უკანასკნელ ტურში გიბრალტართან (2:1) დაპირისპირების ბოლო წუთები ნერვული გვქონდა და გამარჯვების შენარჩუნება გაგვიჭირდა. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.
გიორგი ლორია (7.0) - გიბრალტარელები იშვიათად გვიტევდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სერიოზული იერიში განახორციელეს, საქართველოს ნაკრების მეკარემ ზედიზედ ორი რთული დარტყმული მოიგერია, რა დროსაც მუხლის ტრავმა
გიორგი მამარდაშვილი (6.5) - "ვალენსიას" მეკარე კვლავ თავდაჯერებული იყი. "მშრალი" მატჩების სერია ვერ გააგრძელა, თუმცა გოლის დროს ვერაფრით დავადანაშაულებთ, ახლო მანძილიდან გაუტანეს.
ოთარ კაკაბაძე (6.5) - მეტოქიდან გამომდინარე, კაკაბაძეს საშუალება ეძლეოდა, შეეტია და უკანა ხაზი ორი ცენტრალური მცველის ამარა დაეტოვებინა. რაც შეეხება უშუალო მოვალეობას, გიბრალტარელები იშვიათად "იჩხვლიტებოდნენ", თუმცა ოთარმა პოზიციურად გარკვეული შეცდომები დაუშვა.
გურამ კაშია (6.5) - ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ მატჩისა არ იყოს, ჩვენს საჯარიმოში შესვლა გიბრალტარელებსაც უჭირდათ, რაც დაცვის მწყობრ თამაშზე მიუთითებს. გაშვებული გოლის დროს "ჯვაროსნების" კაპიტანს, რომელიც ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრას ატარებდა, ბურთი თავზე გადააფრინდა და მარტოდ დარჩენილმა მეტოქემ თამაშგარის ზღვარიდან გაიტანა.
დავით ხოჭოლავა (6.5) - ჯარიმა, რომლის შემდეგაც გოლი გავუშვით, სწორედ ხოჭოლავას მიერ თამაშის წესის დარღვევას მოჰყვა. საჯარიმოს მისადგომებთან მეტი სიფრთხილეა საჭირო. დათას მსგავსი ეპიზოდი წინა ტურის შეხვედრაშიც ჰქონდა, სხვა მხვრივ, "კოპენჰაგენის" მცველი ნამდვილად საიმედოა.
საბა ლობჟანიძე (5.5) - "ჰათაისპორის" ნახევარმცველი რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა, ეს ახლაც კარგად გამოჩნდა. საბამ თამაში სულ რამდენჯერმე გაამწვავა, არადა ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეუძლია.
ნიკა კვეკვესკირი (6.5) - წინა მატჩისგან განსხვავებით, ნიკამ თავისი თამაში იპოვა, ბურთს ხშირად იღებდა და გრძელი პასებით თამაშს ამწვავებდა, თუმცა კიდევ უფრო მრავალფეროვნება და სისწრაფე გვჭირდებოდა.
ანზორ მექვაბიშვილი (5.5) - თბილისის "დინამოს" შუახაზელმა წიტაიშვილს გაატანინა, თუმცა მას მეტი მოეთხოვება როგორც შექმნის თვალსაზრისით, ასევე დაცვითი ფუნქციებისას. რამდენჯერმე იოლად გასცდნენ.
ირაკლი აზაროვი (7.0) - "ცრვენა ზვეზდას" ფლანგელმა კვარაცხელიას მახვილგონიერი პასი გაუკეთა, რასაც ხვიჩას მიერ თერთმეტმეტრიანის მოპოვება მოჰყვა. მთლიანობაში, ირაკლი დამაჯერებელი იყო და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში.
გიორგი წიტაიშვილი (7.5) - ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფენაბაა ისეთი მოთამაშის ყოლა, როგორიც წიტაიშვილია. ის თავდაპირველად, მარჯვენა შემტევად ვიხილეთ და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ისევ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა. შემოქმედების თვალსაზრისით, გიორგის კიდევ უფრო დიდი რესურსი აქვს.
ხვიჩა კვარაცხელია (8.0) - საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერზე ისევ იმავეს გამეორება შეიძლება - ის ახერხებს, რომ მის წინააღმდეგ ამხელა მეურვეობის მიუხედავად, ყოველთვის რაღაც ღირებული შემქნას.
იმ ფონზე, რაც მან "ლივერპულისა" თუ "მილანის" მცველებს "ჩაუტარა", გიბრალტარელებთან დომინანტობა რა გასაკვირია. ის მოწინააღმდეგეებს ცრუმოძრაობებს უკეთებს და ისინიც იძულებულები არიან, თამაშის წესი დაარღვიონ, ერთადერთი რისი შიშიც გვაქვს, ხოლმე, "კვარას" ტრავმა არ მიაყენონ.
ბუდუ ზივზივაძე (6.0) - მატჩის წინაც ვთქვით, რომ წინა ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, მისი დასვენება მთლად სამართლიანი არ იქნებოდა და ეს სანიოოლმაც ასე ჩათვალა. ბუდუ ისეთივე აქტიური და მოძრავი არ ყოფილა, თუმცა ერთხელ უკვე საფირმოდ, მოწინააღმდეგეს ბურთი "მოჰპარა" და შეტევა ხვიჩას გაუგრძელა. "კვარას" დარტყმა შეეძლო, თუმცა ერთგვარად "ვალი დააბრუნა", ზივზივაძემ კი საგოლედ ვეღარ მოიქნია.
გიორგი მიქაუტაძე (6.0) - საქართველოს ნაკრების ცვლილებებმა არ გაამართლა, თუმცა ამას მიქაუტაძეზე ნაკლებად ვიტყვით. გიორგი მონდომებული და აქტიური იყო, კვლავ მარჯვენა ფლანგზე გადადიოდა და გოლის გატანა ძალიან სურდა. შესაძლოა, მას უფრო მეტი დრო უნდა მისცემოდა.
ზურიკო დავითაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი - ფეხბურთში არის დღეები, რომლებიც უბრალოდ, უიღბლოა. საქართველოს ნაკრებმა ცვლილებებიდან თამაში არა თუ გააძლიერა, ამის შემდეგ, უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნა. ამის მიზეზი სხვადასხვაა, ჩვენი თვითმიზანი კი ის არაა, ვინმეს დაბალი შეფასება დავუწეროთ, ამიტომ დღეს ზოგიერთებთან მისგან თავს შევიკავებთ, მიზეზი სხვადასხვაა.
ზურიკო დავითაშვილი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ის რომ სანიოლის ახალი ტაქტიკა 11 მატჩია წარმატებით მუშაობს, ამაში ზურიკოს წვლილი დიდია. მას გიბრალტარში ბევრი დრო არ მისცემია, თუმცა საკუთარ თავს არ ჰგავდა, გაფრთხილებაც მიიღო და თითქოს, ენერგიაც აკლდა.
ვაკო ყაზაიშვილმა უკვე ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელია შეცვლა, ამის შემდეგ კი ჩვენი ნაკრების შესრულებით კარგი ეპიზოდები ფაქტობრივად, არ გვინახავს. კონკრეტულ ფეხბურთელზე ჯოხის გადატეხვა მართებული არაა, უბრალოდ გუნდური მექანიზმი მოიშალა, თუმცა ყაზაიშვილი ძალიან პასიურობდა.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, მას ძალიან ცოტა დრო მიეცა, რაც შესაფასებლად ისედაც რთულია. სანიოლმა მისი შემოყვანით დაცვას კიდევ ერთი მოთამაშე დაამატა და მშვიდი ბოლო წუთების იმედი ჰქონდა, თუმცა "კრემონეზეს" მცველი ბოლოს გაუმართლებლად დაჯარიმდა და გამარჯვება ეჭვქვეშ დადგა.
ვილი სანიოლი (6.0) - უკანასკნელი ორი შეხვედრიდან გამომდინარე, სანიოლს თავს ისეთი კრიტიკა დაატყდა, რაც ამ წარმატებული სერიის განმავლობაში არ ჰქონია. ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი მართლაც გარკვეულ უკმაყოფილებას იმსახურებს, თუმცა შედეგს მაინც მივაღწიეთ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იდელაურ ტაქტიკურ განლაგებას მიაგნო, ფეხბურთელების რესურს ბოლომდე იყენებს და გუნდში ჯანსაღი სიტუაცია აქვს, თუმცა აუცილებელია, შეტევაში შედეგის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება გვქონდეს და ისე არ ჩანდეს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზოგადად, ინდივიდუალური ქმედებების გარეშე, გატანას ვერ ვახერხებდეთ.
ფრანგ სპეციალისტს განსაკუთრებით, გიბრალტართან მატჩის მეორე ტაიმი ჩაუვარდა - გუნდი მოდუნდა, ცვლილებებმა ვერ გაამართლა და სუსტ მეტოქეეთან გამარჯვება სათუო გახდა.
მთავარია, სანიოლმა საკადრო რესურსის ძიება ისევ ასე განაგრძოს და მომაბალში არსებული შეცდომები გაითვალისწინოს.
"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?
კაკაბაძე და ლობჟანიძე სრულად ამოვარდნილი იყვნენ სათამაშო სქემიდან და ბურთს უაზროდ იგდებდნენ წინ, ვერ ხეირინად ჩააწოდეს და ვერ მეტოქეს აუარეს გვერდი, მოკლედ საშინელი მატჩი ქონდათ.
კაშია და ხოჭო - კარგი მატჩი ქონდათ და ხოჭოლავას დადანაშაულება ჯარიმის გამო უსამართლობაა, რადგან ჯერ ერთი სადაო ჯარიმა იყო და მეორეც კიდე მანდ დამნაშავე კვეკვესკვირია, რომელმაც საზიზღარი გადაცემა გააკეთა და მეტოქეს ჩააბარა ბურთი.
აზაროვი - კარგი მატჩი ქონდა, ხშირად ერთვებოდა შეტევაში და ხვიჩას ეხმარებოდა.
მექვაბიშვილი და კვეკვესკვირი - აი თუ ვინმეს ქონდა საშინელი შეხვედრა ეს ორია, რადგან კვეკვეს მშვენიერ გადაცემას თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებში, მაგის მერე თითქმის სულ არასწორი გადაცემები აკეთა, უამრავჯერ დაკარგა ორივემ ბურთი, საშინლად ანელებდნენ ტემპს და ცენტრში გიბრალტარმა აჯობათ.
კვარა - მარტო ის ფაქტი რომ მისი გასვლის შემდეგ გიბრალტარი წამოგვაჯდა უკვე ამბობს იმას თუ როგორი იყო კვარა.
ზივზივაძე - ცოტა დაღლილი მომეჩვენა და ნაკლებს მოძრაობდა.
წიტაიშვილი - მშვენიერი შეხვედრა ქონდა და ერთერთი ნათელი წერტილი იყო.
ვაკო - ფაქტიურად არ ჩართულა თამაშში.
ზურიკო - აშკარად რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა და საშინელება გამოუვიდა. ეზოში მოთამაშეს გავდა, რომელიც ჯიუტად არ იძლევა პასს და ყველას მოტყუებას ცდილობს.
საბედნიეროდ მოვიგეთ, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში უამრავი ხარვეზი გვქონდა, რაც გამოსასწორებელია, განსაკუთრებით მოედნის ცენტრი საჭიროებას დიდ ცვლილებებს.
დავით აღამაშენებლის მემატიანე - ,,ორგულ არს ბუნება ქართველთა, რა ჟამს განსუქდენ და გაძღნენ იწყებენ ქმნად ბოროტისა. " :)
რატომ ვწერ ეხლა ამას, მადლობის მეტი რა გვეთქმის სანიოლისთვის, კაცმა ყველა თამაში მოიგო და 1 ადგილზე გაიყვანა ნაკრები. და მაინც მის მიმართ არის ბოღმა და ნეგატივი.
გავიხსენოთ ნოდარ ახალკაცი 3 ჯერ არის გაგდებული თბილისის დინამოდან.
პატარა ვიყავი მაგრამ მახსოვს. ბოლო წელბში დინამო საკავშირო ჩემპიონატში სულ გავარდნის ზონაში იყო. დააბრუნეს ახალკაცი და გუნდი 4 ადგილზე გაიყვანა და უეფას ტურნირის საგზური მოუპოვა, ხოდა გააგდეს ახალკაცი და უეფაზე სხვა მწვრთნელმა გაიყვანა დინამო.
შეადარეთ ეხლა უკრაინელების დამოკიდებულება. ხელისგულზე ატარებდენ ლობანოვსკის.
ახალკაცი გააგდეს 82 ში მერე დააბრუნეს86 წელს თუ არ ცდები 87-ში ისევ გააგდეს.
რაც მთავარია მაინც ვიგებთ! მე მგონი ეს შემთხვევითი არაა, ეს არის სანიოლის დამსახურება, მან გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა ბიჭებს და ცუდად თამაშითაც ვიგებთ. მოკლედ დიდი მადლობა ბიჭებს ამ წარმატებისათვის და კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს!