კობიაშვილი ამხანაგურ მატჩებზე საუბრობს - დუბაი თუ ბათუმი?

AutoSharing Option
ნოემბერში, ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოყოფილ ფანჯარაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ჯერ ოფიციალურად ცნობილი არაა. ამ თემის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტში" ისაუბრა:

"ამხანაგური მატჩების შესარჩევად ჩატარებულ წილისყრას ველოდით, თუმცა მუშაობა მანამდეც დავიწყეთ. თამაშები ნამდვილად გვექნება და ამაზე მაქსიმუმ, ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად ვიტყვით.

რაც შემიძლია ვთქვა, მეტოქის შერჩევა იოლი ნამდვილად არაა. იყო შემთხვევა, კონკრეტულ ნაკრებს არ სურდა ჩვენთან ჩამოსვლა ან ჩვენთვის არ იყო სახარბიელო თარიღი და ადგილი - შორ მანძილზე მგზავრობა გვიწევდა.

Sportall.Ge

არ ვარ დარწმუნებული,
რომ თამაში გრანდთან გვექნება. ამას უფრო გამოვრიცხავ...

შესაძლებელია, მესამე ქვეყანაში, მსოფლიო ჩემპიონატი სადაც ტარდება, მასთან ახლოს ვითამაშოთ, მაგალითად, დუბაიში. ასეთი შემოთავაზებაც არსებობს, თუმცა დეტალები დასაზუსტებელია. ჩვენი სურვილია, საქართველოში ვითამაშოთ, რადგან მომდევნო ოფიციალური დაპირისპირება საშინაო გვაქვს. დიდია ალბათობა, ამხანაგური შეხვედრა ბათუმში გაიმართოს, რადგან "დინამო არენაზე" გარკვეული სამუშაოები უნდა დაიწყოს".

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მომავალი წლის მარტში დაიწყება, პირველ მატჩში კი ნორვეგიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

წყარო: პირველი არხი

altინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია - ვის შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ნაკრები?

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

მკითხველის კომენტარები / 13 /
სხვა ქვეყნის ნაკრებები რატომ არ ელოდნენ წილისყრის შედეგებს, ყველას რომ დაგეგმილი აქვს მინიმუმ ერთი და უმრავლესობას ორივე შეხვედრა?!...ახლა ეძებეთ თქვენისთანა მედღეხვალიები და ბოლოს რუსეთი და ბელორუსია შეგრჩებათ ხელში, თუ მაგათაც ერთმანეთში არ ითამაშეს...
დდდ
13:50 21-10-2022
10
რატომ გრანდთან არ უნდა ვითამაშოთ?მაშ რანაირათ შევინარჩუნოთ მაღალი სულისკვეთება რომელიც ბიჭებმა დაიბრუნეს? ლევან დიდ შეცდომას უშვებ მაგის თქმით რამენაირად სწორედ გრანდთან უნდა ვათამაშოთ ჩვენი მგლები ნუ გეშინია არ შეარცხვენენ სამშობლოს მე მათ მაგივრად თავდებში დავდგები თუ გინდა!!!
ზაზა
11:01 21-10-2022
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული