არავიზე ნაკლები არ არის. კიდევ ერთი,საქართველოს პიველობიდან სადაც დაბალი ტემპებია ნაკრებში ჯერ არავის გაუგლეჯია, ვისაც უნდა ნაკრებში თამაში იშრომოს ბევრი და ჯერ ევროპაში დაამტკიცოს რომ იმსახურებს ნაკრებში თამაშს (კვიპროსი აზერბაიჯანი შუა აზიის და ბალტიის ჭვეყნების გარდა)არ შემიძლია არ გამოვთქვა.დიდი საყვედური იმ სპეციალისტების მიმართ ვინც სულ ბიუჯეტზე წუწუნებენ.შეიგნეთ რომ არავის არ უნდა ისეთი გუნდები საქართველოში სადაც ძირითადად აფრიკელები და რრაზილიელები ითამასებენ, ჩვენი ფუტზალის ნაკრების და პლიაჟის ფრენბურთივით.ეს ჩვენისთანა ტალანტების ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.ჩვე გვჭირდება კვალიფიციური მწვრთნელები ევროპიდან და ათი ბენიოს და ბელენკის ჩამოყვანას ფედერაციამ გახსნას თბილისში მწვრელთა კვალიიკაციის ასამაღლებელი კურსები და თვითონაც არ აწყენდათ იქ სწავლა რომ ვაისის ნაირი მწვრთნელები რომ არ დაგვინიშნონ
თეიმურაზ რეხვიაშვილი
16:41 25-09-2022
0
ბუდუს ფიზიკური შესაძლებლობები რომ შეესაბამებოდეს მის საფეხბურთო გამჭრიახობას და აზროვნებას, ერთ-ერთი ტოპ თავდამსხმელი იქნებოდა. ძალიან სუსტია ფიზიკურად ისევე როგორც ნაკრების 80%, ვინმე ახსნის ამოს მიზეზს?
რუსთავი
13:04 24-09-2022
5

სიახლეები პოპულარული