საბერძნეთმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი - 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

ათენი. "გეორგიოს კამარასი"

საბერძნეთი -ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 პელკასი (14), 1:1 ლეივერი (18), 2:1 მასურასი (55), 3:1 მანტალოსი (80)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ხოლო თუკი თურქეთი ძირითადი შესარჩევიდან გავა ევროზე, მაშინ ლუქსემბურგი ამოიწევს მაღლა და გამოდის რომ
საქართველო-ლუქსემბურგი
საბერძნეთი-ყაზახეთი
იქნება ნახევარფინალები.
ირაკლი
28 სექტემბერი 2022 00:48
19
ბულგარეთი როგორ იქნება როდესაც 9 ქულა დააგროვა, ლუქსემბურგმა კი 11. არაფერი პირადული, უბრალოდ არითმეტიკა.
ირაკლი
28 სექტემბერი 2022 08:26
0
და რატომ არ ფიქრობ რომ საბერძნეთი ბულგარეთი და თურქეთი ყაზახეთი იქნება? 9 ოქტომბერს უნდა მივხვდეთ დაახლოებით რა მოხდება.
roma bejanidze
28 სექტემბერი 2022 02:09
5
კარგად დაჯდა მომწონს. ახლა შესარჩევს მივაწვეთ იქედან ვცადოთ გასვლა იმედია ნორმალური ჯგუფი იქნება
რაბუ
28 სექტემბერი 2022 00:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული