"აი, რითაა საქართველო ჩვენზე უკეთესი" - მაკედონიური მედია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი (0:2) ჩრდილოეთ მაკედონიის მედიამ მიმოიხილა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

sportmedia: "ღირდა კი ეს ამად? ამდენ ნერვიულობად? ჩვენ ვიტყვით - დიახ. რატომ? იმიტომ, რომ ითვლება გოლები და არა შანსები, კარგად ჩატარებულ შეხვედრაში დავმარცხდით და საჭირო გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, კარგად ვითამაშეთ. იმის ნაცვლად, რომ თამაში ჩვეულად უკანა ხაზიდან დაგვეწყო, გოლები ვერ გავიტანეთ და თავად გავუშვით. ნუთუ ჩვენ ვართ იმაში დამნაშავენი, რომ საქართველომ ორ მატჩში ხუთი გოლი გაგვიტანა და არც ერთი არ გაუშვა? აი, რითაა საქართველო
მაკედონიაზე უკეთესი - საერთო ჯამში ჩვენთან ხუთი გოლი და ექვსი ქულა".

gol.mk: "მაკედონიელები დაბრუნდნენ იმ ადგილზე, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ყველაზე შესანიშნავ მოგონებას იწვევს. ორი წლის წინ პანდევმა და მისმა მეგობრებმა მიზანს მიაღწიეს და მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს, დღეს კი მილევსკის გუნდმა შემტევი და მომხიბლავი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გამოცდა ვერ ჩააბარა. შედეგად, ძველ ნაცნობთან ახალ წაგებას უნდა შევეგუოთ".

mkd.mk: "მაკედონია დროის უმეტეს ნაწილში დომინირებდა, თუმცა საქართველომ ჩვენი ფეხბურთელების ცუდი თამაშის გამო დაგვსაჯა და გამარჯვება მოიპოვა, რომელიც შეიძლებოდა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო".

sportski.mk: "შეხვედრის ბოლომდე მაკედონია საუკეთესო იყო, მაგრამ გოლების გარეშე ქულების მოპოვება შეუძლებელია. მომენტების რეალიზაცია დიდი პრობლემა გახლდათ და ეს მარცხი ჩვენმა გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს, რადგან რამდენიმე დღეში სკოპიეში ბულგარეთთან დაპირისპირება ელის".

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვუსურვოთ მაკედონიას პლეი-ოფში თამაში!
ლევანი
25 სექტემბერი 2022 06:06
2
რატომ არ იძახებენ ნაკრებში ალთუნაშვილს...სწორედ ის გვაკლია ნახევარდაცვის ხაზში.მაკედონიელები ისე ვერ გაილაღებდნენ შუა ხაზზში,ალთუნაშვილი რომ გვყოლოდა.ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს შანს.
ჯანაშია ვაგნერი.
24 სექტემბერი 2022 22:02
1
.. შენ ხო არ გიჭერს ერთი ვის გულისხმობ დააკონკრეტე, დედით ქართველია ბოლობოლო საბა საზანოვი და კაცმა ყულფში გაყო თავი საქართველოს ნაკეებში რომ წამოვიდა ცოტა აზრზე მოდი და დააფასე ეგ ყველაფერი
qartveli
25 სექტემბერი 2022 01:49
0
არ იძახებენ ალთუნაშვილს, მოსკოვიდან მოყავთ ერთი ბებიით ქართველი @@ აწი 150 მილიონი რუსია საქართველოს მოქალაქეების კონკურენტი ეროვნულ ნაკრებში ასე რომ ალთუნაშვილსაც ვურჩევდი წავიდეს ქვეყნიდან.
..
25 სექტემბერი 2022 00:05
2
ზურიკომ სირბილს უნდა მიხედოს: მოცეკვავესავით ფეხის წვერებზე დარბის, ამიტომ არამყარად ებჯინება გაზონს და ხშირად უადგილო ადგილას წაიბორძიკებს ხოლმე!
ვაჟა მასწავლებელი
24 სექტემბერი 2022 20:11
3
შუა ხაზია მისახედი, დირიჟორი არ გვყავს
ბადრი
24 სექტემბერი 2022 16:43
0
კოოპერატივის კვალობაზე არა გვიშავდა,თორემ კარგად ნამდვილად არ გვითამაშია.ძალიან დაგვეტყო,დაძაბულობა.აი რაიკავშირად რომ გადაკეთდება კოოპერატივი,მაშინ გვიყურონ მაკედონიელებმა შორიდან.ბ ჯგუფში თამაში,ნაკრების კლასს ძალიან წაადგება და კიდევ მეტ ჩვენ ფეხბურთელს გაუკვალავს გზას,წამყვანი ლიგებისაკენ.ამ თამაშში დაძაბულობასთან ერთად,ბევრ ჩვენ ფეხბურთელს აშკარად ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა.ზურიკოს,საფრანგეთში გადასვლიდან სულ ერთი თამაში მოუწია და მეორე ტაიმში ისეთი აქტიური ვეღარ იყო,კიდევ უფრო შეეტყო უთამაშებლობა,ირაკლი აზაროვს,რომელსაც ტრავმაც ჰქონდა და აღდგენა ეტყობა ვერ მოასწრო.აღარც ბათუმია ზაფხულის დროინდელ ფორმაში და ფეხბურთელებსაც ეტყობოდათ,კვეკვეც ვერ იყო ჩვეულ სიმაღლეზე და აბურჯანიაც არასოდეს ყოფილა დიდი მორბენალი.ალბათ ამიტომ იყო,რომ ცენტრში გვიჭირდა და ძველებური პრესინგი არ გამოგვდიოდა.ვერც კაკაბაძემ და ვერც წიტაიშვილმა ვერ ითამაშეს ზაფხულის დონეზე.ერთი სიტყვით ფიზიკური კონდიციები აღარ გვქონდა,ზაფხულის დონისა და ამიტომაც გაგვიჭირდა,შედარებით.ახლა უკვე ჯგუფის გამარჯვებულები ვართ და დიდ ანგარიშით მოგებაზე უნდა ვითამაშოთ,გიბრალტარში,თურქების გასასწრებად და პლეი ოფში საკუთარ მოედანზე სათამაშოდ.მინდორს კი,მართლაც მიხედვა სჭირდება.მგონი შეიძლება,ბათუმის სტადიონის მინდვრის დამგებებს მიმართონ.იაფი არ დაჯდება,მაგრამ ბათუმის მინდორს,რაგბის მატჩმაც კი ვერაფერი დააკლო და მგონი გვიღირს.
სოსო
24 სექტემბერი 2022 14:57
0
არ მესმის ცუდად რატომ ვითამაშეთ… თამაში ფასდება შედეგით და ეს შედეგი დაიდო: გავიმარჯვეთ, ორი გოლი, მეტი შესაძლებლობა, მშრალი კარი, პირველი ადგილი და საოცარი “საგიერო” მაკედონიას. მადლობა ნაკრებს!
KQ
24 სექტემბერი 2022 13:32
4
ეგ რო გესმოდეს ჯიგარო, ფეხბურთში ცოტა მეტად უნდა ერკვეოდე.... მარტო ყურება, ცოდნას არ ნიშნავს!!!
mirosan
24 სექტემბერი 2022 16:56
5
მაკედონია_ბუდუ 0_2.და გამოიᲫახე ბერიᲫე ნაკრებᲨი ბატონო ვილი.
გოᲩა
24 სექტემბერი 2022 11:50
1
თამაშით წავაგეთ, ანგარიშით მოვიგეთ და ესაა მთავარი. რა უბედურებაა ყველა მოგერიებული ბურთი მათი იყო, ან ვისწავლოთ სწორად მოგერიება ან დროული პასი გაკეთდეს, რომ უმისამართო მოგერიება არ დაგჭირდეს. ერთიც შევამჩნიე, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფეხბურთელი ისეთ პარტნიორს უკეთებს გადაცემას, რომელიც ორი მეტოქის გარემოცვაშია და მასზე ცუდ მდგომარეობაშია, აქაოდა იმან დაკარგოს ბურთი და არა მეო. წავაგეთ ცენტრი, რომელსაც ძალიან აგლდა სიცხიანი გიორგი. ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე დავითაშვილი. კვარა ბრწყინავდა და მეორე გოლის შემდეგ უნდა შეეცვალა, რადგან ძალიან ეუხეშებოდენ და უნდა გავუფრთხილდეთ, ნაპოლს მაგის იმედი აქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
24 სექტემბერი 2022 11:48
1
ხვიჩა მაგარია მაგრამ ჩვენ ქართველები 1 კაციანი პატარა ნაცია არ ვართ და არასდროს არ ვყოფილვართ. ძალიან ბევრი ტალანტი და პოტენციური ვარსკვლავი გვყავს და ყოველთვის გვყავდა ერთდროულად.

ყველა ქართველი სახიფათოა აგერ ბუდუ ზივზივაძემ რეები აკეთა ფეხზე დაიხვია მაკედონია არადა იმათ ეგონათ ერთი ხვიჩა ყავთო მაგას ამოვკეტავთო და მორჩაო.

არა ბიძია, ჩვენ დიდი ერი ვართ იქით ჩაკვეტაძე გაგიხდებათ კიდე ამოსაკეტი და კიდე ბევრი. ბევრი ქართველი ვარსკვლავი ერთდროულად გაგიხდებათ ამოსაკეტი და გეტირებათ ყოფა ეგ გაიძულებთ რომ საბოლოოდ აღიაროთ საქართველო დიდი საფეხბურთო ერია მთლიანობაში და სამხრეთ ამერიკულ ერებს უტოლდება ტალანტების რაოდენობით.
Saqartvelo
24 სექტემბერი 2022 10:30
2
თუ გინდათ ჩამქოლეთ -მე ბუდუისტი ვარ DDD
კომბლე
24 სექტემბერი 2022 09:52
1
პუსწ ვსეგდააა ბუძეტ სოლნცე! ))) (დირიჟორობით)

პუსწ ვსეგდა ბუდეტ ნებო!

პუსწ ვსეგდა ბუძეტ - Bუდუ!!! )))

პუსწ ვსეგდა ბუდუ ია! ))). *(რუსებს ნერვები მოვუშალოთ)



ამ კომუნისტურ ჰიმნებს მივა## ვი მარა ბუდუს ისეთი სახელი აწ და სულ ისეთი გაბრწყინებული სახე აქ ხოლმე მაგას გოლი რო დავინახავ სულ ეს მემღერება :DD
Budu shokia ra!
25 სექტემბერი 2022 01:56
0
ბუდისტი არ გახდე, თვარააა ბუდუისტობა მოსულა შე კაცოოო :)))
mirosan
24 სექტემბერი 2022 16:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული