ჯერჯერობით ამხანაგური დაპირისპირებებისათვის ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები უცნობია. მომავალი წლის მარტამდე, როცა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყება (ნორვეგიასთან თბილისში), ეს ბოლო შესაძლებლობა იქნება, როცა "ჯვაროსნები" შეხვედრებს ჩაატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ისაა, რის გამოც ჩვენთან თამაშის სურვილი გრანდებსაც უნდა გააჩნდეთ და არა მხოლოდ ევროპულ, არამედ
დიდი მოლოდინით ველით, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი სათამაშო ფორმა ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთარ კიტეიშვილი ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდეს. ჩვენი ნაკრების ფრანგ დამრიგებელს იმის საშუალებაც ექნება, ახალი ფეხბურთელებიც გამოსცადოს და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართოს.
ამასობაში, ცნობილია, თუ ჩვენი ჯგუფის წევრები ვის დაუპირისპირდებიან. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებით დავიწყოთ, რომელიც ნოემბრის მატჩებს ბულგარეთისა (შინ) და ისრაელის (სტუმრად) ნაკრებებთან ჩაატარებს. ქეცბაიამ განაცხადა, რომ ქართველებთან ამხანაგური სურდა, თუმცა ახლა შეხვედრა უკვე ოფიციალური იქნება.
რაც შეეხებათ ნორვეგიელებს, ერლინ ჰოლანი და მისი თანაგუნდელები 17 ნოემბერს ირლანდიაში ითამაშებენ, სამი დღის შემდეგ კი ფინეთს უმასპინძლებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა უკრაინასთან პლეი-ოფში დარჩენილი შოტლანდიის ნაკრების სპარინგ-პარტნიორი თურქები იქნებიან, რომლებიც სანიოლის გუნდის მსგავსად, "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ. მათი სხვა მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
ესპანეთის ნაკრები მუნდიალისთვის სამზადისში იქნება და მოწინააღმდეგეს უფრო განწყობის შესაქმნელად შეარჩევს. ლუის ენრიკეს გუნდი 17 ნოემბერს იორდანიას შეხვდება. კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე "ფურია როხა" პირველ მატჩს 23 ნოემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ ჩაატარებს, რასაც გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან დაპირისპირებები მოჰყვება.
საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, მსოფლიო ჩემპიონატი კი 20 ნოემბერს, კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება. დაველოდოთ, საქართველოს ნაკრების ნახვა თბილისში წელსვე თუ შეგვეძლება. ეს მალე უნდა გაირკვეს.
საქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში
ვიწყებთ ნორვეგიით - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
იქნებ გვეფიქრა მეორე, ბ ნაკრების შექმნაზე. ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელი გამოჩნდა და ბევრი ვერ ხვდება ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში. მათი საქმეში ნახვა, დახვეწა, მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა და შეთამაშება კარგად მოხერხდება მეორე ნაკრების საშუალებით