საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
Zuriko meore taimshi daikarga da adre unda sheecvala lobjanidze gaamwvavebda ufro memgoni...
Givi
23 სექტემბერი 2022 23:47
2
ეხლა შეგიძლიათ ყველა ბრუნვაში აქოთ და ადიდოთ კვარა, სხვა არავინ შეიმჩნიოთ რომ მოედანზე იყო-ვითომ მარტოდ მოეგოს ეს თამაში. საერთოდაც ძალიან გადაჭარბებულია ეს ბაქი-ბუქი,ოდნავ სერიოზული გუნდი პრინციპულ და აუცილებლად მოსაგებ თამაშში გუშინ შანს არ დაუტოვებდა ჩვენებს, ამ ნახევარდაცვით გინდათ სასწაულების მოხდენაა? კიდევ კარგი მამარდა გვყავს..... ასე ბაქი-ბუქობდით იგივე კლავიატურის ბალეშიკები ევრო-ბასკეთზე და რა მივიღეთ? მე იმის მეშინია რომ როგორც ბათუმის დინამო გადააყოლეს კვარას გაპიარებას და სარფიანად გაყიდვას ისე ნაკრებს არ დაემართოს მოახლოვებულ პრინციპულ შეხვედრებში. კი არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ.......
real- ist
24 სექტემბერი 2022 12:38
6
აბურჯანიამ გამაკვირვა.. ბრავო
ილია
24 სექტემბერი 2022 05:07
2
სწორედ აბურჯანიაზე იყო დამოკიდებული შეტევის აქტიურობა, რასაც სამწუხაროდ თავი ვერ გაართვა. ფიზიკურადაც აშკარად უჭირს. ერთი სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბრავოსგან მისი თამაში ნამდვილად შორსაა
: )))))))
24 სექტემბერი 2022 12:11
1
ჩაკვეს ის გაუჩალიჩეს ის რაც ხვიჩას 2020 ში. სპეციალურად მოტეხეს თამაშიდან სიცხე ან ვირუსი შეყარეს არაა აქ მნიშვნელობა როგორ
23 სექტემბერი 2022 22:40
48
სპეციალურად რატომ? მიზანი?
PIRLO
23 სექტემბერი 2022 23:08
1
ვერ მივხვდი, რას გადავურჩი დღეს? თუ წაგებას გულისხმობ, ვინმეს მიზანი იყო დღეს წაგება???? ანუ ფედერაცია ან სანაკრებო შტაბი სპეციალურად ჩალიჩობს ჩვენი ნაკრების წაგებებს???? და თუ ასე ფიქრობ მიზეზიც გეცოდინება თუ რატომ??? ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ ასეთი აზრის მოსვლის თუ ვინმე პიროვნულად არ გეზიზღება ადამიანს მაგრამ მაგ დროსაც რაღაც ლოგიკაში ხო უნდა ჯდებოდეს.... ანუ დღეს ყველანაირად იჩალიჩეს რომ წაგვეგო და ვერ წააგეს]]]]]]]] ანუ კვარაცხელია სპეციალურად დაავირუსეს მაშინ და დღესაც ჩაკვეტაძე სპეციალურად დაავირუსეს რომ წაგვეგო თამაშები??? და პლეი ოფში კიდე სპეციალურად დაავირუსებენ ხალხს რომ წავაგოთ??? მდააა
PIRLO
24 სექტემბერი 2022 00:59
0
ყველა გამოხმაურება
10:55 თვალაბეიშვილის მარგალიტი - სრულიად სამართლიანად მეგონა, რომ გოლი იყო იმიტომ, რომ თითქმის შევარდნილი იყო
: )))))))
24 სექტემბერი 2022 10:23
0
გილოცავთ ყველას საქართველოს ნაკრების გამარჯვებას!
ბიჭებო, კვლავაც მრავალჯერ გაგეხარებინოთ ჩვენი გულები !
SOS!!!
24 სექტემბერი 2022 08:14
0
Da kidev imati 6 nomeri musliu germaniis mesame ligashi tamashobs da mshvenivrad gamikureboda zuriko meore taimshi at gaaxara,ai vin unda wamoikvanos dinamoebma memgoni arc dafiqrdeba ise wamova 3 ligashi tamashs ara jobs?
Givi
23 სექტემბერი 2022 23:56
2
ბუდუს ფიზიკური შესაძლებლობები რომ შეესაბამებოდეს მის საფეხბურთო გამჭრიახობას და აზროვნებას, ერთ-ერთი ტოპ თავდამსხმელი იქნებოდა. ძალიან სუსტია ფიზიკურად ისევე როგორც ნაკრების 80%, ვინმე ახსნის ამოს მიზეზს?
რუსთავი
24 სექტემბერი 2022 13:04
5
ანუ ახალ თუ საბერძნეთი და თურქეთი შესარჩევიდან გავა ჩვენ ავტომატურად ვართ ერვოპაზე ხო?ღმერთმა დგვიფაროს და ფლეოფი რომც წავაგოთ?მთავრი ყაზახეთი ან ჩვენ დავამრცხოთ ან იმათმა.მოკლედ უმარავი შანსია პლიუს ჩვენი შესარჩევი დროა მოვიგოთ 30 წელი ვცდილობთ.ამ გუნდით შეიძლება
მოსეხონელი
24 სექტემბერი 2022 08:28
0
ვულოცავ ყველას გამარჯვებას და პირველ ადგილს ჯგუფში! ისტორიული მოვლენაა თანამედროვე ფეხბურთში.

თამაშზე კი იმისბთქმა შემიძლია, რომ მაკედონია დემონირებდა რადგან ნახევარ დაცვა და ცენტრი არ გააჩნია საქართველოს ნაკრებს. ეს დიდი უბედურებაა. ჩვენი გუნდია დაცვა-შეტევა.

არაა პასის მიმცემი არავინ. ჩვენი თავდამსხმელების უმეტესობამ პასი არ იცის. ზივზივაძეს მისცა და გოლიც გავიტანეთ. დანარჩენი თავს დაბლა ხრის და ცდილობს ცენტრიდან ბურთით შევიდეს მოწინააღმდეგის კარში. 99% კარგავს ბურთს.

ცენტრი
24 სექტემბერი 2022 13:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული