საქართველოს ნაკრების მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება. ამხანაგური თამაში საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი 22-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 29 /
აქ ერთი რამე დავინახე რაც ძალიან სამწუხაროა და ცოტა საცოდაობაც არის იმ ხალხის ვინც ეგეთ რამეებს წერს ან ქართველობა ან გულშემატკივრობა მაინც იცოდეთ რომ დემაგოგობთ თქვენთვის ჩუმად სოროებში შემძვრები … არც გამარჯვება არ გაინტერესებთ არც წარმატება თქვენი საქმეა მხოლოდ ბოღმა და შური .
გიო9
15:36 04-11-2022
0
ძალუან კარგია გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ერთხელ ესპანეთი გავამწარეთ დიდი ტურნირის წინ და გასვლა მოვუგეთ ნამდვილ გულშემატკივრებს გეხსომებათ ეხლა მაროკოს ჯერია :) წაუგებელი სერია უნდა გავაგრძელოდ. მადლობა ფედერაციას ყველაფრისათვის ისინი მართლაც ყველაფერს აკეთებენ ნაკრების წარმატებისათვის…
Gio9
15:27 04-11-2022
0

სიახლეები პოპულარული