მატჩის დღე! გიბრალტარში გამარჯვების მნიშვნელობა და ცვლილებები შემადგებლობაში

AutoSharing Option
დღეს, 26 სექმტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. ბოლო დროს ბევრი სიხარულის მომნიჭებელი სანაკრებო ფეხბურთი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში გადაერთვება, ჩვენ კი საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივა.

გიბრალტართან დაპირისპირებას იმაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოგვედგინა. რეალური შანსია, C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გავხდეთ (D-შიც მსგავსი სტატუსი გვქონდა) და 2024 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ვუმასპინძლოთ. თუმცა, ჩვენ გვყავს ნაკრები, რომელსაც ამა თუ იმ ტურნირზე გასვლისთვის ბრძოლა შესარჩევი ეტაპიდანაც შეუძლია და ამ ნახევარფინალის ეშხმა უახლოეს მომავალში არ უნდა მოგვადუნოს...

Sportall.Ge

უკვე
ვიცით, რომ გიბრალტარში კარს გიორგი ლორია დაიცავს. თუკი ვამბობთ, რომ სანიოლს გუნდში კარგი გარემო და ურთიერთობები აქვს, მას სწორედ მსგავსი დეტალები განსაზღვრავს. გიორგი მამარდაშვილმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და მან "ჯვაროსნების" კარი წლების განმავლობაში უნდა დაიცვას, თუმცა ვეტერან ლორიას, რომელიც თავის მხვრივ, კარგ ფორმაშია, თამაშის საშუალება ეძლევა. ჯანსაღი კონკურენციაც ძალიან სასარგებლო პროცესია და ფეხბურთელის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ ის კვლავ საჭიროა.

შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სანიოლის სიაში განსაკუთრებულ როტაციას არ ველით. მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ თავად თქვა. რადგანაც ჯგუფი მოგებულია და მეტოქე სუსტია, ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის შანსი ყველას შეიძლება მიეცეს. ამის მიუხედავად, გარკვეული ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.

Sportall.Ge

ვისაც წინა მატჩში საერთოდ არ უასპარეზია, ასეთებიდან საბა ლობჟანიძეზე გავამახვილებთ ყურადღებას. შესაძლოა, ოთარ კაკაბაძეს დასვენების საშუალება მიეცეს და მარჯვენა ფლანგი "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა ჩაიბაროს. სავსებით შესაძლებელია, მარცხნივ გურამ გიორბელიძე ვიხილოთ. აქ როტაცია ადრეც გვინახავს. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ პოლონეთში მოთამაშე ქართველსაც არ უასპარეზია.

ვილი სანიოლს ყველაზე მწირი საკადრო რესურსი მინდვრის ცენტრში აქვს  გამომდინარე იქედან, რომ ამ პოზიციაზე პრობლემებიც სხვაზე მეტია, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს გარკვეული ექსპერიმენტების, სხვა ამპლუაზე მოთამაშეების გამოცდის საშუალებაც აქვს. ანზორ მექვაბიშვილის რომ სასტარტოში თამაშის შანსი მიეცეს, ამის ალბათობა კი საკმაოდ დიდია.

Sportall.Ge

ბუდუ ზივზივაძეს დასამახსოვრებელი შეხვედრა ჰქონდა და ახლა მის როტაციაზე ფიქრი იქნებ სამართლიანი არც იყოს, თუმცა ძირითად შემადგებლობაში თავის შანსს გიორგი მიქაუტაძეც ელის. ჩრდ. მაკედონიასთან ვაკო ყაზაიშვილიც არ გამოჩენილა. სანიოლი ზურიკო დავითაშვილის დასვენებას თუ გადაწყვეტს, მისი მთავარი ალტერნატივა "ულსანის" შემტევია.

თუკი უკვე ხსენებულ ფეხბურთელებს თამაშის შანსი მიეცათ, განაცხადში კიდევ ორია ისეთი, ვისაც ჯერ არ უთამაშია - ბათუმის "დინამოს" მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მომჯობინდა (ტემპერატურა ჰქონდა) და დღესაც ვერ დაგვეხმარება.

საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს, დაუმარცხებელი სერია 11 მატჩამდე აიყვანოს, რაც "ჯვაროსნების" ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება. აქამდე რეკორდი (10 წაუგებელი შეხევდრა) თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა. გიბრალტარის ნაკრები, რომელიც D დივიზინში უკვე გავარდნილია, პრესტიჟისთვის იბრძოლებს. მათ ჩვენთან უარყოფითი ბალანსი აქვთ, თუმცა უკანასკნელი სტუმრობის დროს, 2019 წელს, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:2 გავიმარჯვეთ). გიბრალტარელებმა მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი ქულა ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე (1:1) მოიპოვეს.

ახლა მთავარია, ჩვენი გუნდი შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს და მეტოქე სათანადოდ დააფასოს. თუკი ვარჯიშის კადრებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასეც უნდა იყოს. დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 34 წლის ირლანდიელი რობერტ ჰარვეი განსჯის, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად გამოცდილია.

altსანიოლი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ლორია ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 38 /
კვარაცხელია ძაან მაგარი ფეხბურთელია და პუტინისტების მცდელობის მიუხედავად რომ მისი რეიტინგი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ უშედეგოა და ასე იქნება ყოველთვის.
არამგონია კვარას აინტერესებდეს თქვენი ბაქიბუქი ან მას სჭირდებოდეს თქვენი დაცვა.
ford
21:59 26-09-2022
0
ლაივში გავა სადმე თამაში?სად შევძლებ ყურებას?
ელენე
21:14 26-09-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული