ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
რავა ჩერჩეტობთ, ჩემო ბატონო!
უპრინციპულესი მნიშვნელობა აქვს გიბრალტართან მატჩს და ის, რომ ამის შესახებ არ უწყის ბატონმა მერაბმა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავის აზრები უნდა აფრქვიოს!
Gimzeri
24 სექტემბერი 2022 17:58
8
საჭიროებს გაძლიერებას ცენტრი მაგრამ სრული სისულელეა ის აზრი რომ საყრდენად დავითაშვილი ლობჟანიძე ან ჩაკვეტაძე რომ გაქაჩავს საერთოდ გარემარბის საყრდენად გადაყვანაა სრული სისულელე საიდან მოსდის ასეთი აზრები
ვიღაცკაცი
25 სექტემბერი 2022 00:21
2
მამარდაშვილი მისწრებაა მაგ ადგილას.უნდა ჩამოიყვანონ რამენაირად.მსოფლიოდან,მოკვეთილია, ეხლა ევროპიდან 2024-ა მოკვეთეს და ესაა სწორედ გამოსაყენებელი.თავი დავანებოთ ამ ამპარტავნობას-რა გვაქვს აქ ქ.ხვეწნაზე არაა აქ საქმე,ქვეყანას და ნაკრებს ჭირდება წარმატებისთვის.
კახა ქ.
25 სექტემბერი 2022 07:54
0
ხალხნო ბოლოს თამაში რო დამთავრდა ხვიჩასთან დავითაშვილი მივიდა და ხვიჩამ ისე უხასიათოდ უთხრა რაღაცაზე ყ...ობააო,მეტი აღარ გამოჩდა და არც ის მინდა ვინმეს ეგონოს ინტრიგნულს და რაღაცას ვქექავდე ნაგრამ,ის ჩვენი ბიჭია და თუ რამე არ სიამოვნებს იქნებ გამოსწორებადია და ბოლომდე ბედნიერი იყოს მაგის თქმას ვცდილობ,მკითხაობის მოყვარულებისთვის არ ვწერ,ვინც იგივე დააფიქსირეთ რაში შეიძლება იყოს საქმე თუ გაქვთ თქვენი აზრი ან ფაქტებით ან გაგონილი იქნებ გაგვერჩია
მირო
25 სექტემბერი 2022 04:56
0
ეგ კი არ უთხრა მაგრა დავიღალეო
ზვიადი
25 სექტემბერი 2022 11:14
0
ანგისა და ლობოტკა დავიმატოთ :)
რობი
24 სექტემბერი 2022 21:21
3
საყრდენად, უფრო რომელიმე მცველს (მაგ. ლოჩოშვილს) განვიხილავდი
დათო
24 სექტემბერი 2022 19:53
8
ჟურნალისტიკაში ხო ჭიპი გაქვს მოჭრილი და ეხლა ფეხბურთს მიადექი.. წადი გაიარე რა. ჩაკვე საყრდენად? ჩაკვესნაირი სწრაფი ტექნიკური და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი სადმე გინახია????? ან ლობჟანიძეს რაუნდა ცენტრში ერთი ჩია ბიჭია?! ცენტრი იმიტო დავთმეთ რომ მაკედონიას კლასიანი ნახევარმცველები ყავს ბარდი ელმასი და შენი ტრაქტორისტი აბურჟანია და კვეკვე ჯიბეში ჩაისვეს... ნამეტანი დაცვის მქონე ფეხბურთელი გვყავდა ნახევარდაცვაში დაყენებული და მიტო დათმეს.. ნახევარი უნდა იყოს ასეთი კვეკვე ვინუჟდენი სხვა არავინაა კიტეიშვილი ლობჟანიძე წიტაიშვილი და დავითაშვილი ჩაკვედან ერთ ერთი...
რონი
24 სექტემბერი 2022 17:16
6
ყველაფერჩიკი
oto
26 სექტემბერი 2022 11:53
1
როგორ ფიქრობ ამ კაცმა უკეთ არ იცის რა გააკეთოს შენაირი მასწავლებლები ბევრი გამოხტება და აბა რამდენს უნდა დაუჯეროს ძალიან კარგად მიუძღვება გუნდს და მოდი რა ვაცალოთ.
ქალდეველი
26 სექტემბერი 2022 09:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული