ნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ჯგუფში ყველა ნაკრების დამარცხება შეუძლია

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა გააკეთა:

"მეორე კალათიდან საფრანგეთი, ინგლისი და სერბეთი ავიცილეთ... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ B ან C ჯგუფში არ მოვხვდით, რითიც ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ შეიძლებოდა უფრო მეტად გაგვმართლებოდა...

ვფიქრობ, კარგ დღეს, ჩვენი საუკეთესო თამაშის შემთხვევაში, ეპანეთის დამარცხება შეგვიძლია მსგავსი რამ ხელეწიფებათ საქართველოსა და შოტლანდიასაც 

ქართველები ბოლო პერიოდში ბრწყინვალედ ასპარეზობენ, მათ ყველა ჯგუფში მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. კარგად ვიცნობთ შოტლანდიის ნაკრებს, ქულების წართმევა კვიპროსის ნაკრებსაც შეუძლიათ...

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში თანაბარი ჯგუფი
შედგა, რომელსაც ფავორიტის რანგში ესპანეთი ეყოლება", - თქვა სოლბაკენმა TV 2-თან საუბარში.

altროგორი იყო ქეცბაიას რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი გუნდის მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება [VIDEO]

altქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 22 /
რავი მგონია, რო ანდორას და სან მარინოს ჯგუფში ყოლას და მათთან ვითომ წარმატებით შედეგებს გაცილებით ჯობია საფრანგეთი და გერმანია გყავდეს. და თამაში ისწავლო მათგან. და თუ გეშინია კიდე აახვიე და წადი ფეხბურთიდან საერთოდ. მშიშრების ადგილი არ არის ფეხბურთი.
იკა
17:16 09-10-2022
2
ეხლა ნახავს ჰოლანდი თუ ვის გადაეყარა! თუ სერბეთმა დაამარცხა ნორვეგია, ჩვენც გვმართებს მსგავსი. ესპანეთთან თბილისში მოგებაზე უნდა ვიფიქროთ თუ რაიმეს გვინდა მივაღწიოთ როგორც ნაკრებმა! მოკლეთ დღესდღეობით ანგარიშგასაწევი ძალა ვართ და შეგვიძლია რეალურად კარგი სპარინგპარტნიორობის გაწევა ყველასთან ჯგუფში.
ლაშა
16:09 09-10-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული