უმნიშვნელოვანეს წილისყრამდე საათები რჩება - დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დაიწყება, სადაც სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

ჩვენი გუნდი მე-4 კალათაშია, გთავაზობთ სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალსა და კალათებს:

ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი

II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.

III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები,
ჩრდ. მაკედონია.

V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.

VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

აქვე გეტყვით, რომ 53 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება. 7 ჯგუფში 5 გუნდს ვიხილავთ, 3 ჯგუფში კი - ექვსს. ჯგუფში ორი საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, მათ სამი გუნდი ერთა ლიგიდან და პლუს, მასპინძელი გერმანია დაემატება.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23 მარტს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 47 /
პოლონეთი
უელსი
სომხეთი
საქართველო
მალტა
სან მარინო
სულ1ა
07 ოქტომბერი 2022 22:30
3
იდეალური იქნებოდა
baggio
08 ოქტომბერი 2022 10:23
0
ჩემი სურვილი ასეთია:
-შვეიცარია
-ბოსნია
-ალბანეთი
-საქართველო
-ლატვია/ ან მოლდოვა
-ლიხტენშტაინი
ქობულეთიდან
07 ოქტომბერი 2022 17:16
3
აქ გამოჩნდება შავი და თეთრი,აგრეთვე ის ბაქი-ბუქი ნაკრების უძლეველობაზე რამდენად საფუძვლიანია. მე კი მგონია რომ ისეთივე იმედგაცრუება გველის, როგორც ეს დაგვემართა ამ ერთი თვის წინ ევრობასკეთზე, როდესაც გვეგონა უძლეველი ნაკრები გვყავდა, მაგრამ უსახელოდ დავმარცხდით და თავი ჩვენმა ე,წ. ვასკვლავებმა სპორტის სასახლის დერეფნებში მეტოქე სპორცმენთთან ქუჩური ჩხუბით გამოიჩინეს.
boria
07 ოქტომბერი 2022 16:46
71
"ადამიანო", ნუ გადაგყავს ყველაფერი პოლიტიკაში. შენ და შენნაირები რაღაც უსაზიზღრეს შეხედულებას ამკვიდრებთ ბოლო დროს, რომ თითქოს აქეთ არის "მთელი საქართველო", "ნამდვილი პატრიოტები", და იქით - ოპოზიცია, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ჩვენი ნაკრებები როდის წააგებენ! არ არის ასე! და ნაკრები ყველასია. არავის აქვს უფლება, რომ ნაკრების და სპორტის პრივატიზება მოახდინოს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ! როცა იმსახურებენ ჩვენი სპორტსმენები, მათ სამართლიანად აკრიტიკებს როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია (ნახე, კალაძემ რა თქვა დინამოზე, სამარცხვინოდ რომ წააგეს 2020-ში თუ 2021-ში? და ძალიან კარგად თქვა). როცა იგებენ, ყველას უხარია მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა. ამ "მაქარაშვილებს" და "სანაიებს" მინიმუმ ქვეყნის მესამედი უჭერს მხარს (რომელიც ასევე გულმხურვალედ გულშემატრიკვობს ნაკრებს!). ამათ ყველას მტრებში რიცხავ? რაშია საქმე? ასე რომ, კარგად დაფიქრდი, შენც და შენისთანებიც, სანამ ასეთ საშინელებას და ცილისწამებას დაწერდე!
პასუხი "ადამიანს"
07 ოქტომბერი 2022 19:42
4
შენა,რომელი ხარ მაქარაშვილი,სანაია თუ გვარამია?! ტკბილი არაფერი ბგიჭამია ცხოვრებაში?! და თავად რისი მაქნისი ხარ,გრანტს აშკარად ვერ ქაჩავ,ნაცების პარტიული სალაროდან გაძლევენ ორ გროშს?! პ.ს. სლავა უკრაინეს დაწერა დაგავიწყდა ბდა ბუსტერ აცრის ცნობის გამოქვეყნება :)
ადამიანი
07 ოქტომბერი 2022 18:18
19
ყველა გამოხმაურება
პოლონეთი, ფინეთი, სომხეთი, საქართველო, გიბრალტარი
11
07 ოქტომბერი 2022 15:53
0
რუსეთი რომ მონაწილეობდეს, უეჭველი უნგრეთს შეახვედრებდა პირველი კალათიდან უეფა პუტინის ხათრით.
მიშა
07 ოქტომბერი 2022 15:38
3
ორი ჩვენზე ძლიერი გუნდი აუცილებლად შეგვხვდება, მაგრამ თუ გვინდა ევროპაზე გასვლა, იმ ორიდან ერთს მაინც უნდა ვაჯობოთ, ჩვენი დონის და ჩვენზე სუსტებთან არ უნდა დავკარგოთ ქულები,ნუ ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვცადოთ
გოგა
08 ოქტომბერი 2022 11:48
0
ნამდვილი საფეხბურთო ტურნირი ესაა და ძალიან მეეჭვება ამ თამაშით რაიმე გავაწყოთ. ის ფეხბურთი რაც ერთა ლიგაზე საკმარისი იყო, აქ საერთოდ არ გამოგვადგება!
Zura
07 ოქტომბერი 2022 15:16
17
რას ამოიჩემეთ ეგ ფინეთი არ არის ეგ გუნდი ვარსკვლავების მაგრამ ფიზიკურად ძან ძლიერი და დაბალანსებული გუნდია რომლებაც არც თუ ისე ცუდად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე …და თან ჩვენ სულ გვიჭირდა ეგეთ გუნდებთან თამაში ( ბეი ბეგი რასაც ქვია ) 90 წუთი პრესინგი და მაღალი სისწრაფეები …ასევე უნგრეთიც ძაან ძლიერი ნაკრებია 3-4 მაგარი ფეხბურთელით … პირველი კალათიდან ჩვენთვის ყველას შვეიცარია სჯობს თვითონაც თამაშობს და შენ გაცლის თანაც ასე თუ ისე ვიცნობთ მეორე კალათიდან კი ან ავსტრია ან უელსი ორთავეს კრიზისი აქვთ … მესამე კალათიდან ძველი ნაცნობი ირლანდია ახლა გვაქვს შანსი დავუბრუნოთ ძველი ვალები …რაც შეეხება სომხეთს არც ზედმეტად ანგაჟირებული სიტუაცია მინდა და თან სომხებს ახლა უკეთსი ნაკრები ყავთ ვიდრე ამის წინა ერთა ლიგაზე სადაც კიც მოგვიგეს და ჯგუფშიც გადაგვასწრეს მაშინ მარტო მხითარიანი ყავდათ და სხვა არავინ ახლა კი 4-5 ფეხბურთელი არც თუ ისე ცუდი ყავთ … მეხუთე კალათიდან არ გვინდა სლოვაკეთი ჩრდ.ირლანდია და მითუმეტეს კვიპროსი ვაცალოთ რა ქეცბას მას თავის გზაზე გაუმარჯოს ჩვენ ჩვენსაზე …))) კარგი იქნებოდა მოლდოვა ( ძველი ვალები) და ან ისევ გიბრალტარი …ანუ ეგეთი ჯგუფი გვინდა რა : შვეიცარია , ავსტრია ან უელსი , ირლანდია ან რუმინეთი,საქართველო ,მოლდოვა ან გიბრალტარი !!! 100% დან 75% გასული ვართ !!!! რასაც გილოცავთ წინასწარ !!!!
მდააა
07 ოქტომბერი 2022 21:59
1
ევროპაზე რას ვიზავთ ეგეც მიგეწერა ბარემ
გი
09 ოქტომბერი 2022 15:07
0
უნგრეთი,ისრაელი,საქართველო,სომხეთი,ესტონეთი მაგარი იქნება :))) მარა იქნება? :D
kllaus
07 ოქტომბერი 2022 15:51
0
იმედი მაქვს მრავალი წლის შემდეგ 6 გუნდიან ჯგუფში მოვხვდებით და 2 ით მეტი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.ამ მოცემულიბით იქნებ უსასწაულესი სასწაული მოხდეს და : უნგრეთი,ფინეთი,სომხეთი,საქართველო,გიბრალტარი,სან მარინო …ეს იქნება 70 პროცენტიანი გარანტია ევროპირველობაზე ჯგუფიდან მოხვედრის…მაგრამ ეჰჰ სასწაულები რეალურ ცხოვრებაში არ ხდება სამწუხაროდ და 2 ივე გრანდი ისევ ჩვენთან მოხვდება უბედური ბედის ქვეყნის ამბავი რომ ვიცი :(
qomagi
07 ოქტომბერი 2022 15:18
7
ქომაგს
დისლაიქი იმიტომ დაგისვი რომ შენი (ჩვენი) ბედი არასოდეს აგინო.
ჩვენ ბევრჯერ გაგვიმართლა და კიდევ გაგვიმართლებს ბევრჯერ, დარწმუნებული ვარ.
G.LA
07 ოქტომბერი 2022 17:21
2
დმერთმა ქნას გაგვიმართლოს მაგრამ როდის გაგვმართლებია მთლიანად ქვეყანას? ბოლოს როდის იყო ბედნიერი ქვეყანა? მითუმეტეს ბოლო წლებია ცხოვრება გაუსაზლისი ხდება და ამას ისიც მოწმობს რომ ხალხი მასიურად მიდის საზღვარგარეთ..პ.ს მე ბედისთვის არ შემიგინებია და მითუმეტეს ასე ზოგადად არ ვისვრი გინებას,რეალობა დავწერე რაშიც დღეს ვინყოფებით მთელი ერი და სპორტი მათ შორის
qomagi
07 ოქტომბერი 2022 20:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული