"ნაპოლის" ბრილიანტი საქართველოს ჩრდ. მაკედონიის ძლევაში დაეხმარა" - უკრაინელები ნაკრებს გვიქებენ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკოდონიის დამარცხებას უკრაინული UA-Футбол-ი გამოეხმაურა, რომლის ჟურნალისტმა იგორ საიმონმა "ჯვაროსნებსა" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოუწონა.

"ნაპოლის" ბრილიანტი საქართველოს ჩრდ. მაკედონიის ძლევაში დაეხმარა

"ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა მსოფლიოს დონის ვარსკვლავი (გორან პანდევი) დაკარგა. საქართველოს ეროვნულ გუნდში კი მსოფლიოს დონის ვარსკვლავი თამაშობს - ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" გოლების გატანით სერია A ააფეთქა. ამჯერად მორიგი გოლი საქართველოს ნაკრებში გაიტანა. ავტოგოლიც, რომლითაც საქართველო დაწინაურდა, კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად შედგა.

ვილი სანიოლის გუნდში ყველაფერი ისე მუშაობდა, როგორც საჭირო იყო. მონდომებულმა ბუდუ ზივზივაძემ
(ფეჰერვარი) კვარაცხელიას საგოლე გადაცემა გაუკეთა, გიო წიტაიშვილი მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებდა უკრაინული პრემიერლიგის წარმომადგენელ გოიკო ზაიკოვს (ვორსკლა).

ამ მოგების შედეგად საქართველომ ჯგუფი ვადამდე მოიგო და B დივიზიონში დაწინაურდა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
საუკეთესო მამარდა და ზივზივაძე იყო
ზზზზ
24 სექტემბერი 2022 19:42
1
კარგი იყო არ გამეცან თავიდაააან...შუა წყალში გადამაგდე ნავიდააან...
პატივისცემით ვილი სანიოლს.
ჯან ლუჯი ბუფონი
25 სექტემბერი 2022 15:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული