"ქართველია, ვერ შეძლებსო... კვარაცხელიას ტრანსფერი შევთავაზე და მითხრა, გუნდიდან გამაგდებენო..." - სანიოლმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა RMC Sport-ს ინტერვიუ მისცა. რა თქმა უნდა, საუბარი "ნაპოლის" ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

სანიოლმა ქართველი ფეხბურთელი ფრანგ ფრანკ რიბერისაც შეადარა:

"გულახდილად, რომ გითხრათ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ხვიჩას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ის ნაკრებში მივიწვიე, 20 წლის იყო. თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში არ გახლდათ, მაგრამ ეტყობოდა, რომ დიდი შესაძლებლობები ჰქონდა.

ხვიჩა უცბად აფეთქდება, ის ყოველთვის წინსვლას ცდილობს. სწორედ ასეთი მოთამაშეა თანამედროვე ფეხბურთში მოთხოვნადი. 

ლიგა 1-ის არაერთ კლუბს ვთავაზობდი, რომ ხვიჩა შეეძინათ. ზოგმა მითხრა - ის
ქართველია, ვერ მოახერხებს, რომ დასავლეთ ევროპაში ადაპტაცია გაიაროსო...

ზოგი მეუბნებოდა, ლათინური ზედმეტსახელი შეურჩიე, უკეთ რომ წარადგინოო; ზოგმაც მითხრა, ჩემი გუნდის პრეზიდენტს კვარაცხელიას ტრანსფერი, რომ შევთავაზო, სამსახურიდან დამითხოვსო...

თუ გსურს კარგი მუშაობა, ამისთვის მსოფლიოს მასშტაბით 30-40 სკაუტი უნდა გყავდეს... სამწუხაროდ, საფრანგეთში ამის კულტურა ჯერ არ არის. ფრანგული გუნდები ხელიდან უშვებენ უამრავ შესაძლებლობას, რაც სინამდვილეში ძალიან ადვილად მიღწევადია...

ხვიჩასა და რიბერის შედარება? - რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრი მსგავსებაა. მაგალითად, როდესაც ფრანკი 21 წლის გახლდათ. ბურთს მიიღებდა და მაშინვე წინ გარბოდა. ის ან კარში ურტყამდა, ან ვინმეს პასს მისცემდა და გაამწვავებდა... კვარაცხელიაც ზუსტად ასეა... მან "ნაპოლიში" შედეგიანობაც გააუმჯობესა და ახლა უფრო მეტი გოლი გააქვს", - ამბობს სანიოლი.

alt"კვარაცხელიას წარმატებები რუსეთშიც ძალიან უხარიათ, რადგან..." - რუსული პრესა ხვიჩას შესახებ წერს

მკითხველის კომენტარები / 18 /
საფრანგეთის ჩემპიონატი რაც არის კი ვხედავთ.ბორდო გავარდა ასეთი ტრადიციული კლუბი.მაგრამ ეს ყველაფერი იმ ბრალიც არის რომ ჩვენი კლუბები ნაკრები ფეხბურთელები დიდი შედეგებით ვერ დავიკვეხნიდით...ბოლოს როდის გვყავდა ფეხბურთელი ნორმალურ გუნდში.მაგრამ ეხლა ყველაფერი სასიკეთოდ იცვლება მამარდა.კვარა.ლოჩო.რაც უფრო მეტი ჩვენი ითამაშებს ასეთ დონეზე უფრო სხვანაირად შემოგვხედავენ მანამდე არ გვაგდებნენ სამწუხარიდ არაფრად...
ლევანი
16:11 11-10-2022
1
კარგი ვინმეა სანიოლი :) ჯიგარი და ესმის ფეხბურთი
კაპიტან გარდენბურგი
16:05 11-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული