"აი, რითაა საქართველო ჩვენზე უკეთესი" - მაკედონიური მედია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი (0:2) ჩრდილოეთ მაკედონიის მედიამ მიმოიხილა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

sportmedia: "ღირდა კი ეს ამად? ამდენ ნერვიულობად? ჩვენ ვიტყვით - დიახ. რატომ? იმიტომ, რომ ითვლება გოლები და არა შანსები, კარგად ჩატარებულ შეხვედრაში დავმარცხდით და საჭირო გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, კარგად ვითამაშეთ. იმის ნაცვლად, რომ თამაში ჩვეულად უკანა ხაზიდან დაგვეწყო, გოლები ვერ გავიტანეთ და თავად გავუშვით. ნუთუ ჩვენ ვართ იმაში დამნაშავენი, რომ საქართველომ ორ მატჩში ხუთი გოლი გაგვიტანა და არც ერთი არ გაუშვა? აი, რითაა საქართველო
მაკედონიაზე უკეთესი - საერთო ჯამში ჩვენთან ხუთი გოლი და ექვსი ქულა".

gol.mk: "მაკედონიელები დაბრუნდნენ იმ ადგილზე, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ყველაზე შესანიშნავ მოგონებას იწვევს. ორი წლის წინ პანდევმა და მისმა მეგობრებმა მიზანს მიაღწიეს და მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს, დღეს კი მილევსკის გუნდმა შემტევი და მომხიბლავი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გამოცდა ვერ ჩააბარა. შედეგად, ძველ ნაცნობთან ახალ წაგებას უნდა შევეგუოთ".

mkd.mk: "მაკედონია დროის უმეტეს ნაწილში დომინირებდა, თუმცა საქართველომ ჩვენი ფეხბურთელების ცუდი თამაშის გამო დაგვსაჯა და გამარჯვება მოიპოვა, რომელიც შეიძლებოდა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო".

sportski.mk: "შეხვედრის ბოლომდე მაკედონია საუკეთესო იყო, მაგრამ გოლების გარეშე ქულების მოპოვება შეუძლებელია. მომენტების რეალიზაცია დიდი პრობლემა გახლდათ და ეს მარცხი ჩვენმა გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს, რადგან რამდენიმე დღეში სკოპიეში ბულგარეთთან დაპირისპირება ელის".

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვუსურვოთ მაკედონიას პლეი-ოფში თამაში!
ლევანი
06:06 25-09-2022
2
რატომ არ იძახებენ ნაკრებში ალთუნაშვილს...სწორედ ის გვაკლია ნახევარდაცვის ხაზში.მაკედონიელები ისე ვერ გაილაღებდნენ შუა ხაზზში,ალთუნაშვილი რომ გვყოლოდა.ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს შანს.
ჯანაშია ვაგნერი.
22:02 24-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული