"როცა სხვა გზა არ გაქვს" - მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ნაკრებთან დაკავშირებულ ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მისი მეგობარი სიმღერასთან ერთად საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას უყურებს.

"მომენტი როცა სხვა გზა არ გაქვს" - წერს გიორგი სოც ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა ჩრდილომაკედონიელები "დინამო არენაზე" 2:0 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და B დივიზიონში აღზევდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა არის გულშემატკივრობა!1981 წელს,დინამო რომ თამაშობდა,რუსთაველის თეატრის მსახიობები იყვნენ ასეთ დღეში.ამიტომ არც ამხანაგი კუჭკუჭის შესახებ გადაღებული ფილმის შესახებ უკვირდა მაშინ ვინმეს.ყველა გულშემატკივარი იყო და ყველას შეეძლო მის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა.პირადად მე,დინამო-ჰამბურგის მატჩზე,ბილეთების რიგში ბილეთი რომ არ შემხვდა,ორი ყალბი ბილეთი გავაკეთე (გეპეის მეორე კურსელი ვიყავი)და სტადიონზე შევედი.მართალია ერთხელ შიგნით შემიმოწმეს და თუ დააკვირდებოდი,რა თქმა უნდა ადვილად ხვდებოდნენ გაყალბებას,ამიტომ გამომაგდეს გარეთ,მაგრამ მეორე ბილეთმა გამიმართლა და მაინც შევედი თამაშზე.პირველ და მეორე იარუსებს შორის ღიობში,ჩემს დაბლა,ჩაცუცქული ჩემსავით უბილეთო ბიჭი უყურებდა თამაშს,მე მასზე მაღლიდან წამომხობილი ვუყურებდი და წელშიც ვერ ვიმართებოდი,რადგან ღიობი დაბალია და სიმაღლეში ვერ ვიმართებოდი,მაგრამ ამას ვინ ჩიოდა.მაშინ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის,კევინ კიგანის თამაში ვნახე,ცხოვრებაში ერთხელ და მარტო მაგიტომაც მიღირდა,იმდენი წვალება,თვითონ დინამო -ჰამბურგის თამაში კი,წაგების მიუხედავად,ერთერთი საუკეთესოც იყო,დინამოს ისტორიაში და ეგეც რა თქმა უნდა, დიდი ბონუსი იყო.100 000 მაყურებელს ამბობენ იმ მატჩზე,მაგრამ ეგეც მეცოტავება,მართლაც ძალიან ბევრი ხალხი იყო სტადიონზე.
სოსო
15:52 24-09-2022
0

სიახლეები პოპულარული