სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს

AutoSharing Option
გიბრალტარში რთული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"თქვენ მკითხეთ - მეორე ტაიმში ნაჩვენები ცუდი თამაში მხოლოდ მოედნის ხელოვნური საფარის ბრალი იყო, თუ მოთამაშეების მხრიდან მობილიზების ნაკლებობის? მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რთული მატჩი გველოდა. ასევე ვიცოდით, რომ განაღდებული გვქონდა ქვეჯგუფში პირველი ადგილი.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გიბრალტარის ნაკრებს შანსი არ ჰქონია, თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებაზე შესულმა მოთამაშეებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს. აქამდე გამართულ თამაშებში, ჩვენი პლუსი სწორედ ის იყო, რომ მოედანზე თუნდაც
5-10 წუთით შესული ფეხბურთელებიც პროფესიულად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს თამაშობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშებიან, ყველა მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა დააფასო.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, თანაც, C ლიგის ოთხივე ჯგუფს შორის საუკეთესო მაჩვენებლით და ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს ჩვენს მოედანზე ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება ლორიას მდგომარეობას, გიორგიმ მუხლი დაიშავა, თუმცა, ამ ეტაპზე, დაზიანების სირთულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და მედიკოსების დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და გიორგი ნოემბერში ჩვენთან ერთად იქნება.

დიახ, არ მოგესმათ - მატჩის ბოლო წუთებზე ჩემს მოთამაშეებზე მართლა ვთქვი, რომ „ჩაეძინათ“. კონკრეტულ ფეხბურთელებს ვგულისხმობდი, მათ ვინაობას თქვენ არ გაგიმხელთ, მაგრამ დღეს, სანამ მართლაც დაიძინებენ, ჩემგან შეიტყობენ - ვის ვგულისხმობდი".

რატი შელეგია, sportall.ge-სთვის - გიბრალტარიდან

მკითხველის კომენტარები / 18 /
იმედი გამიცრუა ნაკრებმა, სხვა მოლოდინები გვქონდა ამ ორ თამაშზე. 21 საუკუნეში ფეხხბურთელს რომ 90 წუთი სირბილი არ შეუძლია ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობა. ამას ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის.
semi
10:25 27-09-2022
5
Კვარა რომ არ გვყავდეს,ძალიან სუსტი ნაკრები გვეყოლებოდა,პასის კულტურა არ გვაქვს, ნახევარდაცვა სუსტი, ბურთს ვერ ვიჭერთ,კვეკვესკირს ზუსტი პასი არ გაუკეთებია მთელი თამაში, ბუდუ ცდილობს, მაგრამ კლასი ღალატობს და ასე შემდეგ. Მწვრთნელი უადოდ პროფესიონალია, ასეთი მოთამაშეებით შესანიშნავი შედეგი დააყენა. Კვარა ბრწყინვალე პირო ვნებაა და დიდი ფეხბურთელი დადგება, რომელის გადამწყვეტი დამსახურებაა მოცემული შედეგი.
Დათო
12:20 27-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული