ვინ იყო საუკეთესო? საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

AutoSharing Option
საქართველო - ჩრდ. მაკედონიის (2:0) შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (8.0) - "ვალენსიას" მეკარემ ეროვნული ნაკრების მაისურით საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშა. ყველაფერი ეს ფეხბურთელის მხრიდან შესაძლო მღელვარებასთან ასოცირდებოდა, გიორგი კი ძალიან დამაჯერებელი იყო და ეს თითოეულ ეპიზოდში იგრძნობოდა.

საწყის ნახევარ საათში, როცა სანიოლის გუნდს არაფერი გამოსდიოდა, მამარდაშვილმა არც თუ ისე მარტივი ბურთი მოიგერია და ეს როგორც პირადად მისთვის, ასევე გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავდა.

რაც შეეხება დაცვასთან კომუნიკაციას, ის ცუდი არ ყოფილა, თუმცა მომავალში უფრო
დაიხვეწება და გამოსწორდება.

Sportall.Ge

საბა კვირკველია (7.5) - გამოცდილმა მცველმა თავისი კლასი და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. როცა საბა ფორმაშია, მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია - იგებს ორთაბრძოლებს და თამაშს კარგად კითხულობს.

მშვენიერი გამოვა, თუ კვირკველია შეტევაში უფრო აქტიური და სასარგებლო იქნება, მას ამის მონაცემები ნამდვილად აქვს.

გურამ კაშია (7.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანი დაცვას ენერგიულად ხელმძღვანელობდა. მეტოქე საჯარიმოში შეღწევას ძირითადად, ვერ ახერხებდა და გატანას შორიდან ცდილობდა, დაცვის კარგმა თამაშმა მიზნანს არც საკმაოდ აქტიურ ელიფ ელმასს მიაღწევინა.

კაშიამ პირველი გოლისას მეტოქე შეავიწროვა და ავტოგოლში თავისი წვლილი დაიდო.

დავით ხოჭოლავა (7.0) - ჩვენი უკანა ხაზის პრობლემა ბურთის არაზუსტი პასებით
ამოტანა იყო. მცველები ერთმანეთში პასებს მშვიდად აგორავებდნენ, თუმცა შეტევის საკუთარი ნახევრიდან წამოწყებაც ჭირდა და გრძელი პასებიც ადრესატამდე არ მიდიოდა.

ხოჭოლავამ გაფრთხილება ისეთ სიტუაციაში მიიღო, მისი თავიდან აცილება შეეძლო.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - "კრაკოვიას" მცველი ენერგიული იყო და თავი არ დაუზოგავს, მეტოქის გადაცემების ჩაჭრას აქტიურად ცდილობდა და რამდენჯერმე გამოუვიდა, კიდეც. ოთარი შეტევებს იწყებდა და მარცხნივ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის მიუხედავად (ის ფლანგსაც იცვლიდა), ის, რომ მარჯვენა ფლანგიდან მწვავე და აქტიური შეტევები გვქონდა, ზურიკო დავითაშვილთან ერთად, კაკაბაძის დამსახურებაც იყო.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - როცა მოწინააღმდეგე აქტიურ პრესინგს გვეთამაშება, ნიკას მისი დაძლევა უჭირს. ის, რომ ჩრდ. მაკედონიელებმა ჩვენი საყრდენი ზონიდან კარში ხშირად დაგვირტყეს, ამაში მთავარი ხელის შეშლა სწორედ კვეკვესკირს ევალებოდა.

"ლეხის" შუახაზელზე ჩვენს ნაკრებში ბევრია დამოკიდებული, თუკი ის შეხვედრიდან გავა, მაშინვე ძალიან იოლად შევამჩვენთ, რომ ბევრს მუშაობს და ჩვენი გუნდის თამაშის წარმართვაში დიდი როლი აქვს, რამდენჯერმე ბურთი კარგადაც წაიღო.

გიორგი აბურჯანია (7.5) - სანიოლმაც თქვა, რომ მეტოქემ განსხვავებული ტაქტიკა შესთავაზა თა და თავდაპირველად, მასთან შესაბამისი თამაში გაგვიჭირდა, ჩვენს ნახევარდაცვას ბურთი საერთოდ არ ჰქონდა. ამის შემდეგ, თამაში გამოვასწორეთ, უფრო მეტი ბურთის ჩაჭრა მოვახერხეთ და მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით

აბურჯანიას როგორც პრესინგზე თამაშის, ასევე ართმევის კომპონენტში ბევრად მომატებული აქვს. პირველი გოლი გიორგის აქტიურობამ მოიტანა, ის მოპოვებული ბურთით სწრაფად დაიძრა, ფლანგიდან სათანადო დახმარების ვერმიღების შემდეგ კი გადაწყვიტა, კარში დაერტყა, რასაც კუთხური მოჰყვა.

გიორგი წიტაიშვილი (6.5) - შესაძლოა, საქმე ტაქტიკურ დავალებასთან გვქონდა, ანაც თამაშის სცენარმა ასე მოითხოვა, თუმცა ფაქტია, რომ წიტაიშვილი შეტევაში უფრო აქტიური გვახსოვს, კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს კარგად რომ იყენებდა და გამოზომილი პასებით თამაშს ამწვავებდა. გიორგი დაცვით ფუნქციებში კარგი იყო, მისი ფლანგიდან ხიფათი არ შეგვქმნია, თუკი რამდენიმე საჰაერო ორთაბრძოლაში ვერგამარჯვებას არ ჩავთვლით.

ზურიკო დავითაშვილი (7.5) - "ბორდოს" ახალწვეული ტრადიციულად, ნახევარდაცვაში ბევრს მუშაობდა და პირველ ტაიმში თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, ზივზივაძის პასის შემდეგ, გატანაც შეეძლო. ერთხელ კი მოსრიალდა და მინდორზე დაეცა, თუმცა მანამდე, კვარაცხელიასთვის პასის გაკეთება შეეძლო.

მეორე ნახევარში ჩვეულად აქტიური არ იყო. ის ჩვენს გუნდში ძალიან საჭირო მოთამაშეა.

ხვიჩა კვარაცხელია (8.5) - იგივეს თქმა შეგვიძლია, რასაც "ნაპოლის" მატჩების შემდეგ ვამბობთ - ხვიჩა არცერთ თამაშში არ "იკარგება" და ყოველთვის ახერხებს, რაიმე ღირებული შექმნას. ახლაც, "კვარას" დრიბლინგები არ გამოუვიდა, საკუთარ ნახევარზე ბურთის ამოსატანად ჩასულს დაკარგვებიც ჰქონდა, თუმცა როცა არაფერი გამოგვდიოდა, თავისი მაღალი კლასი გამოიყენა და მეტოქეს საკუთარ კარში გაატანინა. ეს გარდამტეხი მომენტი იყო, ამის შემდეგ სანიოლის ნაკრებს ფსიქოლოგიური ბარიერები მოეხსნა და უკეთ ათამაშდა.

Sportall.Ge

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შთამბეჭდავად ითამაშა. ის მართლაც უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე უნგრეთის ჩემპიონატია.

ბუდუ თავიდანვე აქტიური იყო, მოედნის ცენტრთან იწევდა, რათა ბურთს არ დალოდებოდა და შეტევის გაგრძელების გზები ეპოვნა. ორჯერ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა, ერთხელ კვარაცხელიას გაატანინა, მეორედ კი, ბრწყინვალე რეიდის შემდეგ, უკეთ დარტყმის ძალა აღარ შერჩა.

ლუკა ლოჩოშვილი (6.5) - "კრემონეზეს" მცველი ძალიან ენერგიულად შემოვიდა, ერთხელ მეტოქეს ძალიან სახიფათო იერიში დაუბლოკა. ის საკმაოდ ხისტია და გარკვეულწილად, რისკავს, კიდეც.

ირაკლი აზაროვი (5.5)  -
სანამ კლუბში სტაბილურად არ ითამაშებს, ეს მასზე მაინც ისახება. შევედრაში მისთვის უჩვეულოდ, პასიურად ჩაერთო და ფიზიკურად იდეალურად ნამდვიალად არ გამოიყურებოდა, თუმცა, მთავარ მიზანს, კარის "მშრალად" შენახვას, მივაღწიეთ.

გიორგი მიქაუტაძე (5.5) - მისი შემოსვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლა, "მეცის" ფეხბურთელი კი უფრო მეორე ფორვარდად მოქმედებდა, ანაც მარჯვენა ფლანგზე გადადიოდა, რადგან დავითაშვილის გასვლის შემდეგ, მინდვრის ცენტრში საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავდა. ჟორჟმა სულ 12 წუთი ითამაშა და უფრო ვრცელი შეფასება რთულია.

ანზორ მექვაბიშვილი (5.5) - მისი შემოსვლის შემდეგ, მთავარი მიზანი შუა ხაზის გაძლიერება და მეტოქისთვის იერიშების განხორციელებაში ხელის შეშლა იყო, რაც მაქსიმალური წარმატებით შესრულდა.

ვლადიმერ მამუჩაშვილი - შესაფასებლად მცირე დრო მიეცა.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი (7.5) - ფაქტია, რომ მატჩის საწყისი 30 წუთი მან და მისმა გუნდმა ჩააგდეს, ეს შეხვედრის შემდეგ, თავად ფრანგმა სპეციალისტმა აღიარა - მეტოქემ განსხვავებული ტაქტიკა შემოგვთავაზა და ალღოს აღება გაგვიჭირდაო. პირველი გოლის შემდეგ, თამამად ავთამაშდით და სანიოლიც თამაშის სცენარის შეცვლაში უფრო აქტიურად ჩაერთო. მან თავისი ფეხბურთელები შეხევდრაში დაბრუნდა და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლენინა.

მთავარი მიზანი მიღწეულია - B დივიზიონში დავწინაურდით და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის თბილისში გამართვასთან ახლოს ვართ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

altჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
ანგისა და ლობოტკა მოგვეცით და გამოუშვით გერმანია
დინამო
25 სექტემბერი 2022 11:09
1
ტრიბუნიდან რაც ჩანდა მამარდა იყო საუკეთესო და საიმედო!
მადრიდისტი
25 სექტემბერი 2022 18:31
0
კაკაბაძე,წიტაიშვილი და დავითაშვილი ყველაზე სუსტები იყვნენ ამ მატჩში.ვფიქრობ ჯობდა დავითაშვილის მაგიერ ლობჟანიძე და წიტაიშვილის ნაცვლად გიორბელიძის დაყენება.კაკაბაძეს კი ალტერნატივა არ აქვს დღესდღეობით(არის გაფრინდაშვილის ვარიანტი მის ნაცვლად).დავითაშვილს ეტყობოდა პრაქტიკის ნაკლებობა,თორემ ნაკრების ერთერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა,წიტაიშვილის თითქმის არ ათამაშებენ პოლონეთის ჩემპიონატში,გიორბელიძე კი იგივე პოლონეთში სულ ძირითადშია,თან ყოველთვის აქტიურია ნაკრებში.გასაკვირია რატომ არ მისცა შანსი ვილიმ.კაკაბაძე ზოგადად არასტაბილური ფეხბურთელია.საყრდენ ზონაში აშკარა პრობლემებია კანკავას წასვლის მერე.კიტეიშვილი მოაგვარებს გარკვეულწილად პრობლემებს,მაგრამ ვფიქრობ ამ ზონაში ჩაკვეტაძის გამოყენებაც შეიძლება,ანანიძესავით.
master
25 სექტემბერი 2022 11:42
2
დავითაშვილი პირველ ტაიმში კარგი იყო მეორეში აღარ, ეს მოსალოდნელიც იყო იმდენი დრო გაუცდა.
რრრ
25 სექტემბერი 2022 12:11
1
კი ზუსტად ეგრე იყო,დავითაშვილს ყარაულის თოფივით გაუარდა და გოლი გაიტანა საფრანგეთის მესამე ლიგაში,კაკაბაძე სავარაუდოდ თამაშის ხალისზე არ იყო..მარდა ბუდუ და კვარაცხელია იყვნენ საუკეთესოები..
masters
25 სექტემბერი 2022 12:05
20
მსაჯი 9 ქულა
ჯელა
25 სექტემბერი 2022 14:52
0
საუკეთესოები იყვნენ მამარდა და ბუდუ .
მეტრო
25 სექტემბერი 2022 14:25
0
კარგი თაობაა მოსული!!! იმედია, წინ ბევრი სიხარული გველის!!!
tngh
25 სექტემბერი 2022 15:51
0
ანგისა გვინდა რაა ნაკრებში!
სიმართლე
25 სექტემბერი 2022 11:08
1
ანგი(ს)ა,ს ამოვიღოთ
emigrant
25 სექტემბერი 2022 12:35
4
კაკაბაძე,ხოჭოლავა, კვეკვესკირი, აბურჯანია,წიტაიშველი,აზაროვი,მიქაუტაძე,სანიოლი, ჩამოაკელით 0,5 ქულა შეფასებებში! მამარდაშვილს და ლოჩოშვილს კი პირიქით მოუმატეთ 0,5 ქულა! ეს იქნება ზუსტი შეფასება! ნუ იცით ძალიან გაბერვა ხოლმე ქულებით! კაკაბაძის შემცვლელი საერთოდ თუ გვყავს ნაკრებში, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს (ისე არც კაკაბაძე ხსნის ციდან ვარსკვლავებს)! მარჯვენა ფლანგიც მისახედია და არა მარტო ცენტრი! კვარაცხელიას ფლანგები,რომ არ ეცვალა და დარჩენილიყო მარცხენა გარემარბად დიდ ვერაფერს შევქმნიდით, მაგრამ იცის ამ კაცმა რა როდის გააკეთოს და ასეც აკეთებს! მილანთან თამაშის დროს რასაც აკეთებდა ზუსტად ის გაიმეორა ნაკრებშიც!
მწრთვნელი
25 სექტემბერი 2022 13:49
2
მე მგონი ზოგიერთის შეფასება გადამეტებულია. ალბათ კეთილი მიზნით, თუმცა მე სხვაგვარად ვფიქრობ: ან უნდა თქვა სიმართლე, ან უნდა გაჩუმდე. ამიტომ ფეხბურთელებზე გავჩუმდები, სანიოლიზე ვიტყვი: მაქსიმალური შეფასება 4. თვითონ თქვა, ასე არ ვაპირებდით თამაშსო და მოწინააღმდეგის ტაქტიკამ დაგვაბნიაო. შეიიძლება პირველ შემთხვევაში ცოტათი გაამართლო, იმ მიზეზით რომ ფეხბურთელებს დააბრალო ფორმაში არ არიან, შეკრებისთვის ცოოტა დრო გვქონდა და დაუწერო 5.5. მაგრამ მოწინააღმდეგის ასეთ თამაშს არ ველოდიო???? აბა რას ელოდი ან ვის ელოდი, აბა რისთვის ხარ? ან რატო ვერ შეცვალე პირველი 15 წუთის შემდეგ? ჩვენ რიკოშეტით გავიტანეთ, გაიხსენეთ ხალხო რამდენი ურტყეს ჩვენ კარებში-ერთი რიკოშეტი რომ ყოფილიყო, მერე რას ვაპირებდით? ისინი უკვან დაცვაში ჩადგებოდნენ. ბულგარეთთან ფრეს შეგახსენებთ, ძლივს შევქმენით ორი-სამი მომენტი აშკარა უპიტესობის მიუხედავად. თვითონ თქვა, საკუთარ შვილს ყოველდღე არ შევაქებო, ჰოდა მიიღის ეს კრიტიკა. იქნებ გადაუთარგმნოს ვინმემ. რედაქციას ვთხოვ დაბეჭდოს, არც აგრესიაა ჩენ წერილში და არც გინება.
მემგონი
25 სექტემბერი 2022 13:56
15
მგონი პლეიოფის თამაშები 2024 წელს არის. იმედი მაქვს ამ დორისთვის მნიშვნელოვნად მოძლიერდება ჩვენი ნაკრები, გამოჩნდება ახალი სახეები.
ჩვენი სურვილია რომ ნაკრები გახდეს ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი, ამისთვის კი საჭიროა ნაკრებში გამოჩნდენ ნიჭიერი მოთამაშეები. ასე ვთქვათ მეტ-ნაკლებად ხვიჩას რომ აუბამენ მხარს.
las
25 სექტემბერი 2022 13:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული