კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე გიბრალტარის 2:1 დამარცხების შემდეგ, nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა, რომელმაც "ჯვაროსნებში" მე-100 მატჩი ჩაატარა:

"თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია. მძიმე თამაში გამოვიდა, რადგან მოწინააღმდეგე მხოლოდ თავს იცავდა და რთული იყო ხაზების გარღვევა, მომენტის შექმნა. მეტოქე კარგად იყო დაცვაში ორგანიზებული და მინდვრის საფარიც არ გვიწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მორწყვა ვერ შეძლეს და ძალიან რთული იყო ბურთს გადაადგილება. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ
და ჯგუფში პირველი ადგილი გავიმყარეთ. ამიტომ, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი.

ძალიან მიხარია და ვამაყობ. 14 წელი დამჭირდა ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩასატარებლად. ეს გუნდი ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია ფეხბურთში. მიხარია, რომ აქ ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხანი დავრჩები. მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ, თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები".

მკითხველის კომენტარები / 2 /
იოლი არც ფეხბურთის თამაშია აბა.გამარჯვებებს იმსახურებს ქართველი გულშემატკივრები, რომლებსაც მაღალი საფეხბურთო გემოვნება ქონდათ ყოველთვის და ექნება მომავალშიც.ეს ქვეყანას ხომ პაიჭაძის,იამანიძის,მესხის, მეტრეველის,ხურცილავას,ყიფიანის,ჩივაძის, დარასელიას და შენგელიას გამზრდელი ქვეყანაა, სხვანაირად აბა როგორ.
qomagi
19:35 27-09-2022
0
ვისტან ხო არ გაჯეჯილდიტ გიბრალტარტან ზედმეტი ხო არ მოგდიტ პაპი
aron
19:29 27-09-2022
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული