ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
ვეთანხმები მერაბს, მაგრამ საბა ლობჟანიძე არა მგონია საყრდენად გამოდგეს. ის უფრო ფლანგელია და ამ ექსპერიმენტმა ის შეიძლება საერთოდ გააქროს მოედნიდან. ეგ სანიოლმაც კარგად იცის, თორემ ცენტრში შემტევის სტილის საყრდენად აბურჯანიას არ დააყენებდა - ის ფიზიკურად ვერ თამაშობს 90 წუთს და გუშინაც მის ნაცვლად მექვაბიშვილი შემოიყვანა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ სტილის ფეხბურთელი არა გვყავს
: )))))))
24 სექტემბერი 2022 19:25
2
ვინ "დანიშნა" მერაბ მეტრეველი ფეხბურთის სპეციალისტად? და ვის აინტერესებს სანიოლს რას მოუწოდებს?
კოტე
24 სექტემბერი 2022 18:34
9
დავიწყოთ იმით რომ ნაკრებზე აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია. კორექტული ფორმით ცხადია.

ამ აზრს რაც შეეხება საინტერესო იქნებოდა ჩაკვეტაძის ნახვა და გამოცდა
მინდია
24 სექტემბერი 2022 18:16
1
ისე ეს ქართველები საოცარი ერი ვართ. ყველაფერი ჩვენ ვიცით. ყველას ჭკუას ვასწავლით და ჩვენ საკუთარ საქმეს 80 % კარგად ვერ ვაკეთებთ. ასე რომ ყველამ მისი საქმე აკეთოს გვეშველება. ნუ პროფესორობთ და ენდეთ მას ვინც გვყავს კარგია თუ ცუდი ჩვენია და თუ ერთი თამაში ვერ ითამაშა უმაღლეს დონეზე იმიტომ ნახევარდაცვა არ გვყავს? მოგეწონათ ბულგარეთს რომ გადავახიეთ ბურთი და გოლი ვერ გავუტანეთ?
roma bejanidze
24 სექტემბერი 2022 17:31
5
100% ხარ!
გეგი
24 სექტემბერი 2022 20:30
2
ამის მოწოდებები აკლდა სანიოლს, მიხედოს მის საქმეს
ლადო
24 სექტემბერი 2022 17:29
3
არ ვიცი როგორი ჟურნალისტია,მაგრამ ფეხბურთი ბავშვობაშიც არ აქვს ნათამაშები,როცა საყდენი ღებულობს შეფასებას 7.8(აბურჯანია),მამარდაშვილის შემდეგ საუკეთესოს,და საყდენის შეცვლაზე ლაპარაკობ,ელემენტარული ფეხბურთს ეტყობა ყურებით უყურებს!!!(ეს მალე სანიოლის ტაკტიკის ხარვეზებზეც მოგვახსენებს თავის აზრს)!!
სასაცილოა
24 სექტემბერი 2022 16:41
44
აბურჯანია თუ საუკეთესო იყო, მაშინ აშკარად სხვა თამაშს უყურა იმან, ვინც 7.8 დაუწერა
????
24 სექტემბერი 2022 19:49
1
თუ გუშინდელ თამაშს უყურე , მაშინ სასაცილო შენი კომენტარია
zaza
24 სექტემბერი 2022 17:52
2
სწორი ბრძანდებით. ჩბს სჭირდება და მოედნის ხედვააკვეტაძეს შეუძლია მარცნისკენ შუაში ნახევრდაცვაში თამაში, ართმევებზე მეტი უნდა იბრძოლოს. ყველაზე დიდი სტამინა მაგ პოზიციებზეა საჭირო და ასევე დროული პასები.ჩაკვეს ძალიან კარგი ხედვა და პასის კულტურა აქვს. საჭიროა კანკავასნაერი ჯანიანი მოთამაშე ასევე.
simartle
24 სექტემბერი 2022 22:33
0
ყაზაიშვილი იდეალური იქნება ცენტრალურ ზონაში
უვიცი
24 სექტემბერი 2022 19:02
9
ასე ჯობია, სპორტულ ჟურნალისტად უკეთესი ხარ აშკარად.
....
24 სექტემბერი 2022 18:23
1
ჩემი აზრით სწორი მოწოდებაა. ჩაკვე სკამზე გვეჯდეს არ მგონია მართებული და სარგებლიანი იყოს ნაკრებისთვის. ლობჟანიძეზე მეც დავწერე ადრე კაკაბაძის მაგივრად ბევრად უკეთესი იქნებოდა მეთქი და არც ცენტრში იქნება ურიგო მისი გამოცდა. სწრაფია ართმევაც იცის პასიც და მგონი უნევერსალია კარგად გამოუვა ცენტრშიც.
G.LA
24 სექტემბერი 2022 18:05
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული