საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 17 ნოემბერს შედგება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

გიორგი მიქაუტაძე და
დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰათაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

14 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 44 /
კაკაბაძე .გიორბელიძე.აზაროვი..ხოჭოლავა.და მიქაუტაძეს რა თანაშები აქვთ.ნაკრებში არ უშვებენ?ქვილითაია რად გვინდა?
ლევანი
10 ნოემბერი 2022 15:54
6
კვარაცხელია ან იქნება ან არა ჯერ კიდევ საკითხავია.ფაქტია ძლიერი მეტოქე გვყავს და ვფიქრობ ამ მატჩზე გამოჩნდება რეალური სახე ჩვენი ნაკრების.გამარჯვება ნამდვილად თავდაჯერებულობას გაზრდის ასეთ გუნდთან.
qomagi
11 ნოემბერი 2022 00:34
0
ხოდა იმიტომ გამოჩნდება,რომ ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება შესარჩევი ციკლის დაწყებდე.იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და 2024 ში ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებით.აი ჯერ ხო 2 წელია მაქამდე,მაგრამ წარმოდგენაც კი მახარებს,როცა ჩვენი ნაკრები წარმომიდგენია დიდ ფორუმზე..
qomagi
11 ნოემბერი 2022 10:56
0
ამხანაგური შეხვედრაა და ამ მატჩში ვერანაირად ვერ გამოჩნდება. ჩვენი რეალური სახე, აი ნორვეგიასთან და ზოგადად შესარჩევში კი ნამდვილად გამოჩნდება ეგ ყველაფერი
საქართველო
11 ნოემბერი 2022 08:17
1
მოიცა, არც გრიგალავა არ არის???
აჩი
10 ნოემბერი 2022 21:23
7
გრიგალავას არ სცალია. თამადაა იმ დღეს.
ვანჩოპე
11 ნოემბერი 2022 11:44
0
კიდევ შეიცვლება თამაშამდე! აგერ ნახეთ იმას ტრამვაო ამას ესაო! ისე გიორბელიძემ რა დააშავა!?
მწვრთვნელი
10 ნოემბერი 2022 15:40
3
კაკაბაძე გიორბელიძე აზაროვი არაა? მამუჩაშვილი ქვილითაიას! ალთუნაშვილი ჯოვინო გამოეძახებია ჯობდა შენგელია კიდე საიდან მოინახა
giorgi
10 ნოემბერი 2022 15:02
14
შენგელიას რას ერჩი? საბერძნეთის უმაღლესი ლიგის საშუალო გუნდში თამაშობს სადაც სულ ძირითადშია და ყოველ თამაშზე უმატებს.
რიკი
10 ნოემბერი 2022 15:05
1
შენგელია ძალიან პერსპექტიული იყო ჯერ კიდევ ჩაკვეტაძის ბრწყინვალების დროს, როდესაც ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა!
გიორგის
10 ნოემბერი 2022 15:08
1
გიორბელიძეს ტრამვა აქვს თუ რატომ ამოუთვალწუნა ... ფლანგზე მაგაზე საიმედო ბოლო წლებში მე არ მინახავს არვინ .. ნაკრების თამაშებს ვგულისხმობ შეტევასაც მაგრად ეხმარება და დაცვაშიც ძაღლივით დასდევს მოწინააღმდეგეს ... თუ ტრავმა აქვს გასაგებია ...
bejo
11 ნოემბერი 2022 01:20
3
მივესალმები შენგელიასა და ქვილითაიას დაბრუნებას ნაკრებში,მარჯვენა ფლანგს შენგელიაზე უკეთ ვერავინ თამაშობს ნაკრებში ხოლო მიუხედავად ვაიკრიტიკოსებისა ქვილითაია ამ ფორმაციის ნაკრებში N1 თავდამსხმელია,ამას ყველა ვნახავთ...
გომორძგუა მარგალეფც
10 ნოემბერი 2022 20:41
17
Ალბათ დიდი ანგარიშით წააგებთ ქართველები და მიწაზე დაეშვებით.მინდა ერთხელ კიდევ შეგხვდეთ სომხები(კავკასიელი ბრაზილიელები) და ნახავთ რასაც გიზავთ
G.LA
10 ნოემბერი 2022 18:11
58
რას ამბობ ბრაზილიას სომხეთთან კოჭიც ვერ მიუსხლტება. ოღონდ საპოჟნიკობასა და ჟეშტიანშიკობაში.
Pepo
10 ნოემბერი 2022 23:00
1
ახპერჯან რას მიაც მააცვავ ჰაა? წადი იერევანში რას ამძიმებ ქართულ მიწას მაგრამ ვაი რო არც ერევნელ ახპერებს არ ჭირდებით და ტყუილად ეტენებით )))))
roni
10 ნოემბერი 2022 22:42
1
ყველა გამოხმაურება
Tavidanve chans rom witaishvili dacvis marcxena flangze dadgeba,ar momwons es amabavi am bichs shetevashi ufro gamodis tamashi tan im flangze sadac lobjanidzea romelsac ashkarad regresi aqvs am bolos...
Givi
10 ნოემბერი 2022 18:01
0
21 დავითვალე და 22-ე აკლია თუ თვლა მერევა
22-ე ვინ არის?
10 ნოემბერი 2022 16:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული