კობიაშვილი ამხანაგურ მატჩებზე საუბრობს - დუბაი თუ ბათუმი?

AutoSharing Option
ნოემბერში, ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოყოფილ ფანჯარაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ჯერ ოფიციალურად ცნობილი არაა. ამ თემის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტში" ისაუბრა:

"ამხანაგური მატჩების შესარჩევად ჩატარებულ წილისყრას ველოდით, თუმცა მუშაობა მანამდეც დავიწყეთ. თამაშები ნამდვილად გვექნება და ამაზე მაქსიმუმ, ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად ვიტყვით.

რაც შემიძლია ვთქვა, მეტოქის შერჩევა იოლი ნამდვილად არაა. იყო შემთხვევა, კონკრეტულ ნაკრებს არ სურდა ჩვენთან ჩამოსვლა ან ჩვენთვის არ იყო სახარბიელო თარიღი და ადგილი - შორ მანძილზე მგზავრობა გვიწევდა.

Sportall.Ge

არ ვარ დარწმუნებული,
რომ თამაში გრანდთან გვექნება. ამას უფრო გამოვრიცხავ...

შესაძლებელია, მესამე ქვეყანაში, მსოფლიო ჩემპიონატი სადაც ტარდება, მასთან ახლოს ვითამაშოთ, მაგალითად, დუბაიში. ასეთი შემოთავაზებაც არსებობს, თუმცა დეტალები დასაზუსტებელია. ჩვენი სურვილია, საქართველოში ვითამაშოთ, რადგან მომდევნო ოფიციალური დაპირისპირება საშინაო გვაქვს. დიდია ალბათობა, ამხანაგური შეხვედრა ბათუმში გაიმართოს, რადგან "დინამო არენაზე" გარკვეული სამუშაოები უნდა დაიწყოს".

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მომავალი წლის მარტში დაიწყება, პირველ მატჩში კი ნორვეგიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

წყარო: პირველი არხი

altინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია - ვის შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ნაკრები?

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

მკითხველის კომენტარები / 13 /
დუბაი ჯობია ბიჭებისთვის განწყობისთვისაც ახალი გარემო ხასიათს გამოუკეთებთ მოტივაციას და განწყობას აუმაღლებთ ძვირი სიამოვნებაა მაგრამ ეკუთვნით და ასეთი რაღაცეები საჭიროც კი არის ზოგჯერ ფეხბურთელებისთვის.
T.q
22 ოქტომბერი 2022 00:09
1
ყველა თამაში სასარგებლოა...
tngh
21 ოქტომბერი 2022 16:12
3
Shvedeti da bosnia tu dakeres kaia,norvegiis win orive gamodgeba.an kide irlandia,serbetic araushavs,norvegias mougo.aba grandebs aq chamosasvlelad sad caliat.
Gia
21 ოქტომბერი 2022 14:54
1
ფარერებს შევთავაზოთ იმ ცხვრებზე,რონალდოს შესაძენად რომ შესთავაზეს მანიუს და ასევე ოციანზე თავისთავად :D
chec
21 ოქტომბერი 2022 14:47
0
სხვა ქვეყნის ნაკრებები რატომ არ ელოდნენ წილისყრის შედეგებს, ყველას რომ დაგეგმილი აქვს მინიმუმ ერთი და უმრავლესობას ორივე შეხვედრა?!...ახლა ეძებეთ თქვენისთანა მედღეხვალიები და ბოლოს რუსეთი და ბელორუსია შეგრჩებათ ხელში, თუ მაგათაც ერთმანეთში არ ითამაშეს...
დდდ
21 ოქტომბერი 2022 13:50
10
ვინც უარყოფითად გამოეხმაურეთ სჯობია დაწეროთ რა ვთქვი ცუდი? უკეთესი აზრი თქვენ გამოთქვით მხოლოდ გამიხარდება!!!
ზაზა
21 ოქტომბერი 2022 13:42
3
ეს მუხლებზე დაჩოქვა რა უბედურებაა.
კაშია კობიაშვილის ხელი ურევია.
გოგი
21 ოქტომბერი 2022 12:46
11
მაგარი არეული გაქ გეტყობა :)
L.J.
21 ოქტომბერი 2022 14:36
0
იმედია სანკიტსი და ნეივისი არ იქნება.
ტტტ
21 ოქტომბერი 2022 12:06
0
რატომ გრანდთან არ უნდა ვითამაშოთ?მაშ რანაირათ შევინარჩუნოთ მაღალი სულისკვეთება რომელიც ბიჭებმა დაიბრუნეს? ლევან დიდ შეცდომას უშვებ მაგის თქმით რამენაირად სწორედ გრანდთან უნდა ვათამაშოთ ჩვენი მგლები ნუ გეშინია არ შეარცხვენენ სამშობლოს მე მათ მაგივრად თავდებში დავდგები თუ გინდა!!!
ზაზა
21 ოქტომბერი 2022 11:01
14
იმ გრანდებს ჩვენთან თამაში თუ არ უნდათ ძალით ვეთამაშოთ ? DD
zura222
21 ოქტომბერი 2022 12:31
0
ყველა გრანდი მსოფლიოზეა და ამ ეტაპზე ჩვენთან თამაშს არავინ მოინდომებს
ბესო
21 ოქტომბერი 2022 12:21
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული