უსაიმოვნო ბოლო წუთები მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიას გასვლას დაემთხვა. დაემთხა? - საკითხავი სწორედ ესაა. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ "კვარას" გარეშე ჩვენს ნაკრებს არა თუ შეტევასა და შემოქმედებაში, ფსიქოლოგიურადაც აღარაფერი გამოუვიდა. ივნისის სანაკრებო მატჩებისას "ნაპოლის" მაშინ ჯერ კიდევ მომავალი ფეხბურთელი ფრანგმა დამრიგებელმა ყველა იმ შეხვედრაში დაასვენა, სადაც "კვარამ" თამაშის
ახლა მაინც ის უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, მისმა გარკვეულმა ნაწილმა მაინც, სუსტ მეტოქესთან არამხოლოდ კონკრეტული მატჩი, მთელი ციკლი დასრულებულად ჩათვალა და ფიქრებით კლუბებისკენ გადაერთო. ასეთ დროს მწვრთნელის ჩარევა მნიშვნელოვანია, სანიოლის ცვლილებებმა კი ვერ გაამართლა და ეს მან თავადაც აღიარა. ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია, რომ "ჯვაროსნების" წინამორბედ თავკაც ვაისისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ახალი ფეხბურთელების შემოსვლას გაცილებით ხარისხიანად იყენებს, ახლა კი ასე არ მოხდა.
ხვიჩა კვარაცხელია მართლაც საოცარ სვლაზეა და რთული წარმოსადგენია, ქართულ ფეხბურთში რაიმე რეკორდი დარჩეს, რომელსაც ის ვერ დაამყარებს. ბოლოს "რუბინში" რომ დამარცხდა, იმის შემდეგ როგორც ნაკრებში, ასევე ბათუმის "დინამოსა" და "ნაპოლიში" (32 მატჩში) არ წაუგია და ყველა შეხვედრაში მისგან ღირებულს და დასამახსოვრებელს ვხედავთ. ბედნიერებაა ასეთი ლიდერის არსებობა, თუმცა როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ასევე მთელმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, "კვარას" ირგვლივ წარმართულ ამ წარმატებულ პერიოდში მაქსიმალურად ყველას როლი გამოიკვეთოს და ვინმემ ეს "ერთი კაცის გამარჯვებად" არ ჩათვალოს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ასე ვერასდროს იქნება, ყველას თავისი როლი და დანიშნულება აქვს, თუმცა არის პერიოდები, როცა გულშემატკივრებს ასე ეფიქრებათ...
რა ვნახეთ გიბრალტარში? - გიორგი წიტაიშვილის გაქანების ფეხბურთელი "ლეხის" სათადარიგოთა სკამზე არ უნდა იჯდეს და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ახლა მეტოქე სუსტი გვყავდა. ამ ბიჭმა რამენაირად უნდა მოახერხოს და საკლუბო ფეხბურთი უკეთ დაალაგოს. 2023 წლის მარტში, როცა შესარჩევი ეტაპი დაიწყება, სხვა სათამაშო პრაქტიკაში მყოფი წიტაიშვილი გვჭირდება.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მინდვრის ცენტრში სიახლეები აუცილებლობამდეა მიყვანილი. მეტოქესთან, რომლებიც პრესინგს ნაკლებად მიმართავდა, ნიკა კვეკვესკირი მშვენივრად გამოიყურებოდა, გრძელი პასებით თანაგუნდელებს ხიფათს აქმნევინებდა, თუმცა შუა ხაზში მეტი იმპროვიზაცია და კრეატივი გვჭირდება. ოთარ კიტეიშვილის სტაბილური თამაში და ჯანმრთელობა ისაა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა, ვინმემ ჩათვალოს, რომ სულ მომავალში ვიხედებით, თუმცა მთავარი ახლა სწორედ ესაა, კარგად გავაანალიზოთ, რა გვაკლია, რომ 6 თვის შემდეგ, სრულყოფილებას მივუახლოვდეთ. დღეისთვის კი ბიჭებს მხოლოდ მადლობა ეკუთვით, რომ B ლიგაში ვართ და თუკი შესარჩევიდან ვერ მოვახერხეთ, გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას "ერთა ლიგის" პლეი-ოფიდანაც ვცდით.
მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებისა და მიმდინარეობის დროს ნაკრებებს, რომლებიც იქ არ მონაწილეობენ, მაქსიმალურად ბევრი ამხანაგური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა თუ მიეცემათ, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. როგორც ახალი მოთამაშეების, ასევე ტაქტიკური სქემებისა გამოცდა და გარკვეული ექსპერიმენტები ისევ განსახორციელებელია, რათა შესარჩევ ეტაპზე, სადაც მეტოქეები 9 ოქტომბერს გაირკვევა, მაღალი მიზნები თამამად დავისახოთ.
სანიოლი საკუთარი გუნდის რესურსებსა და შესაძლებლობებს იდეალურად აფასებს, შესაფერის სქემასაც მიაგნო. მართალია, როცა მეტოქე მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, იქ რთულია ზუსტი ტაქტიკური ნიუანსებით მოქმედებდე, თუმცა ახლა ხშირად ჩვენი გუნდი მთლიანად მოწინააღმდეგის ნახევარზე იდგა და შესატევად იშლებოდა, თუმცა სანიოლისგან, ზოგიერთ შემთხვევაში, ტრადიციული, 3-მცველიანი სქემა არ გვინახავს და ის დაახლოებით 4-5-1-ად ტრანსფორმირდებოდა. ოთარ კაკაბაძეს თამაშს სწორედ ის პლუსი აქვს, რომ მას ნებისმიერი განლაგების დროს დაეყრდნობი, თუმცა დაცვის ცენტრში საკადრო საკითხების მოგვარების შემდეგ, ის მაინც უფრო ფლანგელია და ალბათ, ფრანგი თავკაცი მომავალში მანდაც წარმოიდგენს.
ბოლო ორი მატჩის თვალშისაცემი სიახლე გიორგი მიქაუტაძის მარჯვენა ფლანგიდან აქტივობებია. ის სწრაფი, მოძრავი და ტექნიკურად და კარგია, რომ ისე არ ვიყენებთ, როგორც მისი სანაკრებო დებიუტის დასაწყისში, როცა მაღალი გადაცემების ამარა ვტოვებდით. ის ალბათ, ერთადერთი იყო, ვინც შეცვლაზე შემოსულებიდან თამაში გაამწვავა, თუმცა განცდა რჩება, რომ ბოლომდე გასახსნელად, რაც ბუდუ ზივზივაძემ უკვე გაიარა, ჯერ კიდევ ნაბიჯები აქვს გადასასვლელი.
თუკი მომავალზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფეხბურთელები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ეროვნულ გუნდში საკუთარი ადგილი და როლი ჰქონდეთ. ლუკა ლოჩოშვილის პროგრესი აშკარაა, თუმცა მისი სიხისტე შესაძლოა, ძვირად დაგვიჯდეს, ხოლმე. გიბრალტარშიც, როცა ის დაჯარიმდა, გადავრჩით და გოლი არ გაგვიშვია. სტანდარტული მდგომარეობიდან ხიფათებს ხომ ისედაც რთულად ვიგეირიებთ.
ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ჩვენ თვალწინ პროგრესირებს, მაგრამ ანზორ მექვაბიშვილს კიდევ უფრო მეტი სჭირდება, რათა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში სასარგებლო იყოს. მან წიტაიშვილს საგოლე პასი გაუკეთა, თუმცა აქ უფრო გოლის ავტორის ინდივიდუალური ოსტატობა ვნახეთ. ამ საკითხებზე მწვრთნელი მას უფრო მეტს ეტყვის...
ვილი სანიოლსა და მის ნაკრებს მომავალ ოფიციალურ შეხვედრებამდე 6 თვე აქვს. ფრანგ სპეციალისტს მუშაობა, დაკვირვება და მსჯელობა ნამდვილად არ ეზარება და დაეწუნება, მთავარია ამის შედეგები პრაქტიკაში სრულად ვნახოთ. რესურსი ნამდვილად არის, მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძის ოპტიმალურ ფორმაში წარმოდგენა შეიძლება და ახალგაზრდა მოთამაშეებიც პროგრესირებენ.
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
2-0ს უგებ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს, თან ხელოვნურ საფარიან მოედანზე, ნამდვილად არ ღირდა დატოვება იმის რისკად, რომ გატრამვულიყო ან რამე მსგავსი. (ერთი იმიტომ მინდოდა დარჩენილიყო, რომ კიდევ ერთი გოლი გაეტანა და ოთხივე ლიგაში საუკეთესო ყოფილიყო გოლს+ასისტებით (ჰალანდს დაეწეოდა და გადაასწრებდა ასისტების წყალობით :) )