"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

AutoSharing Option
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, ევრო 2024-ის და მომავალი მეტოქეების შესახებ ისაუბრა.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოხვედრა არ სურდა.

"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე და მომეცა იმის საშუალებაც, რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი, მოწინააღმდეგე მხარეს არასდროს ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორი შეგრძნება მექნება, კვიპროსი ჩემთვის უცხო ქვეყანა არაა 32 წელია იქ ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე კვიპროსიდანაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა, მაინც
არ მსურდა საქართველოსთან ქვეჯგუფში მოხვედრა, თუმცა ასე მოხდა.

ესპანეთის ნაკრები ფავორიტია, თუმცა შოტლანდიასაც და ნორვეგიასაც კარგი ნაკრებები ჰყავთ, ბოლო წლების განმავლობაში შოტლანდიელთა შემადგენლობაში თამაშობს 10-12 ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგიდან, ნორვეგიის ნაკრებს ჰოლანდის გარდა სხვა გამორჩეული ფეხბურთლებიც ჰყავს, საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან თამაში ყოველთვის უჭირდა, 3 მატჩიდან 3-ივე წავაგეთ, ამ მხრივ კვიპროსს კიდევ უფრო ცუდი ისტორია აქვს, ნორვეგიასთან 11-ჯერ დამარცხდნენ, შოტლანდიასთანაც ყველა თამაში დათმეს, მომავალი მეტოქეებიდან მხოლოდ ესპანელებს მოუგეს (3-2),

საქართველოს ნაკრებში კარგი სიტუაციაა, სანიოლის გუნდმა ერთა ლიგაზე წარმატებულად იასპარეზა და ძლიერი მეტოქეები დაამარცხა, შესაძლოა თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო, თუმცა დღესდღეობით მთავარი 3 ქულის მოპოვებაა, მათ დაამტკიცეს, რომ კარგი გუნდი ჰყავთ. თუ დღეს არ გყავს 11 მოთამაშე, რომლებიც წინ და უკან შეუჩერებლად ირბენენ, მატჩის მოგება შეუძლებელია.

კვიპროსის ნაკრებს საშინაო მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეუძლია, ბერძნებმა ვერ დაგვაფასეს და ეგონათ, რომ მარტივად დაგვამარცხებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. გვყვავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.

მიხარია, რომ ჩაკვეტაძეს "სლოვანში" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგ ფეხბურთს აჩვენებს, თითქმის ყოველ თამაშში საგოლე პასებს აკეთებს, ამხანაგურ შეხვედრებში შანსი მიეცემა და უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს" - განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას 2023 წლის 28 მარტს, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

alt"ვინ მენატრება ყველაზე მეტად? მშობლები" - თემურ ქეცბაია სტუმრად "ნოესთან" [VIDEO]

alt"თბილისს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერი აქვს..." - თემურ ქეცბაია

მკითხველის კომენტარები / 14 /
ურთულესი ჯგუფია... ყველა თამაში ძნელი იქნება. თუმცა, იმედია უმედოდ არავისთან არ ვიქნებით. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
14:20 16-10-2022
0
მერე არ ათამაშოს და მოგვაგებინოს
ჯიმშერ ფილფანი
12:46 16-10-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული