საბერძნეთმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი - 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

ათენი. "გეორგიოს კამარასი"

საბერძნეთი -ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 პელკასი (14), 1:1 ლეივერი (18), 2:1 მასურასი (55), 3:1 მანტალოსი (80)

მკითხველის კომენტარები / 27 /
თუ საბერძნეთის ან თურქეთის მომგები არ ხართ ახლავე წააგეთ! ხიზანა მოაშორეთ ნაკრებს. ფეხბურთელი დააყენეთ ძირითადში, რომელიც კონკრეტულ მომენტში უკეთესად გამოიჩენს თავს თამაშის წინა ვარჯიშებზე.რა თქმა უნდა ეს ხვიჩას არ ეხება. დანარჩენი ყველა ერთი დონის არიან
დავით 67
28 სექტემბერი 2022 05:58
8
2024 mde droa da winaswar verafers itkvi,erti egaa kazaxebs koveltvis unda movugot kashia iqneba tu ar iqneba da vinc iqneba tu ar iqneba kidev...
Givi
28 სექტემბერი 2022 09:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული