ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგაზე" B დივიზიონში დაწინაურდა, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში კი ყაზახებს დაუპირისპირდება. 9 ოქტომბერს მეტოქეებს შესარჩევ ეტაპზე გავიგებთ, სადაც შეხვედრები მომავალი წლის მარტიდან დაიწყება, მანამდე კი ამხანაგური მატჩები ჩატარდება.

უკანასკნელ ტურში გიბრალტართან (2:1) დაპირისპირების ბოლო წუთები ნერვული გვქონდა და გამარჯვების შენარჩუნება გაგვიჭირდა. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (7.0) - გიბრალტარელები იშვიათად გვიტევდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სერიოზული იერიში განახორციელეს, საქართველოს ნაკრების მეკარემ ზედიზედ ორი რთული დარტყმული მოიგერია, რა დროსაც მუხლის ტრავმა
მიიღო და შესვენების შემდეგ, შესაცვლელი შეიქმნა.

გიორგი მამარდაშვილი (6.5) - "ვალენსიას" მეკარე კვლავ თავდაჯერებული იყი. "მშრალი" მატჩების სერია ვერ გააგრძელა, თუმცა გოლის დროს ვერაფრით დავადანაშაულებთ, ახლო მანძილიდან გაუტანეს.

ოთარ კაკაბაძე (6.5) - მეტოქიდან გამომდინარე, კაკაბაძეს საშუალება ეძლეოდა, შეეტია და უკანა ხაზი ორი ცენტრალური მცველის ამარა დაეტოვებინა. რაც შეეხება უშუალო მოვალეობას, გიბრალტარელები იშვიათად "იჩხვლიტებოდნენ", თუმცა ოთარმა პოზიციურად გარკვეული შეცდომები დაუშვა.

გურამ კაშია (6.5
) - ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ მატჩისა არ იყოს, ჩვენს საჯარიმოში შესვლა გიბრალტარელებსაც უჭირდათ, რაც დაცვის მწყობრ თამაშზე მიუთითებს. გაშვებული გოლის დროს "ჯვაროსნების" კაპიტანს, რომელიც ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრას ატარებდა, ბურთი თავზე გადააფრინდა და მარტოდ დარჩენილმა მეტოქემ თამაშგარის ზღვარიდან გაიტანა.

დავით ხოჭოლავა (6.5) - ჯარიმა, რომლის შემდეგაც გოლი გავუშვით, სწორედ ხოჭოლავას მიერ თამაშის წესის დარღვევას მოჰყვა. საჯარიმოს მისადგომებთან მეტი სიფრთხილეა საჭირო. დათას მსგავსი ეპიზოდი წინა ტურის შეხვედრაშიც ჰქონდა, სხვა მხვრივ, "კოპენჰაგენის" მცველი ნამდვილად საიმედოა.

საბა ლობჟანიძე (5.5) - "ჰათაისპორის" ნახევარმცველი რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა, ეს ახლაც კარგად გამოჩნდა. საბამ თამაში სულ რამდენჯერმე გაამწვავა, არადა ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეუძლია.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - წინა მატჩისგან განსხვავებით, ნიკამ თავისი თამაში იპოვა, ბურთს ხშირად იღებდა და გრძელი პასებით თამაშს ამწვავებდა, თუმცა კიდევ უფრო მრავალფეროვნება და სისწრაფე გვჭირდებოდა.

ანზორ მექვაბიშვილი (5.5) - თბილისის "დინამოს" შუახაზელმა წიტაიშვილს გაატანინა, თუმცა მას მეტი მოეთხოვება როგორც შექმნის თვალსაზრისით, ასევე დაცვითი ფუნქციებისას. რამდენჯერმე იოლად გასცდნენ.

Sportall.Ge

ირაკლი აზაროვი (7.0)  - "ცრვენა ზვეზდას" ფლანგელმა კვარაცხელიას მახვილგონიერი პასი გაუკეთა, რასაც ხვიჩას მიერ თერთმეტმეტრიანის მოპოვება მოჰყვა. მთლიანობაში, ირაკლი დამაჯერებელი იყო და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში.

გიორგი წიტაიშვილი (7.5) - ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფენაბაა ისეთი მოთამაშის ყოლა, როგორიც წიტაიშვილია. ის თავდაპირველად, მარჯვენა შემტევად ვიხილეთ და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ისევ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა. შემოქმედების თვალსაზრისით, გიორგის კიდევ უფრო დიდი რესურსი აქვს.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია (8.0) - საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერზე ისევ იმავეს გამეორება შეიძლება - ის ახერხებს, რომ მის წინააღმდეგ ამხელა მეურვეობის მიუხედავად, ყოველთვის რაღაც ღირებული შემქნას.
იმ ფონზე, რაც მან "ლივერპულისა" თუ "მილანის" მცველებს "ჩაუტარა", გიბრალტარელებთან დომინანტობა რა გასაკვირია. ის მოწინააღმდეგეებს ცრუმოძრაობებს უკეთებს და ისინიც იძულებულები არიან, თამაშის წესი დაარღვიონ, ერთადერთი რისი შიშიც გვაქვს, ხოლმე, "კვარას" ტრავმა არ მიაყენონ.

ბუდუ ზივზივაძე (6.0) - მატჩის წინაც ვთქვით, რომ წინა ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, მისი დასვენება მთლად სამართლიანი არ იქნებოდა და ეს სანიოოლმაც ასე ჩათვალა. ბუდუ ისეთივე აქტიური და მოძრავი არ ყოფილა, თუმცა ერთხელ უკვე საფირმოდ, მოწინააღმდეგეს ბურთი "მოჰპარა" და შეტევა ხვიჩას გაუგრძელა. "კვარას" დარტყმა შეეძლო, თუმცა ერთგვარად "ვალი დააბრუნა", ზივზივაძემ კი საგოლედ ვეღარ მოიქნია.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე (6.0) - საქართველოს ნაკრების ცვლილებებმა არ გაამართლა, თუმცა ამას მიქაუტაძეზე ნაკლებად ვიტყვით. გიორგი მონდომებული და აქტიური იყო, კვლავ მარჯვენა ფლანგზე გადადიოდა და გოლის გატანა ძალიან სურდა. შესაძლოა, მას უფრო მეტი დრო უნდა მისცემოდა.

ზურიკო დავითაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი - ფეხბურთში არის დღეები, რომლებიც უბრალოდ, უიღბლოა. საქართველოს ნაკრებმა ცვლილებებიდან თამაში არა თუ გააძლიერა, ამის შემდეგ, უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნა. ამის მიზეზი სხვადასხვაა, ჩვენი თვითმიზანი კი ის არაა, ვინმეს დაბალი შეფასება დავუწეროთ, ამიტომ დღეს ზოგიერთებთან მისგან თავს შევიკავებთ, მიზეზი სხვადასხვაა.

ზურიკო დავითაშვილი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ის რომ სანიოლის ახალი ტაქტიკა 11 მატჩია წარმატებით მუშაობს, ამაში ზურიკოს წვლილი დიდია. მას გიბრალტარში ბევრი დრო არ მისცემია, თუმცა საკუთარ თავს არ ჰგავდა, გაფრთხილებაც მიიღო და თითქოს, ენერგიაც აკლდა.

ვაკო ყაზაიშვილმა უკვე ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელია შეცვლა, ამის შემდეგ კი ჩვენი ნაკრების შესრულებით კარგი ეპიზოდები ფაქტობრივად, არ გვინახავს. კონკრეტულ ფეხბურთელზე ჯოხის გადატეხვა მართებული არაა, უბრალოდ გუნდური მექანიზმი მოიშალა, თუმცა ყაზაიშვილი ძალიან პასიურობდა.

რაც შეეხება ლოჩოშვილს, მას ძალიან ცოტა დრო მიეცა, რაც შესაფასებლად ისედაც რთულია. სანიოლმა მისი შემოყვანით დაცვას კიდევ ერთი მოთამაშე დაამატა და მშვიდი ბოლო წუთების იმედი ჰქონდა, თუმცა "კრემონეზეს" მცველი ბოლოს გაუმართლებლად დაჯარიმდა და გამარჯვება ეჭვქვეშ დადგა.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი (6.0) - უკანასკნელი ორი შეხვედრიდან გამომდინარე, სანიოლს თავს ისეთი კრიტიკა დაატყდა, რაც ამ წარმატებული სერიის განმავლობაში არ ჰქონია. ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი მართლაც გარკვეულ უკმაყოფილებას იმსახურებს, თუმცა შედეგს მაინც მივაღწიეთ. 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იდელაურ ტაქტიკურ განლაგებას მიაგნო, ფეხბურთელების რესურს ბოლომდე იყენებს და გუნდში ჯანსაღი სიტუაცია აქვს, თუმცა აუცილებელია, შეტევაში შედეგის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება გვქონდეს და ისე არ ჩანდეს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზოგადად, ინდივიდუალური ქმედებების გარეშე, გატანას ვერ ვახერხებდეთ.

ფრანგ სპეციალისტს განსაკუთრებით, გიბრალტართან მატჩის მეორე ტაიმი ჩაუვარდა - გუნდი მოდუნდა, ცვლილებებმა ვერ გაამართლა და სუსტ მეტოქეეთან გამარჯვება სათუო გახდა. 

მთავარია, სანიოლმა საკადრო რესურსის ძიება ისევ ასე განაგრძოს და მომაბალში არსებული შეცდომები გაითვალისწინოს.

alt"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

მკითხველის კომენტარები / 18 /
წინასწარ ვიხდი ბოდიშს ასეთი კრიტიკული კომენტარისთვის. თუ დააკვირდებით ნაკრებში არის რაღაც ტაბუ, არიან ფეხბურთელები რომლებიც რატომღაც მუდამ არიან გამოძახებულნი შემადგენლობაში. სხვა ვერაფრით ამიხსნია ყაზაიშვილის კვლავ ნაკრებში გამოძახება და თუნდაც შეცვლაზე შეშვება, ხომ ხედავს ყველა პასუხიმგებელი პირი რომ ამ ბიჭს აღარც კი უნდა თამაში და მოვალეობის მოხდის მიზნით ძუნძულებს მოედანზე. ასევე რა გახდა კაკაბაძის შემცვლელის პოვნა, ძალიან უკლასოა სამწუხაროდ, გაიხსენეთ საბერძნეთთან საკუთარ კარში გატანილი ბურთი, პლიუს წინაც დიდს ვერაფერს ქმნის. ლობჟანიძე ასე ირბენს თოხარიკი ცხენივით მუდამ, გაჭენდება და მერე აღარ ეცოდინება რა აკეთოს. მექვაბიშვილი დავივიწყოთ, იმიტომაცაა "დინამო" ჭაობში ასეთი ფეხბურთელი რომ ყავს ლიდერად. ლოჩოშვილი კი თამაშობს სერია ა-ში, მაგრამ არაა მაღალი დონის მცველი, "კრემონეზეშიც" და ნაკრებშიც საკმაოდ შეცდომები აქვს. აზაროვი ჰგავს 17 წლამდელ ფეხბრუთელს, უნდა გაიგოს ყველა ფეხბურთელმა, რომ ბურთის გორებასთან ერთად საერთო კუნთოვანი მასა უნდა გაზარდოს აუცილებლად, ეს ტრავმებსაც აარიდებთ დიდწილად. კვეკვესკირი და აბურჯანია მარტო ფიზიკურად რომ შეხედავ მოედნის ცენტრის ფეხბურთელებს საერთოდ არ გვანან. აბურჯანია საერთოდაც მგონია რომ უფრო წინ უნდა თამაშობდეს, უფრო ეფექტურია მაგ დროს და ვინ დააბრალა/დაავალა საყრდენობა თავის დროზე?
ირაკლი
28 სექტემბერი 2022 13:58
1
სრულიად გეთანხმები, მეც იგივე აზრზე ვარ
gia
28 სექტემბერი 2022 17:47
0
ფეხბუტს არ უყურებტ,ვაკო რო პას გადიოდა, რომელი უბრუნებდა, კვეკვესკირი რომელმაც მინიმუმ 2სემტხვევასი არ მისცა პასი იგივე იტქმის ლობჯანიცეზე, ყველას გოლის გატანა უნდოდა.ვაკოს დაანებეტ ტავი.ერტერყველაზე გამოცდილი და ჯკვიანი ფეხბურტელია.
niko
28 სექტემბერი 2022 15:06
9
ყველა გამოხმაურება
არაობიექტური შეფასებებია, ისევე როგორც კომენტატორები, ავტორიც ერიდება გარკვეული ფეხბურთელების კრიტიკას. ლორიამ ორი სეივი კი გააკეთა მაგრამ უნდა ითქვას რომ შეცდომა დაუშვა, პირველი დარტყმა არ იყო რთული და ხელიდან გაუვარდა, რის გამოც საჭირო გახდა მეორე სეივი, რომელიც მართლა კარგი იყო მაგრამ თვითონ შეუქმნა ეგ მომენტი.
კაკაბაძე და ლობჟანიძე სრულად ამოვარდნილი იყვნენ სათამაშო სქემიდან და ბურთს უაზროდ იგდებდნენ წინ, ვერ ხეირინად ჩააწოდეს და ვერ მეტოქეს აუარეს გვერდი, მოკლედ საშინელი მატჩი ქონდათ.
კაშია და ხოჭო - კარგი მატჩი ქონდათ და ხოჭოლავას დადანაშაულება ჯარიმის გამო უსამართლობაა, რადგან ჯერ ერთი სადაო ჯარიმა იყო და მეორეც კიდე მანდ დამნაშავე კვეკვესკვირია, რომელმაც საზიზღარი გადაცემა გააკეთა და მეტოქეს ჩააბარა ბურთი.
აზაროვი - კარგი მატჩი ქონდა, ხშირად ერთვებოდა შეტევაში და ხვიჩას ეხმარებოდა.
მექვაბიშვილი და კვეკვესკვირი - აი თუ ვინმეს ქონდა საშინელი შეხვედრა ეს ორია, რადგან კვეკვეს მშვენიერ გადაცემას თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებში, მაგის მერე თითქმის სულ არასწორი გადაცემები აკეთა, უამრავჯერ დაკარგა ორივემ ბურთი, საშინლად ანელებდნენ ტემპს და ცენტრში გიბრალტარმა აჯობათ.
კვარა - მარტო ის ფაქტი რომ მისი გასვლის შემდეგ გიბრალტარი წამოგვაჯდა უკვე ამბობს იმას თუ როგორი იყო კვარა.
ზივზივაძე - ცოტა დაღლილი მომეჩვენა და ნაკლებს მოძრაობდა.
წიტაიშვილი - მშვენიერი შეხვედრა ქონდა და ერთერთი ნათელი წერტილი იყო.
ვაკო - ფაქტიურად არ ჩართულა თამაშში.
ზურიკო - აშკარად რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა და საშინელება გამოუვიდა. ეზოში მოთამაშეს გავდა, რომელიც ჯიუტად არ იძლევა პასს და ყველას მოტყუებას ცდილობს.

საბედნიეროდ მოვიგეთ, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში უამრავი ხარვეზი გვქონდა, რაც გამოსასწორებელია, განსაკუთრებით მოედნის ცენტრი საჭიროებას დიდ ცვლილებებს.
საქართველო
28 სექტემბერი 2022 13:00
1
ზოგიერთ შეფასებაში არ ვეთანხმები, უბრალოდ ალოგიკურია, მაგ. ყველა ვთანხმდებით, რომ ნახევარდაცვაში დიდი პრობლემაა და 6.5 უწერთ კვეკვესკირს, არადა ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა, ბევრი უზუსტო გადაცემა, ბურთის ამოტანისას პრობლემები, კარში სახიფათოდ რამდენჯერმე დაარტყმევინეს გიბრალტარელებს შორიდან, ანუ საყრდენების ზონიდან, რაც ლორიას ტრავმად დაგვიჯდა და კიდევ, რამდენჯერ დაარტყა კარისკენ კვეკვესკირმა? ბევრჯერ და კარისკენ შემთხვევითაც არ წასულა არც ერთი, თუ ვერ ურტყამ ბოლოს და ბოლოს შეეშვი რა. იმედია ამას გაითვალისწინებს მწვრთნელიც და ფეხბურთელიც! ზურიკო თავს არ გავდა მაგრამ მგონია დროებითია, ყაზაიშვილზე რა ვთქვა :(, უბრალოდ გული მწყდება ასეთი პოტენციალის მქონე ფეხბურთელის ასეთ თამაშებს რომ ვუყურებ თან მერამდენედ. ლობოც არ ჰგავს საკუთარ თავს, მექვაბიშვილს ბევრი შანსი მიეცა მაგრამ ....
რაც მთავარია მაინც ვიგებთ! მე მგონი ეს შემთხვევითი არაა, ეს არის სანიოლის დამსახურება, მან გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა ბიჭებს და ცუდად თამაშითაც ვიგებთ. მოკლედ დიდი მადლობა ბიჭებს ამ წარმატებისათვის და კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს!
Irakli
28 სექტემბერი 2022 12:14
2
მართალია, ჩვენი ნახევარდაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.ვფიქრობ ეს დროებითია. ველოდებით ჭაკვეტაძეს, კიტეიშვილს. ასევე ლევან შენგელიას, ბერიძეს. ველოდებით მარადაშვილის გადმობირებას. ლუკა გაგნიძის გაზრდას და ა.შ. ვფიქრობ 2024 წლისთვის უფრო სტაბილური და ძლიერი ნაკრები გვეყოლება.
გია
28 სექტემბერი 2022 14:04
1
ჭანკვეტაძეს ელოდებით? მაწკეპლაძეს და გელხუიძეს არა?
ვენეციის კომისია
28 სექტემბერი 2022 14:21
2
გამოიᲫახოს ბერიᲫე,ის ხომ მაინც არის ფორმაᲨი.
გადადექი
28 სექტემბერი 2022 12:00
1
სამწუხაროდ ქართველი უმადური და ბოღმიანია. ვერ იტანს მოყვასის წარმატებას.
დავით აღამაშენებლის მემატიანე - ,,ორგულ არს ბუნება ქართველთა, რა ჟამს განსუქდენ და გაძღნენ იწყებენ ქმნად ბოროტისა. " :)

რატომ ვწერ ეხლა ამას, მადლობის მეტი რა გვეთქმის სანიოლისთვის, კაცმა ყველა თამაში მოიგო და 1 ადგილზე გაიყვანა ნაკრები. და მაინც მის მიმართ არის ბოღმა და ნეგატივი.
გავიხსენოთ ნოდარ ახალკაცი 3 ჯერ არის გაგდებული თბილისის დინამოდან.
პატარა ვიყავი მაგრამ მახსოვს. ბოლო წელბში დინამო საკავშირო ჩემპიონატში სულ გავარდნის ზონაში იყო. დააბრუნეს ახალკაცი და გუნდი 4 ადგილზე გაიყვანა და უეფას ტურნირის საგზური მოუპოვა, ხოდა გააგდეს ახალკაცი და უეფაზე სხვა მწვრთნელმა გაიყვანა დინამო.
შეადარეთ ეხლა უკრაინელების დამოკიდებულება. ხელისგულზე ატარებდენ ლობანოვსკის.
las
28 სექტემბერი 2022 12:23
9
მთლათ კარგი მახსოვრობა ვერ გქონიათ ბატონო ჩემო. არ იყო ეგრე, რა ახალკაცის სამჯერ გაგდებაზე საუბრობთ. დავით აღმაშენებლის მემატიანეც იქ თავადებზეა საუბრობს, მაგალითად ლიპარიტ ბაღუაშზე. რაც შეეხება მწვრთნელს, მთელ მსოფლიოში ყველა ყველანაირ უბედურებას მწვრთნელს აბრალებს და რაღა ჩვენ ვართ "ორგულ"?
გენაცვალეთ
28 სექტემბერი 2022 14:44
2
კაი არ ვართ. რაც ვართ კი გვეტყობა ქვეყანაზე და თუ გინდა ფეხბურთზეც.
ახალკაცი გააგდეს 82 ში მერე დააბრუნეს86 წელს თუ არ ცდები 87-ში ისევ გააგდეს.
las
28 სექტემბერი 2022 15:31
0
მექვაბიშვილი კობიშვილის ახლო ნათესავია?
,,
28 სექტემბერი 2022 18:07
4
საჭიროა და აუცილებელი კრიტიკა ყველა ფეხბურთელის..ვინც არ უნდა იყოს. ერთ დონეზე ყველა თამაშს ვერ ჩაატარებს. ქინქლაძეს,არველაძეს და სხვა ლიდერებსაც არ აკლდა კრიტიკა და ლანძღვა გინება თავის დროზე. კვარაცხელიასაც არ გამოუვიდეს ყველა თამაში და სხვებსაც. აი ყაზაიშვილის დაბულინგება რა აუცილებელია სულ. კაცი პლანეტის საპირისპირო მხარიდან ჩამოდის ნაკრებში სათამაშოდ, არასდროს მოუმიზებებია ტრამვა ან გადაღლილობა. რეაქტიული არასდროს ყოფილა მაგრამ ცუდი ფეხბურთელი და ადამიანი არაა. ამ თამაშში ბურთი რამდენჯერმე დაიჭირა...ორჯერ დასარტყმელი პოზიციაზე იყო და პასი არ თუ ვერ მისცეს... სხვებმა იმატაოს ბურთი დაკარგოს და ამან მთელი მოედანი წინ და უკან ირბინოს და პასი არ მისცენ...და კიდე ეს ლანძღონ...
ლაშა
28 სექტემბერი 2022 20:16
2
არაუშავს, ვაპატიოთ ბიჭებს. ზოგი ზედმეტად ერთობოდა, ზოგი დაიღალა, ზოგმაც შეიძლება თავსაც გაუფრთხილდა, ისეთი მოედანი იყო და თამაშიც არაფრის მომცემი იყო(მართალია ნაკრებში ეს არასაპატიოა ისე:)). მთავარია დიდი უპერატესობით მოვიგეთ ჯგუფი და როდესაც საჭირო იყო, ბულგარეთში და ჩრ.მაკედონიაში, ძალიან კარგად ითამაშეს და ეს მაძლევს მომავალშიც იმედს. კიტე და ჩაკვეძ შევა ფორმაში. პლუს კარგი ახალგაზრდებიც მოდის. ასე რომ არ გვინდა ხალხნო ამდენი პესიმიზმი. ყველაფერი კარგად იქნება!
შოთა
28 სექტემბერი 2022 17:16
3
კვეკვე გასაშვებია , ყაზაიშვილი საერთოდ დასავიწყებელი მექვაბიშვილი გვარს ამართლებს ქვაბივით თამაშობს ესეც მოაშორეთ ჩაკვე დაემატება და რამე გამოვა ახალგაზრდებს უნდა მიეცეს შანსი ბოლო 20 წთ და არა მიქაუტაძეებს და ყაზაიშვილებს და კიდე ვიღაცეებს
666=911
28 სექტემბერი 2022 18:34
14
ჩიტო!
ლაშა
28 სექტემბერი 2022 21:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული