"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ჯგუფიდან გასვლას თან ძალიან კარგი შედეგით, კრიტიკა აუცილებელია მაგრამ ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება, 4 წლის წინ სად ვიყავით? უეცრად ჭ კლასიდან უმაღლეს კლასში გადასვლა შეუძლებელია, კი მართალია შეცდომებით,წვალებით მივდივართ მაგრამ მივდივართ! ხომ არ ვდგავართ? რაღაც ხომ მოვიგეთ, რაღაც დონეზე! ამისათვისაც დიდი მადლობა მთელ კოლექტივს......გამარჯვებები იქნება, უკეთესია ნელ ნელა დავიბრუნოთ ის კლასი, ის ადგილი სადაც ვიყავით ოდესღაც, დინამომ მიგვაჩვია უმაღლესი კლასის ფეხბურთს მაგრამ ქვეყანაში სადაც დინამო თბილისი დაიბადა, შეუძლებელია არ გამოჩნდეს გამგრძელებელი და მიმდევარი, მწამს და იმედი მაქვს ისევ დავინახავ გახარებული ხალხით გადაჭედილ დინამო არენას, გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო მთელი თქვენი ცხოვრება,გნადლობთ ამ სიხარულისათვის!
Ანზორი
27 სექტემბერი 2022 20:11
1
სამარცხვინო ფეხბურთს ვთამაშობთ!! ნებისმიერ საშუალო კლასის გუნდთან გავფარჩაკდებით. თუმცა მოგებები გვაქ და ამისთვის მადლობა ბიჭებს. ოღონდ ყველა ართნაირად უნდა დაიხარჯოს!! ძინავთო მწრვთნელი ამბობს და ვეთანხმები.
იპონი
27 სექტემბერი 2022 14:18
5
უსუსტესად ყავს ნაკრები მომზადებული სანიოლს. როდემდე გაგვიმართლებს არვიცი. ძლიერებს უმართლებს კარგია, მაგრამ, სულ ძლიერები არ ვიქნებით. მაკედონიამ გვაჯობა, გიბრალტარმა ტოლი არ დაგვიდო, ესაა რეალობა.
უვიცი
27 სექტემბერი 2022 14:15
5
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ გამარჯვებას....
კომენტარებს იშვიათად ვწერ, მოკლედ, როგორც 2-3 წლის წინ ჩაკვემ გვათრია, ასევე ახლა კვარა ათრევს გუნდს. ცუდია, როცა ერთ კაცზეა ბევრი რამ დამოკიდებული... ნახევარ-ფინალში ან ფინალში კვარა რომ ვერ იყოს, შედეგი ადვილი გამოსაცნობია.... ღმერთმა დაგვიფაროს... მეორე, ძალიან სუსტები ვართ მაღალ სტანდარტულებში. გიბრალტარი ზედიზედ 4-ჯერ რომ ჩამოგაწვდიის, სხვა რაღას გიზაავს? იქნებ, ფული ავაგროვოთ და ბიჭებს სახტუნაოები ვუყიდოოთ?... და ბოლოს, არ მინდა გვარებით, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრებიდან აპირებს პენსიაში გასვლაას? ადრე სულ ვამბობდით ხოლმე, წავაგეთ, მაგრამ ღირსეულადო, ახლა ვიგებთ, მაგრამ აშკარა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვრჩება...
გიორგი 50
27 სექტემბერი 2022 14:13
2
ზივზივაძემ რომ დაუხატა ხვიჩას "პასი" ის არაფერია ?
თქვენგან განსხვავებით ხვიჩა კეთილშობილი პიროვნებაა, მადლობა გადაუხადა ბუდუს.
სამართალი
27 სექტემბერი 2022 13:28
0
Didebuli shedegi 21 wlamdelta nakrebit gilocavt!!! 2 welshi es bichebi daizrdebian movitminot...gushindel matchs rac sheexeba shoridan wesieri damrtkmeli ar gvkavs da saertodac dzalian ishviatad vurtkavt,stantartulebidan veravitar xifats ver vqmnit chven kartan kidev piriqit an vushvebt an ris vaivaglaxit gamogvaqs burgi...da kidev lobjanidzeze adrec vtqvi da isev vambob am biwma kargi sirbili icis da mand morcha...
Givi
27 სექტემბერი 2022 11:32
1
ჯგუფის მოგება კარგია ნამდვილად,გილოცავთ.. მაგრამ ვთქვად სიმართლეც, მიჯრით გაგვიმართლდა, პენალტებითაც არ დავისაჯედ, არადა იყო... უმართლებთ ძლიერებსო.... ფეხბურთში ეს ფაბულა ყოველთვის და მნიშვნელოვან მომენტებში არ კმარა... ბულგარეთს ეხლა რომ ვეთამაშოდ 5 თამაში ვეღარ მოვუგებთ ერთსაც... ესეც ფაქტად მესახება, ამ თამაშმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა რომ ნაკრებში სათამაშო ინტელექტი, ფიზიკასთან ერთად დაბალ დონეზეა ..ზოგიერთს ნულზე აქვს.. სულ კვარაცხელია ვერ მოიგებს თამაშებს...ინდივიდუალისტების ხარჯზე გამონათებები გვაქვს, მაგრამ ერთ წრეზე ვტრიალებთ არ ვიცი ვილიმ რა უნდა მოიმოქმედოს რომ მარტში პოტენციურად ჩვენზე ძლიერი ნაკრებები დაამარცხოს. კარგი ყაზახეთი ჩვენი საკბილოა, შემდეგ..., 24 წლ მარტისთვის ნაკრებს ცვლილებები ესაჭიროება, შუა ხაზი მთლიანად გამოსაცვლელია, ვაკო,აბურჯანია,კვეკვესკირის იმედი 0, რჩება- ჩაკვეტაძე, დავითაშვილი და წიტაიშვილი, გაგნიძე ოღონდ გაზრდილები, მენტალურად და ფიზიკურად, თავდასხმა ხვიჩას ხარჯზე უკეთ გამოიყურება, დაცვასაც ბევრი პრობლემა აქვს, კვირკველია და კაშია, საპენსიონი იქნებიან, ლოჩოშვილი თამაშს ვერ კითხულობს, ჩაბრაძე, აზაროვი ფიზიკურად სუსტები არიან და ა.შ. ვინმე არის რომ ჯეროდეს ჩვენი ნაკრების შესარჩევიდან გასვლა?!...
გუსანი
27 სექტემბერი 2022 11:16
3
მე ერთ რამეს ვერ ვიგებ, რას ნიშნავს კვარა რომ არ გვყავდეს? ეგრე ნორვეგიას ჰალანდი რომ არ ჰყავდეს, არგენტინას მესი რომ არ ჰყავდეს, ხორვატიას მოდრიჩი რომ არ ჰყავდეს......... ეგრე სადაა, ასეთი ფეხბურთელები იგებენ სწორედ თამაშებს, სხვანაირად არ ხდება. ჩვენ კვარაც გვყავს და კიდევ ბევრი სხვა უნიჭიერესი ბიჭები, არც მაკედონია იყო ადვილი დასამარცხებელი და არც გიბრალტარი, რომელსაც ქუჩის ფეხბურთივით ეთამაშნენ, აი ისე, დიდები რომ პატარებს აპამპულავებენ ეზოში, ანუ ძალიან დიდი იყო კლასში განსხვავება. ასე რომ, გავიხაროთ და ვისიამოვნოთ სტატუს ქვოთი და ვიყოთ კიდევ უკეთესის იმედით მომავალში.
27 სექტემბერი 2022 11:11
5
ხორვატიას მოდრიჩი რომ არ ყავდეს მაინც გუნდი იქნება. ასევე ნორვეგია და კიდე სხვები. არგენტინა ცოტა ფარჩაკები არიან იგივეს ვერ ვიტყვი, ძლივს გადიან ხოლმე მსოფლიოზე
hm
27 სექტემბერი 2022 11:38
2
კვეკვე მექვაბიშვილი ამათ ადგილზე ნებისმიერი თუნდაც მეორე ლიგიდან აიყვანეთ და ჩასვით სასტარტოში იგივეს მივიღებთ.. აზაროვი ვაბშე არაა ფორმაში და გიორბელიძეს რატო არ მიეცა შანსი?? ყაზაიშვილს ამხელა გზაზე რას დაატარებენ აღარაა ევროპაში მისი სათამაშო... გაგნიძეს აქვს პოტენციალი რო ჩაჯდეს ნაკრებში ასევე სამუშაო გვაქვს მარიდაშვილზე რომ ნაკრებს გამოადგეს.. ხვიჩა როცა არაა მოედანზე გიბრალტარის დონის გუბდი ვხდებით.. კიდე კაი 2ბურთიანი უპირატესობის შემდეგ გავიდა თორემ... ბერიძეც დასამატებელია ნაკრებს..ტაბიძის თამაშიც საინტერესო იქნება და ასევე საზანოვის კარგი მცველი ჩანს სტაბილური.... ჩაკვემ და კიტეოშვილმაც რომ აღიდგინონ ფორმა მართლა მაგარი ნაკრები გვეყოლება
რონი
27 სექტემბერი 2022 11:09
5
ნუ პასი უნდა მიეცა მაინც, ვერ მოისვენებდა სხვანაირად იმ მომენტში. ისედაც ატყდებოდა ვიშვიში არ დაუბრუნაო ესაო ისაი, თვითონაც ძალიან უნდოდა გაეტანინებინა, პასიც უკან არ იყო, ზუსტად გააძვრინა, სხვანაირად ჩაჭრიდნენ, სუუულ ოდნავ წინ იყო ბუდუ, ისე კიდე კვარას გარეშე თუ ხოდზე არიან და მოტივირებულები, არის შანსი, თუ დაიბლუკნენ და მაშინ მართლა საბერძნეთთანაც არ გვაქვს შანსი, ჩაკვე თუ შევიდა ფორმაში და არ დაიმტვრა კიდე და კიტეც ასევე, მაშინ არ ვიქნებით 1 კაცის გუნდი, ამ შემადგენლობას მინუს კვარა სულ სხვა გუნდია... ცენტრში მარტო კიდეს იმედად რთულია, თამამი ტიპი გვინდა ერთი, მყარად რო იდგეს ფეხზე და არ შეეშინდეს არავის და არაფრის
რა მაფიაა?
27 სექტემბერი 2022 11:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული