"ერთი რამ ნათელია... ჩვენს სიტყვას ვიტყვით!" - სანიოლმა წილისყრა შეაფასა

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება.

ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია - ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ნორვეგიაზე ფიქრობ, ერლინგ ჰოლანდი გახსენდება. დარმწუნებული ვარ, ჩვენი
კაპიტანი ძალიან ბედნიერია, რადგან მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჩვენი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დიდი გუნდების, ისე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.

შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს გამორჩეული მატჩი იქნება, ხოლო კვიპროსის და თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული იქნება", - ამბობს სანიოლი.

altნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ჯგუფში ყველა ნაკრების დამარცხება შეუძლია

altროგორი იყო ქეცბაიას რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი გუნდის მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება [VIDEO]

altქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნორვეგიამ შეიძლება, ესპანეთზე კაი გუნდი გამოიყვანოს. ძლიერი გუნდია. სიჩქარეებში ვერ ავყვებით, მარა, 4 მცველი და ტაქტიკა უნდა მანდ და მოგება სეიძლება. ტემპი უნდა დაუგდო და სწრაფი ფლანგები უნდა
ლევან მაღლაკელიძე
11 ოქტომბერი 2022 22:34
0
ვილი ქართველებს სიტყვის თქმა არ გვიჭირს,მთავარია შენ შედეგი დადე
BOSS
10 ოქტომბერი 2022 00:20
3
რა მაზალო იქნება, ჯგუფიდან საქართველო და კვიპროსი რომ გავიდეთ! :-)
N
09 ოქტომბერი 2022 20:36
6
ზოგს როგორი თიკუნის შესაფერისი აზროვნება აქვს
ჰა ჰა
09 ოქტომბერი 2022 19:49
7
მემგონი ეგ გორდეზიანიც თავს იკავებდა საქართველოს ნაკრებში, ხოდა იქნებ მეტი ყურადარება გამოიჩინონ სპორტულმა ჟურნალისტებმა
Vasili
09 ოქტომბერი 2022 19:47
2
ეეეეე საქარტველო რა დგეები გელის გამაგრდი გიბრალტარი არარი
kaka
09 ოქტომბერი 2022 19:05
23
პროტსტა რა მაფია ხდება ამ ჩვენი ნაკრების უ21? ეს ვასილიოს გორდეზიანი აგერ ეხლა პაოკის სასტავში თამაშობს თან კინაღამ მაკრტატელა შეაგდო და ესენი ტიპს არ იძახებენ:( ანუ რა უნდათ გული აუცუვდეს და საბაეძნეთის ნაკრები აირჩიოს უკვე ხოდზე რომ იქნება?

არ შეიძლება ასე უ21 მითუმეტეს ერთი ცენფოვარდი გვყავს და ისიც ესპანეთის მეხუთე ლიგაში თამაშობს...
რიკი
09 ოქტომბერი 2022 18:24
1
ნუ პრაფესორობ რა, შესთავაზეს მაგას უკვე და გაინაზა, დაფიქრებისთვის დრი ითხოვა, ბიჭმა ჯერ არ იცის საბერძნეთი, თუ საქართველო, ჩვენ სახვეწარი არაფერი გვჭირს.
ეეე
09 ოქტომბერი 2022 20:08
4
მომწონს შეფასება
giorgi
09 ოქტომბერი 2022 17:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული