ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"დღეს მთავარია ის ვიზეიმოთ, რასაც მივაღწიეთ, ის პროგრესი აღვნიშნოთ, რაც უკანასკნელი 6-8 თვის განმავლობაში გვაქვს. ერთა ლიგის პლეი-ოფამდე საკმაოდ დიდი დროა და მასზე ლაპარაკი ცოტა ადრეა.
დაგეგმილი ნამდვილად არ გვქონდა, რომ მეტოქისთვის ბურთი დაგვეთმო. ჩრდ. მაკედონიამ წინა მატჩებისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა, მისთვის ალღო აგვეღო. ალბათ, გარკვეული წნეხიც არსებობდა, რადგან ჯგუფში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. იმის შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, უფრო თამამად ავთამაშდით.
ჩრდ. მაკედონია კარგი გუნდია, გარკვეულ ასპექტებში იქნებ გვაჯობეს კიდეც, მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაა, რათა გუნდმა პროგრესი განაგრძოს.
ამ ეტაპზე გიბრალტართან შეხვედრის შემადგენლობასა და შესაძლო როტაციაზე არ ვფიქრობ. დავაკვირდები, როგორ განვითარდება აღდგენის პროცესი. მე ვალდებული ვარ არა მაქსიმალურად ყველას მივცე თამაშის საშუალება, არამედ საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო.
ფეხბურთში ხშირად გარკვეული ტაქტიკით იწყებ, მაგრამ შესაძლოა, გადაწყობა დაგჭირდეს. გატანილი გოლის შემდეგ უფრო თამამად ავთამაშდით. ფეხბურთი ისეთი ლოგიკური თამაში არაა, როგორიც მაგალითად, ჭადრაკი. შესაბამისად, ყოველთვის შეიძლება, გარკვეულ ეპიზოდებში მეტოქემ შენზე უკეთ ითამაშოს და ტაქტიკურადაც გაჯობოს.
გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურა და მუცლის ტკივილი აწუხებდა. თუკი გიბრალტარში გაფრენამდე ვერ მომჯობინდა, მაშინ ის ჩვენთან ერთად არ იქნება. ის ახლა თამაშს ნამდვილად იმსახურებს".
ანგარიში მშვენიერი, თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. მესმის წნეხი, ნერვიულობა, მაგრამ ასევე კარგად ჩანდა ცენტრში სუსტი თამაში, ბურთის თრევა. სანიოლმაც ხაზი გაუსვა ,,რიგ ასპექტებში შესაძლოა მეტოქე გვჯობდა,,- ო. ყოჩაღ ბუდუს, მამარდას, კვარას...
იმედი მომავლის
ერთ კაცს ამხელა გავლენა ქონდეს მე არ მახსენდება.
ნაპოლიშიც იგივეა. თამაშების 90% ხვიჩას თამაშით მოიგო.
მამარდა უბრალოდ უმაღლესი დონე.
ბუდუ კარგია. მაგრამ რა ქნას სისწრაფე აკლია. მემგონი 2 ფორვარდით უნდა ვითამაშოთ.
ზოგადად გუნდის ხერხემალი ნახევარდაცვაა.
- მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი -
აი რის ხარჯზე იგებს რეალი ჩემპიონთა ლიგას.
შეხედეთ ჩვენი ნაკრების შუა ხაზსს და ტირილი მოგინდება.
ისევ ხვიჩა ეს პატარა ბიჭი ზიდავს მთელი ნაკრების ტვირთს