პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნითი ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე გიბრალტარს 1:0 ამარცხებს.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“

გიბრალტარი - საქართველო
გოლი:
კვარაცხელია (19)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია, უაისმანი, რონანი, უოკერი, ბრიტო, კაშიარო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
თავს ნუ ვიტყუებთ რა ხვიჩას გარეშე ვართ ფარერებზე ოდნავ მაღალი დონის გუნდი.
რრრ
23:46 26-09-2022
14
კვარა სულ სხვაა:)))
ცხელია
00:55 27-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული