ნორვეგიელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის თავისი შვილი გამოიძახა - მეტოქის შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს ოსლოში ნორვეგიას დაუპირისპირდება, რომელიც იქამდე, 7 სექტემბერს, ამხანაგურ მატჩში იორდანიას უმასპინძლებს. ნორვეგიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ოთხი ახალწვეულია: მარკუს სოლბაკენი, უსამე საჰრაუი, ანტონიო ნუსა და ემილ ბრეივიკი. აღსანიშნავია, რომ 23 წლის მარკუს სოლბაკენი სტალე სოლბაკენის შვილია. მან თქვა, რომ გაუჭირდა ნაკრებში შვილის მიწვევა, მაგრამ ტექნიკურია, კლუბში რამდენიმე ტოპ-მატჩი ჩაატარა და იძულებული გახდა, გამოეძახებინა.

მეკარეები: მატიას დინგელანდი (ბრანი), ორიან ნილანდი (სევილია), ეგილ სელვიკი (ჰაგესუნდი)

მცველები: ფრედრიკ ბიორკანი
(ბოდო გლიმტი), კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ბირგერ მელინგი (კოპენჰაგენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანშე-ოლსენი (მაინცი), მარკუს ჰოლმგრენ პედერსენი (სასუოლო), ჯულიან რიერსონი (დორტმუნდი), კენ სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ესტეგარდი (ნაპოლი)

ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგე (ბოდო გლიმტი), სანდერ ბერგე (ბარნლი), ოსამე საჰრაუი (ჰეერენვეენი), ემილ ბრეივიკი (მოლდე), ანტონიო ნუსა (ბრიუგე), მარკუს სოლბაკენი (ვიკინგი), ოლა სოლბაკენი (რომა), უგო ვეტლესენი (ბრიუგე), მარტინ ედეგორი (არსენალი)

თავდამსხმელები:
ბერდ ფინე (ბრანი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალექსანდერ სორლოტი (ვილიარეალი)


მკითხველის კომენტარები / 5 /
ბერლინის ჰერტას მწვრთნელს,პალ დარდაის 3 შვილი ჰყავს გუნდში და ხშირადაა როდესაც სამივე ერთდროულად მოედანზეა
საქართველო
08:12 30-08-2023
1
ნორვეგიის წვრთნელი ცხადაძეა?
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული