საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩამდე ეროვნული ნაკრების ქომაგებმა ინიციატივით გამოვიდნენ, რომ დამსწრე საზოგადეობას ჰიმნი ერთხმად შეესრულებინათ.
"დინამო არენაზე" 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, ეროვნული ჰიმნი კი ყველამ ერთხმად იმღერა.
შეგახსენებთ, მატჩი ქართველების გამარჯვებით 2:0 დასრულდა და ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა, ერთა ლიგის ბოლო, მე-6 შეხვედრას კი დღეს, 26 სექტემბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.
ვიდეო: ლაშა ბერულავა
ბათუმში ჩაატარეთ
საქართველოს ნაკრები კი გიბრალტართან მოგების შემთხვევაში ისტორიაში წაუგებელ სერიების რეკორდს დაამყარებს, ე. ი. ყველა დროის საუკეთესო საქართველოს ნაკრები ვიქნებით!
ადრე გვყავდა არველაძე, ქეცბაია, ქინქლაძე, შემდეგ არველაძეები, კალაძე, კობიაშვილი... ყოველთვის იყვნენ ნაკრებში 3–4 ევროპული დონის ფეხბურთელი, მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელები იყვნენ უმთავრესად რუსეთის ან სხვა დაბალი დონის ჩემპიონატებიდან, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდათ, რაც ნაკრების ხარისხზეც აისახებოდა. ამჟამად კი, ყველაზე თანაბრად დაბალანსებული ნაკრები გვყავს და ეს სტატისტიკაზეც მეტყველებს. მართლაც ზოგიერთმა ისიც კი თქვა, ყიფიანის დროის დინამო მოგვაგონდაო!
ბაჩი