გიბრალტართან დაპირისპირებას იმაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოგვედგინა. რეალური შანსია, C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გავხდეთ (D-შიც მსგავსი სტატუსი გვქონდა) და 2024 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ვუმასპინძლოთ. თუმცა, ჩვენ გვყავს ნაკრები, რომელსაც ამა თუ იმ ტურნირზე გასვლისთვის ბრძოლა შესარჩევი ეტაპიდანაც შეუძლია და ამ ნახევარფინალის ეშხმა უახლოეს მომავალში არ უნდა მოგვადუნოს...
უკვე
შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სანიოლის სიაში განსაკუთრებულ როტაციას არ ველით. მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ თავად თქვა. რადგანაც ჯგუფი მოგებულია და მეტოქე სუსტია, ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის შანსი ყველას შეიძლება მიეცეს. ამის მიუხედავად, გარკვეული ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.
ვისაც წინა მატჩში საერთოდ არ უასპარეზია, ასეთებიდან საბა ლობჟანიძეზე გავამახვილებთ ყურადღებას. შესაძლოა, ოთარ კაკაბაძეს დასვენების საშუალება მიეცეს და მარჯვენა ფლანგი "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა ჩაიბაროს. სავსებით შესაძლებელია, მარცხნივ გურამ გიორბელიძე ვიხილოთ. აქ როტაცია ადრეც გვინახავს. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ პოლონეთში მოთამაშე ქართველსაც არ უასპარეზია.
ვილი სანიოლს ყველაზე მწირი საკადრო რესურსი მინდვრის ცენტრში აქვს გამომდინარე იქედან, რომ ამ პოზიციაზე პრობლემებიც სხვაზე მეტია, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს გარკვეული ექსპერიმენტების, სხვა ამპლუაზე მოთამაშეების გამოცდის საშუალებაც აქვს. ანზორ მექვაბიშვილის რომ სასტარტოში თამაშის შანსი მიეცეს, ამის ალბათობა კი საკმაოდ დიდია.
ბუდუ ზივზივაძეს დასამახსოვრებელი შეხვედრა ჰქონდა და ახლა მის როტაციაზე ფიქრი იქნებ სამართლიანი არც იყოს, თუმცა ძირითად შემადგებლობაში თავის შანსს გიორგი მიქაუტაძეც ელის. ჩრდ. მაკედონიასთან ვაკო ყაზაიშვილიც არ გამოჩენილა. სანიოლი ზურიკო დავითაშვილის დასვენებას თუ გადაწყვეტს, მისი მთავარი ალტერნატივა "ულსანის" შემტევია.
თუკი უკვე ხსენებულ ფეხბურთელებს თამაშის შანსი მიეცათ, განაცხადში კიდევ ორია ისეთი, ვისაც ჯერ არ უთამაშია - ბათუმის "დინამოს" მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მომჯობინდა (ტემპერატურა ჰქონდა) და დღესაც ვერ დაგვეხმარება.
საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს, დაუმარცხებელი სერია 11 მატჩამდე აიყვანოს, რაც "ჯვაროსნების" ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება. აქამდე რეკორდი (10 წაუგებელი შეხევდრა) თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა. გიბრალტარის ნაკრები, რომელიც D დივიზინში უკვე გავარდნილია, პრესტიჟისთვის იბრძოლებს. მათ ჩვენთან უარყოფითი ბალანსი აქვთ, თუმცა უკანასკნელი სტუმრობის დროს, 2019 წელს, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:2 გავიმარჯვეთ). გიბრალტარელებმა მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი ქულა ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე (1:1) მოიპოვეს.
ახლა მთავარია, ჩვენი გუნდი შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს და მეტოქე სათანადოდ დააფასოს. თუკი ვარჯიშის კადრებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასეც უნდა იყოს. დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 34 წლის ირლანდიელი რობერტ ჰარვეი განსჯის, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად გამოცდილია.
სანიოლი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ლორია ითამაშებს
არამგონია კვარას აინტერესებდეს თქვენი ბაქიბუქი ან მას სჭირდებოდეს თქვენი დაცვა.
კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე,აბურჯანია,ხოჭოლავა...
ნუ ჩაკვე და კოტე გვინდა და გოჩოლეიშვილი მომწონს მე პირადად
2. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ან ფრეს ითამაშებს და საბერძნეთი წააგებს, საბერძნეთს დავხვდებით სახლში და თურქები მიიღებენ სახლში ყაზახებს.
3. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ხოლო საბერძნეთი ჩრდილო ირლანდიას მოუგებს,
ჩვენ დავხვდებით სახლში ყაზახებს, ხოლო ბერძნები თურქებს მიიღებენ საკუთარ კედლებში.
4. საქართველო თუ ფრეს ითამაშებს გიბრალტართან და საბერძნეთი დაამარცხებს ჩრდ. ირლანდიას, ჩვენ დავხვდებით სახლში თურქებს, ხოლო საბერძნეთი ყაზახებს...
5. საქართველო თუ დამარცხდება გიბრალტართან , და საბერძნეთი წააგებს ჩრდ. ირლანდიასთან, ჩვენ დავხვდებით ბერძნებს სახლში, ხოლო თურქები ყაზახებს...
6. საქართველო თუ დამარცხდება გიბრალტართან და საბერძნეთმა დაამარცხა ჩრდ. ირლანდია, ჩვენ ვთამაშობთ გასვლაზე თურქეთთან, ბერძნები კი ყაზახებს მიიღებენ სახლში...
7. საქართველოს თუკი გიბრალტარი 7 ბურთზე ნაკლები სხვაობით დაამარცხებს და საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, ჩვენ მივიღებთ ბერძნებს სახლში , ხოლო თურქები ყაზახებს
8. საქართველოს თუ გიბრალტარი 6 ბურთზე მეტი გოლით დაამარცხებს (არაუმეტეს, 10 ბურთიანი სხვაობისა) და საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდილო ირლანდიასთან, ათენში მოგვიწევს ჩასვლა, ხოლო თურქები ყაზახებს მიიღებენ სახლში.
9. საქართველო თუ გიბრალტართან 10.5 გოლზე მეტი სხვაობით დამარცხდება , ხოლო საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, თამაში თურქეთში მოგვიწევს, ხოლო ბერძნები ყაზახებს მიიღებენ სახლში.
დაგეთანხმებით რომ ბოლო ოთხი ვარიანტი, განსაკუთრებით საყურადღებოა...